bayern.ge სიახლეები გვერდი 438
ფლიკი: "სწორედ ამიტომ არ ითამაშა დღეს კომანმა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "კიოლნის" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"კინგსლიმ ბოლო პერიოდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. მას ვესაუბრე და ვიცოდი, რომ 100%-ით მზად არ იყო ფიზიკურად სათამაშოდ. სწორედ ამიტომ მას დასვენების საშუალება მივეცით. ეს დაიმსახურა."

"ლეონი ბრწყინვალე იყო "აინტრახტთან" თამაშში. დღეს კი ასისტების ჰეთ-თრიკი შეასრულა. ვფიქრობ, ის დღეს მინდორზე საუკეთესო იყო."

"მიულერმა კარანტინის შემდეგ პირველივე თამაშში საგოლე გადაცემა შეასრულა, გნაბრიმ კი ტრავმის შემდეგ დუბლი გაიფორმა. ვფიქრობ, არაფრის დამატება არ არის საჭირო. ისინი თავის დონეს ამტკიცებენ."

"არ მსურს ერნანდესისა და დეივისის შედარება. ფონზიმ დღეს ძალიან ბევრი იშრომა, ლუკასი კი თავის დონეს მუდამ ამტკიცებს. ვფიქრობ, ძალიან კარგია როდესაც ამხელა არჩევანის თავისუფლება არსებობს." - აცხადებს ფლიკი.
გნაბრი: "სანამ მე და თომასი შემოვიდოდით მინდორზე, საქმეები კარგად არ მიდიოდა"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ "კიოლნის" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"სანამ მე და თომასი მინდორზე შემოვიდოდით, გუნდისთვის საქმეები იდეალურად არ მიდიოდა. საბედნიეროდ, მალევე 3:1 გავხადეთ ანგარიში და ამან ყველაფერი გაამარტივა."

"მომავალში ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ მეტოქის შანსები, სხვა შემთხვევაში დავისჯებით."

"შეუძლებელია იმის თქმა, რომ 90 წუთის მანძილზე მეტოქეს 1 შანსსაც არ მისცემ. უბრალოდ, მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან." - აცხადებს გნაბრი.
გორეცკას საოცარი სტატისტიკა "კიოლნის" წინააღმდეგ
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "კიოლნი" მიიღო და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა დასახელდა, რომელმაც 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

გერმანელ ფეხბურთელს ასისტების გარდა ასევე სხვა კომპონენტებშიც ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

გორეცკა 63-ჯერ შეეხო ბურთს და პასების სიზუტე 87% ჰქონდა. რაც შეეხება შორეულ გადაცემებს, ის ამ კომპონენტში უნაკლო იყო და 100%-იანი სიზუსტე ჰქონდა.

რაც შეეხება დაცვით ასპექტს, ლეონმა 5 დუელი მოიგო ხოლო ბურთის ჩაჭრა 2-ჯერ მოახერხა.
"ბაიერნი" 5:1 "კიოლნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "კიოლნი" მიიღო და ანგარიშით 5:1 გაანადგურა.

იდეალური გამოდგა ეს შეხვედრა "რეკორდმაისტერის" შემტევებისთვის. რობერტ ლევანდოვსკიმ და სერჟ გნაბრიმ დუბლებით გამოიჩინეს თავი, ლეონ გორეცკამ კი ასისტების ჰეთ-თრიკი შეასრულა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

მიულერმა დაბრუნებიდან პირველივე შეხებით ასისტი გააკეთა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "კიოლნის" შეხვედრის 65-ე წუთზე თომას მიულერის საგოლე გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა.

იხილეთ ვიდეო.
გორეცკას ეფექტური საგოლე გადაცემა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნისა" და "კიოლნის" შეხვედრის 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 2:0 გახადა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "კიოლნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "კიოლნს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​
"ბაიერნი" - "კიოლნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "კიოლნს" მასპინძლობს.

მატჩIს დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, ჩუპო მოტინგი, მუსიალა - ლევანდოვსკი.
კაპელო: "ბაიერნის კარში არდანიშნული პენალტი ძალიან მაფიქრებს"
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ლაციოსა" და "ბაიერნის" მატჩის დროს საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც მასპინძელთა ფეხბურთელი მიუნხენელების საჯარიმოში წაიქცა. თუმცა, მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.

აღნიშნულ მომენტს ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო გამოეხმაურა.

"ვფიქრობ, მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როდესაც "ატალანტას" ფეხბურთელი გააძევა. ის არ იყო ბოლო მოთამაშე მეკარესთან. ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს."

"ასევე ძალიან მაფიქრებს "ბაიერნის" კარში არდანიშნული პენალტი "ლაციოს" სასარგებლოდ. ამ მომენტმა დიდი ეჭვები გამოიწვია ჩემში." - აცხადებს კაპელო.
კამავინგას ტრანსფერისთვის "ბაიერნმა" ფულის შეგროვება დაიწყო
მიუნხენის "ბაიერნი" ედუარდო კამავინგას შესაძენად თანხას აგროვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და საამისოდ მუშაობაც დაწყებულია.

წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბს კორენტინ ტოლისო დატოვებს. ფეხბურთელის გაყიდვას ტრავმამდე 30 მილიონ ევროდ ვარაუდობდნენ, თუმცა, უცნობია მძიმე დაზიანების შემდეგ როგორ შეიცვლება მისი ფასი.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვასაც "ბაიერნი" აპირებს ნიკლას ზულეა. გერმანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები ახლის გაფორმებაზე ვერ თანხმდებიან. დიდი ალბათობით, მიუნხენელები მას ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეელევიან.

შეგახსენებთ, რომ "რენი" კამავინგას 80 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს.
"ბაიერნის" საოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონშიც საოცარ სტატისტიკას აფიქსირებს.

7 ჩატარებული მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერს" უკვე 22 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ 1 შეხვედრაში 3-ზე უფრო მეტ გოლს უდრის. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან.

უახლოესი მდევრები "პსჟ" და კატალონიის "ბარსელონა" არიან, რომელთა გოლების რაოდენობაც 17-ს შეადგენს.

"ბაიერნი" ასევე პირველზეა ბურთის ფლობის მაჩვენებლით. გუნდი საშუალოდ 61%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს და ამ მაჩვენებლით "სიტისაც" კი უსწრებს. გვარდიოლას გუნდი თავის მხრივ 59%-ით მესამე ადგილზეა და მადრიდის "რეალს" 1%-ით ჩამორჩება.
პირველი წრის შემდეგ - სუპერკომპიუტერის განახლებული მონაცემები ცნობილია
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრის შემდეგ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ცვლილებაა პირველ სამეულში. თუ პლეი-ოფის დაწყებამდე "ბარსელონას" ჩემპიონობის შანსები 13%-ით ფასდებოდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იყო, "პსჟსთან" მარცხის შემდეგ მისი შანსი 1%-მდე დაეცა.

2%-ით გაიზარდა "ბაიერნის" შანსები და ახლა კლუბი ფავორიტებს შორის მე-2 ადგილზეა, 13%-ით. პირველ ადგილს კი კვლავ "სიტი" იკავებს, რომლის შანსებიც 37%-იდან 43%-მდე გაიზარდა.

საუკეთესო ხუთეულში ასევე შედიან "ლივერპული" (9%, ცვლილება +2%), "ჩელსი" (8%, ცვლილება +3%) და მადრიდის "რეალი" (8%, ცვლილება +2%).

პლეი-ოფის დაწყებამდე მონაცემები შეგიძლიათ ​ამ ლინკზე იხილოთ.​​​
კომანი: "ამჟამად ეს 3 ვინგერი მსოფლიოში საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"სანამ "ბაიერნთან" კონტრაქტს მოვაწერდი ხელს ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო. მაგრამ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. "ბაიერნი" კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიდი კლუბი."

"როდესაც ანგარიში 2-3 ბურთიანი სხვაობით მიგყავს, სხვა გუნდები დუნდებიან. ჩვენ კი ისე ვთამაშობთ, თითქოს 0:0 იყოს."

"ხალხი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ მე რიბერის ღირსეული შემცვლელი ვარ, თუმცა, ეს შედარება არ მომწონს. მირჩევნია, ჩემი ისტორია დავწერო. მაგრამ, რა თქმა უნდა საამაყოა, როდესაც რიბერის გვერდით გიხსენიებენ. თუ მისი მსგავსი კარიერა მექნება ბედნიერი ვიქნები."

"ჩემთვის იდეალური ვინგერი არის ის, რომელსაც შეუძლია გოლების გატანაც და ასისტების დარიგებაც. ვფიქრობ, მე ამ მიზნისკენ მივიწევ, თუმცა, ჯერ მაკლია გარკვეული კომპონენტები, მაგალითად, გოლების რაოდენობა."

"ამჟამად ვფიქრობ ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში 3 საუკეთესო ფეხბურთელია. ესენი არიან რაჰიმ სტერლინგი, სადიო მანე და მო სალაჰი. მათ გააქვთ გოლები, მუშაობენ გუნდისთვის, თამაშობენ პრესინგს. საუკეთესოს ხსენების დროს პირველი მათი სახელები მომდის თავში." - აცხადებს კინგსლი.
"ბაიერნი" - "კიოლნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "კიოლნს" მიიღებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
სასიხარულო ინფორმაცია: "ბაიერნის" ლიდერებმა ვარჯიში განაახლეს
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ინფორმაციები გავრცელდა.

გუშინ გუნდის ორმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმ ვარჯიში განაახლეს.

მოგეხსენებათ, თომასს კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირა გაუცდა. ახლა ის სრულიად განიკურნა და აღდგენითი ვარჯიშებიც დაიწყო. უნდა ველოდოთ, რომ ფეხბურთელი გუნდს 6 მარტს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.

რაც შეეხება გნაბრის, მან კუნთის დაზიანების გამო ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ვინგერი ხვალ, "კიოლნის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იყოს.
ლეონარდომ "ბაიერნს" და კოუასის უკბინა: "მას ეგონა სამოთხეში მოხვდებოდა"
ფრანგული "პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ტანგე კოუასისა და მიუნხენის "ბაიერნის" მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.

"ტანგე კოუასიმ "პსჟს" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ კი თითქმის ერთი წელი გავიდა და მას 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია."

"მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტანგეც და სხვებიც ფიქრობენ, რომ სხვა გუნდში სამოთხე დახვდებათ."

"პსჟ არ კარგავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. არამედ პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგავენ პსჟს. ბევრ მათგანს ახლაც უნდა უკან დაბრუნება." - აცხადებს ლეონარდო.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0