bayern.ge სიახლეები გვერდი 442
რუმენიგემ დაადასტურა - 2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი იცვლება
ბოლო პერიოდის განმავლობაში მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ UEFA სულ მალე ჩემპიონთა ლიგის ფორმატს შეცვლის.

აღნიშნული ინფორმაცია "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა.

"2024 წლიდან ფორმატი შეიცვლება და ვფიქრობ, გაცილებით უფრო სანახაობრივი გახდება, ვიდრე ახლა არის."

"ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები ამჟამად საკმაოდ მოსაწყენი არის ხოლმე. მომავალში კი გაცილებით გართულდება ეტაპების გადალახვა და სანახაობა მოიმატებს." - აცხადებს რუმენიგე.
ფლიკი: "დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფრე კარგი შედეგია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "არმინიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში თავი კარგად ვერ დავიცავით. მინდვრის საფარი ჩვენი ფეხბურთისთვის იდეალური არ იყო. მაგრამ, მეორე ტაიმში ჩვენი მენტალობა გამოვავლინეთ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფრე კარგი შედეგია."

"გვქონდა შეგრძნება, რომ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო მატჩის დატრიალება. თუმცა, "ბიელფილდმა" დღეს ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, ისეთი, როგორიც მე ძალიან მომწონს."

"ჩვენ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს. ყველა გუნდს აქვს თავისი ლიმიტები. 10 დღის მანძილზე მეოთხე მატჩს ვატარებთ, რაც საკმაოდ რთულია. ვიმედოვნებთ, რომ ხავი მარტინესი და გორეცკა სამშაბათს დაუბრუნდებიან გუნდურ ვარჯიშს."
"ბაიერნი" 3:3 "არმინია" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში ბიელფილდის "არმინია" მიიღო.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. "რეკორდმაისტერმა" ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა, მოგება ვერ მოახერხა - 3:3.

იხილეთ ფეხბურთელების რეიტინგები გამოცემა Whoscored-ის ვერსიით:

დეივისმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "არმინიას" შეხვედრის 70-ე წუთზე ალფონსო დეივისმა ულამაზესი დარტყმით მეტოქის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო.


"ბაიერნი" - "არმინია" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ბიელფილდის "არმინიას" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ბაიერნი" - "არმინია" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ბიელფილდის "არმინიას" მიიღებს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - სარი, ზულე, ერნანდესი, დეივისი - ტოლისო, ალაბა - სანე, ჩუპო მოტინგი, კომანი - ლევანდოვსკი.
სანიოლი: "სანე "ბაიერნს" საერთოდ არ უხდება"
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად "ბაიერნის" ვეტერანი ფეხბურთელი, ვილი სანიოლი დაინიშნა.

გთავაზობთ ფრანგი სპეციალისტის აზრს ლეროი სანეს შესახებ, რომელიც ვილიმ 2020 წელს, ფეხბურთელის ტრანსფერამდე დააფიქსირა.

"თავისი ხასიათით სანე საერთოდ არ უხდება "ბაიერნს". მისი ფორმა ხშირად იცვლება, სწორედ ამის გამო ვერ აეწყო კარიერა "სიტიში".

"მე ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ მიუნხენელები 20 მილიონ ევროს დაამატებენ და კაი ჰავერცს იყიდიან." - აცხადებს სანიოლი.
"ბაიერნმა" ჩუპო-მოტინგისა და დუგლას კოშტას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ორ ფეხბურთელზე, რომლებსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდებათ, გადაწყვეტილება მიიღო. ესენი არიან ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და დუგლას კოშტა.

წყაროს ცნობით, კლუბში კამერუნელი ფორვარდის გარჯით კმაყოფილები არიან. ის სრულად იხარჯება მინდორზე და ვარჯიშებზე. ასევე, ერიკს ძალიან კარგი ატმოსფერო შემოაქვს "ბაიერნის" გასახდელში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კლუბმა გადაწყვიტა, რომ ჩუპო-მოტინგს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს და დიდი ალბათობით, კამერუნელი მომავალ სეზონსაც მიუნხენში გაატარებს.

რაც შეეხება დუგლას კოშტას. სამწუხაროდ, ბრაზილიელმა გამოჩენა მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხა, შესაბამისად იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ კლუბი მას "იუვენტუსში" დააბრუნებს.
საქართველოს ნაკრებს "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 43 წლის სპეციალისტი, ვილი სანიოლი დაინიშნა.

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებს ფრანგი მწვრთნელი კარგად უნდა ახსოვდეთ. 2000-09 წლებში ვილი სწორედ "რეკორდმაისტერის" ღირსებას იცავდა.

გარდა ამისა, 2017 წელს სანიოლი მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის დამხმარე ასისტენტიც გახლდა.

ფრანგ სპეციალისტს "ბაიერნის" გარდა ასევე წლების მანძილზე საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდში და "ბორდოში" უმუშავია, მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ტიაგომ მიუნხენელებს ემოციურად მიმართა: "ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ კლუბს მეექვსე ტიტულის მოგება მიულოცა.

"გამარჯობა ბიჭებო! გილოცავთ მეექვსე ტიტულის მოგებას. ეს სრულიად დაიმსახურეთ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საამისოდ ბევრი იშრომეთ."

"თქვენ იმ დონეს მიაღწიეთ, რომელსაც კლუბები დეკადების განმავლობაში ერთხელ აღწევენ, ასე რომ, ისიამოვნეთ ამ მომენტით. იმედი მაქვს, ჩვენ მოგვიწევს კვლავ შეხვედრა სულ მალე."

"ამაყი ვარ, რომ ამ დიდებული გუნდის მცირედი ნაწილი ვიყავი. წარმატებები, ბიჭებო." - მიმართა ტიაგომ ფეხბურთელებს.
რას წარმოადგენს ახალწვეული ომარ რიჩარდსი (ვიდეო)
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბს ზაფხულიდან 22 წლის მარცხენა მცველი, ომარ რიჩარდსი შეუერთდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელი "რედინგის" აკადემიის აღზრდილია და 2017 წლიდა ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახლავთ. რიჩარდსის მთავარ პლიუსებს სისწრაფე, ტექნიკა და ფიზიკური სიძლიერე წარმოადგენს. ამ ყველაფრის გამო კი მას ხშირად ალოფნსო დეივისს ადარებენ.

ინგლისელ მცველს საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისი შეძენა "ბაიერნის" გარდა კიდევ რამდენიმე გრანდსაც სურდა.

გთავაზობთ საინტერესო ვიდეოს, სადაც კარგად არის ნაჩვენები რიჩარდსის შესაძლებლობები:
"ბაიერნის" რადარზე ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ტალანტების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად ბერლინის "ჰერტას" ამომავალი ვარკსვლავი, ლუკა ნეცი გამოჩნდა.

17 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე პროგრესს განიცდის და ის ნელ-ნელა ყალიბდება დედაქალაქელების ძირითადი შემადგენლობის წევრად.

ნეცმა გასულ ტურში კლუბის რეკორდიც დაამყარა და "ჰერტას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.

როგორც ცნობილია, "ბაიერნი" ნეცის დამატებას ზაფხულში შეეცდება. ფეხბურთელს დედაქალაქელებთან იუნიორების კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა 2023 წელს გასდის.
"ბაიერნს" "არმინიასთან" მატჩამდე სერიოზული პრობლემები აქვს
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ბიელფილდის "არმინიას" მიიღებს.

"რეკორდმაისტერი" მომდევნო მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. ჰანს ფლიკს განკარგულებაში ერთბაშად რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ეყოლება.

გუნდის ტრავმირებულთა სიაში არიან სერჟ გნაბრი, ალექს ნუბელი და ლეონ გორეცკა. ამ უკანასკნელმა კორონავირუსის გადატანის შემდეგ განაახლა ვარჯიში, მაგრამ მცირე ტკივილების გამო ის ხვალ გუნდს არ ეყოლება. რაც შეეხება გნაბრის, მან დაზიანება საკლუბო მუნდიალზე მიიღო და უცნობია როდის დაუბრუნდება გუნდს.

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი თომას მიულერის არყოფნაა. მოგეხსენებათ, დოჰაში ყოფნის ფეხბურთელს კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც ამჟამად ის თვითიზოლაციაშია და სავარაუდოდ, თვის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ მის დაბრუნებას.

რაც შეეხება ჟერომ ბოატენგსა და ხავი მარტინესს. გერმანელი პირადი მიზეზებით ტოვებს "არმინასთან" მატჩს, ვეტერანმა ესპანელმა კი სულ მცირე ხნის წინ განაახლა ვარჯიში და ის ჯერ სათამაშო კონდინციებში არ იმყოფება.
ფლიკი სალიჰამიჯიჩთან ურთიერთობაზე: "სრულიად ლოგიკურია, როდესაც ჩვენს აზრებს ვცვლით"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ჰასან სალიჰამიჯიჩთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ძალიან ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ თითქოს ჩვენს შორის დაძაბული ურთიერთობაა. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სრულიად ლოგიკურია, როდესაც სპორტული დირექტორი და მწვრთნელი საკუთარ აზრებს ცვლიან ფეხბურთელების შესახებ."

"ბევრს წერენ, რომ მე უკმაყოფილო ვარ, სინამდვილეში კი ასე არ არის. ვიცი, რომ ლიგაზე ჩვენი ჩემპიონობის შემდეგ ჰასანისთვის ტრანსფერების გაკეთება რთულია, რადგან კოვიდ კრიზისის გამო ყველა გუნდს გაუჭირდა ფინანსურად. მე კვლავ ძალიან კარგი გუნდი მყავს."

"რა თქმა უნდა, მომავალშიც ასეთი კარგი ურთიერთობა გვექნება. ის "ბაიერნის" მომავალი "არქიტექტორია" და ბევრი რამ არის მასზე დამოკიდებული. ყატარში ყოფნის დროს გუნდთან ერთადაც ხშირად თამაშობდა ფეხბურთს." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნი" - "არმინია" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ბიელფილდის "არმინიას" მიიღებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - სარი, ზულე, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, როკა - სანე, მუსიალა, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0