bayern.ge სიახლეები გვერდი 441
ნოიერი მარცხმა ძალიან გააბრაზა: "ჭკუას ვერ ვსწავლობთ"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ფრანქფურტთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბიელფილდთან თამაშის შემდეგ ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ასეთი გუნდების წინააღმდეგ მსგავსი თამაში საკმარისი არ არის."

"მეორე ტაიმი კარგი იყო, მაგრამ, თამაშის სტარტიდანვე უნდა დავიწყოთ გამოფხიზლება. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება."

"თუ "ლაციოსთანაც" ისევე ვითამაშებთ, როგორც დღეს მეორე ტაიმში, მაშინ გამარჯვებას მოვახერხებთ." - აცხადებს ნოიერი.
ფლიკი: "მარცხის მიზეზები სწორედ ეს გახლავთ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. "აინტრახტი" კი პირიქით, ძალიან კარგად მოქმედებდა. პირველ ტაიმშიც ისევე რომ გვეთამაშა, როგორც შესვენების შემდეგ, ანგარიში სხვანაირი იქნებოდა."

"ბევრი ტრავმირებული და ინფიცირებული მოთამაშე დაგვიგროვდა. რამდენიმე დღიან მონაკვეთში ბევრი მგზავრობა მოგვიწია. ჩვენც ადამიანები ვართ. თუმცა, მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით."

"ლეონ გორეცკასგან მსგავს თამაშს არ ველოდი. ის მეორე ტაიმში ძალიან კარგად ჩაერთო და ჩანს, რომ ვირუსმა უარყოფითად მასზე არ იმოქმედა." - აცხადებს ფლიკი.
სანეს საოცარი საგოლე გადაცემა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
"აინტრახტისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 54-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ლეროი სანეს ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო.
"აინტრახტი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" სტუმრობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"აინტრახტი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ფრანქფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყბამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარკ როკა - სანე, ჩუპო მოტინგი, კომანი - ლევანდოვსკი.
კანი: "ამის გამო ფერგიუსონი დღემდე ჩემზე ძალიან გაბრაზებულია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ოლივერ კანმა საკლუბო კარიერა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას "მანჩესტერში" გადასვლის შანსი ჰქონდა.

"სერ ალექს ფერგიუსონი დღემდე ძალიან გაბრაზებულია ჩემზე იმის გამო, რომ მე "მანჩესტერში" არ გადავედი სათამაშოდ."

"ის ფიქრობდა, რომ 2003 ან 2004 წელს მე მის კლუბში გადავიდოდი. თუმცა, მე მსურდა, რომ "ბაიერნში" ეპოქა შემექმნა და ჩემი თავი კლუბისთვის მიმეძღვნა."

"დღევანდელი გადმოსახედიდან როდესაც ვუყურებ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ინგლისში თამაში ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნებოდა." - იხსენებს კანი. 
ტოლისოს ტრავმამ "ბაიერნს" ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კორენტინ ტოლისომ მარცხენა ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც დიდი ხნის მანძილზე ვერ დაეხმარება კლუბს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გარდა საკადრო პრობლემებისა, ტოლისოს ტრავმამ კლუბს ფინანსური ზარალიც მიაყენა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებს ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულში დაახლოებით 25 მილიონ ევროდ სურდა და ამის რეალური შანსიც არსებობდა, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ტრავმის გამო ტოლისო დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს, რაც მის სატრანსფერო ღირებულებას მკვეთრად დააგდებს. გარდა ამისა, მძიმე ტრავმის გამო შესაძლოა, ბევრმა კლუბმა უარი განაცხადოს მის შეძენაზე.

იმის ფონზე, რომ "ბაიერნმა" უკვე განახორციელა ზაფხულის ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, დაიოტ უპამეკანოს სახით, სავარაუდოა, რომ ტოლისოს ვერ გაყიდვით კლუბი სერიოზულად იზარალებს და არ არის გამორიცხული, ამის გამო "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დაგეგმილი ტრანსფერი ვერ განახორციელოს.
მორიგი დანაკლისი - ტოლისომ უმძიმესი დაზიანება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმაინობა გრძელდება. მორიგი დაშავებული კორენტინ ტოლისოა.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა დღეს, პარასკევს უკვე ჩაიტარა ოპერაცია და ის გუნდს დიდი ხნის მანძილზე გამოაკლდა.

დიდი ალბათობით, ტოლისოსთვის 2020/21 წლების სეზონი უკვე დასრულებულია. ასევე ძნელად სავარაუდოა, რომ მან ევროპის ჩემპიონატამდე შეძლოს დაბრუნება.
"აინტრახტი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ფრანქფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - ზულე, ალაბა, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
კორონავირუსი "ბაიერნის" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში საკადრო პრობლემები გრძელდება.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მარჯვენა მცველს, ბენჟამინ პავარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ფრანგი ფეხბურთელი გუნდისგან იზოლირებულია და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, პავარს ტესტზე დადებითი პასუხი დღეს, ხუთშაბათს მიუვიდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო "ბაიერნს" ასევე თომას მიულერიც გამოაკლდა. ორივე ხსენებული ფეხბურთელი "ლაციოს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რუმენიგე: "როდესაც ლეოს კონტრაქტის დეტალები გავიგე, ძალიან გამეცინა"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ მესისა და რონალდუზე საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან გამეცინა, როდესაც მესის კონტრაქტის დეტალები გავიგე. ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ მივულოცო ლეოს ასტრონომიული თანხების მიღება."

"ვფიქრობ, ასეთი ხელფასები ოდნავ უსამართლობაა. შესაცვლელია სისტემა."

"რონალდუ? როდესაც "იუვენტუსმა" ის იყიდა მაინტერესებდა რა მოხდებოდა და ვფიქრობ, ყველაფერი ორივე მხარისთვის კარგად წავიდა."

"ტურინში ყოფნის დროს ბაზას ვესტუმრე და კრიშტიანუ მაისურის გარეშე იყო. ასეთი სხეული ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მინახავს. ის წლების მანძილზე შეძლებს უმაღლეს დონეზე ყოფნას." - აცხადებს რუმენიგე.
"კასიას სიკვდილი ჟერომის ბრალია" - სერიოზული ბრალდება ბოატენგის მისამართით
რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემებმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელეს. ჟერომ ბოატენგის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, კასია ლენჰარდტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა გერმანიაში. ერთ-ერთმა მოდელმა, მელისა ჰოუმ ახალგაზრდა გოგონას სიკვდილში "ბაიერნის" მცველი დაადანაშაულა.

"კასიას არ ვიცნობდი, თუმცა კოლეგებისგან ვიცი, რომ ბევრი ფეხბურთელი მათ ატყუებს, ვითომ ერთგულები არიან, სინამდვილეში კი ბევრ სხვა გოგოს ხვდებიან."

"სამწუხაროა, რომ ყველაფერი საბოლოოდ სიკვდილით დასრულდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერში დიდი წვლილი ჟერომს მიუძღვის." - აცხადებს მელისა.

მისივე თქმით, იმ პერიოდში, როდესაც ბოატენგი კასიას ხვდებოდა, ჟერომი ასევე აქტიურად ურთიერთობდა მელისასთან და ხშირად წერდა მას სოციალურ ქსელებში.
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფავორიტები დაასახელა
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ბოლო მონაცემებთან შედარებით სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა და მიუნხენის "ბაიერნმა" ფავორიტთა შორის მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

სუპერკპიუტერი "რეკორდმაისტერის" ჩემპიონობის შანსებს 11%-ით აფასებს. ახლა კლუბს უკვე "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" ასწრებენ, რომელთა შანსებიც შესაბამისად 37 და 13 პროცენტებით ფასდება.

საუკეთესოთა სია სრულად ასე გამოიყურება:

"ლაციოსთან" მატჩამდე "ბაიერნს" 5 ფეხბურთელი უბრუნდება
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებიდან სასიხარულო სიახლეები ვრცელდება. გუნდის ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება.

დღეს ჩატარებულ გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ლეონ გორეცკამ და ხავი მარტინესმა. ორივე მათგანმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და უკვე სათამაშოდ მზად არის.

ასევე სრულ მზადყოფნაშია ჟერომ ბოატენგიც, რომელმაც პირადი მიზეზების გამო "რეკორდმაისტერის" ბოლო 2 შეხვედრა გამოტოვა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, სამივე ხსენებული ფეხბურთელი "აინტრახტთან" მატჩისთვის უკვე მზად იქნება.

რაც შეეხებათ ტანგე კუიასის და სერჟ გნაბრის, მათ ინდივიდუალური ვარჯიშები განაახლეს. წყაროს ცნობით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ გერმანელმა ვინგერმა "ლაციოსთან" მომდევნო კვირაში გასამართ მატჩშიც მიიღოს გარკვეული წუთები.
სად გააგრძელებს ალაბა კარიერას? ფეხბურთელის პასუხი
სულ ცოტა ხნის წინ დავიდ ალაბამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს.

ავსტრიელმა მცველმა ასევე შესაძლო მომავალ კლუბებზეც ისაუბრა.

"ჩემი წარმომადგენლები მუდმივ კავშირში არიან რამდენიმე კლუბთან, მათ შორის ესპანურთანაც. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის."

"ჩვენ ბევრი ესპანელი ფეხბურთელი გვყოლია გუნდში და ამის წყალობით გარკვეულ დონეზე ვიცი ეს ენა, თუმცა, იდეალურად არა."

"ახალი კლუბის არჩევის დროს ბევრ ფაქტოს გავითვალისწინებ. ამაზე საფიქრად დრო მაქვს. ეს ჩემს კარიერაზე დიდ გავლენას მოახდენს." - აცხადებს ალაბა.
ოფიციალურად: დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს
მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის კლუბს ტოვებს.

"მე პერსონალური გადაწყვეტილება მივიღე, რომ ვცადო სიახლეები და სეზონის ბოლოს ახალ კლუბში გადავიდე. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. მიუნხენში 13 წელი გავატარე და ეს კლუბი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის."

"საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ჩემი აგენტი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზუსტ დეტალებს ახლო მომავალში გაიგებთ."

"ამ გადაწყვეტილების მიღებაში ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. დიდი ფიქრი დამჭირდა სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი." - აცხადებს ალაბა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0