bayern.ge სიახლეები გვერდი 443
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბურთი (ფოტოები)
ევროპულმა გამოცემებმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფინალური შეხვედრის ბურთის ფოტოები გაავრცელეს.

ამ დიზაინის ბურთს მთელი პლეი-ოფის განმავლობაში გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში, 29 მაისს ჩატარდება.

იხილეთ სურათები:



ოფიციალურად: "ბაიერნმა" კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის რიგით მეორე ფეხბურთელი გაიფორმა.

"რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გერმანულ გამოცემა BILD-თან დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ომარ რიჩარდსი შეუერთდება.

"რედინგის" ახალგაზრდა ფეხბურთელი პოზიციით მარცხენა მცველია და მასზე არაერთი გრანდი ნადირობდა, თუმცა, საბოლოოდ რიჩარდსმა არჩევანი მიუნხენურ გუნდზე შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ასევე უკვე ოფიციალურად გაინაღდა დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერი.
როგორი იქნება "ბაიერნის" შემადგენლობა უპამეკანოს ტრანსფერის შემდეგ
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის დაიოტ უპამეკანო ოფიციალურად გაიფორმა.

საინტერესოა, როგორი იქნება "რეკორდმაისტერის" შემადგენლობა მომავალ სეზონში მას შემდეგ, რაც ფრანგი მცველი გუნდს შეუერთდება.

სავარაუდოდ, უპამეკანო მომავალი წლიდან დავიდ ალაბას ადგილს დაიკავებს, რომელიც დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.

გერმანული გამოცემების ცნობით, მომავალი სეზონიდან ჰანს ფლიკი ლუკას ერნანდესი დაცვის ცენტრში განმწესებას აპირებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომავალ სეზონში "ბაიერნის" სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირი უნდა იყოს.

ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
უპამეკანოს კონტრაქტის დეტალები ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაიოტ უპამეკანო მომავალი სეზონიდან "რეკორდმაისტერის" ფორმას მოირგებს.

ბოსნიელმა სპეციალისტმა ასევე დაიოტის კონტრაქტის დეტალები გაამხილა. მისი თქმით, "ბაიერნი" ფრანგი მცველის სანაცვლოდ გამოსასყიდ ფასს, 42.5 მილიონ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, ფეხბურთელი კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სალიჰამიჯიჩს კონკრეტული ხელფასი არ დაუსახელებია, თუმცა, ევროპული გამოცემების ცნობით, უპამეკანოს ყოველწლიური ანაზღაურება 11 მილიონი ევრო იქნება.

როგორც ცნობილია, ფრანგის ტრანსფერში ჰანს ფლიკიც იყო ჩართული.
სალიჰამიჯიჩი: "გვარდიოლას ვიდეო ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული ადამიანია"
"ბაიერნის" მიერ მეექვსე ტიტულის მოგების შემდეგ პეპ გვარდიოლამ კლუბს წარმატება მიულოცა და ხუმრობით 2008/09 წლების "ბარსელონასთან" მატჩის გამართვა შესთავაზა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკეთა.

"პეპის ვიდეო ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული ადამიანია. ამ ვიდეოში კი გამოჩნდა, რომ მას შესანიშნავი იუმორის გრძნობაც აქვს."

"გულშემატკივრები ახლოდან არ იცნობენ გვარდიოლას, მე კი მასთან მაქვს კონტაქტი და ვაფასებ მის მიღწევებს."

"დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი ამ გამოწვევას (იცინის). ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, გუნდი კვირიდან კვირამდე უმატებს." აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
საგა დასრულდა: უპამეკანოს ტრანსფერი "ბაიერნმაც" ოფიციალურად დაადასტურა
სულ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მ გააჟღერა ცნობა იმის შესახებ, რომ დაიოტ უპამეკანო სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს კარიერას.

აღნიშნული ინფორმაცია ახლა უკვე თავად "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმაც დაადასტურა.

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ დაიოტთან და მის აგენტთან, ვოლკერ შტრუტთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა."

"უპამეკანო მომავალი სეზონიდან "ბაიერნის" ფეხბურთელი იქნება." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერი" ფრანგი მცველის სანაცვლოდ გამოსასყიდ ფასს, 45 მილიონ ევროს გადაიხდის.
Breaking: დაიოტ უპამეკანო კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
ფრანგული გამოცემა L'equipe-მ ინფორმაცია დაადასტურა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნის" ფანები დიდი ხანია ელოდებიან.

წყაროს ცნობით, დაიოტ უპამეკანოსა და "ბაიერნს" შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან კარიერას მიუნხენში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი მხარეები კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

მიუნხენური გრანდი უპამეკანოს გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან და "ლაიფციგი" ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს.
თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა გუნდის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

აღნიშნული ჯილდო "რეკორდმაისტერის" გამთამაშებელს, თომას მიულერს ერგო, რომელმაც ხმების 48% დააგროვა და მეორეზე გასულ იოზუა კიმიხს 24%-ით აჯობა.

31 წლის ფეხბურთელმა იანვრის თვეში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ დალაშქრა.

საუკეთესო ხუთეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

კუმანი: "ჩემი აზრით "ბარსელონას" სექსტაპლი "ბაიერნზე" უკეთესია"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ბლაუგრანას" და "ბაიერნის" მიღწევები შეადარა.

"პირადად მე გვარდიოლას მოგებული სექსტაპლი მირჩევნია "ბაიერნის" მოგებულს. ვფიქრობ, ის "ბარსელონა" ბოლო 25 წელიწადში" საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა."

"ამ შემთხვევაში უპირატესობას ვანიჭებ "ბარსელონას" იმ სტილის გამო, რომლითაც მათ ეს ტიტულები მოიგეს. თუმცა, რა თქმა უნდა 6 თასის აღმართვა ყველა შემთხვევაში უდიდესი წამატებაა." - აცხადებს კუმანი.
მორიგი დანაკლისი - "ბაიერნის" ტრავმირებულთა სია იზრდება
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" 1:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

გამარჯვების მიუხედავად იდეალურად არ ჩაუვლია მატჩს "რეკორდმაისტერისთვის". გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრმა, სერჟ გნაბრიმ დაზიანება მიიღო.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელ ვინგერს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და სწორედ ეს გახდა მისი შეცვლის მიზეზი გუშინდელ შეხვედრაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ გნაბრიმ "ლაციოსთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ასევე კორონავირუსის გამო "ბაიერნს" ამჟამად ლეონ გორეცკა, ხავი მარტინესი და თომას მიულერი ვერ ეხმარებიან.
პეპის ინიციატივა ფლიკს: "დავურეკავ მესის და მე-7 ტიტულისთვის ვითამაშოთ"
მიუნხენის "ბაიერნმა" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში "ტიგრესი" დაამარცხა და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეექვსე ტიტული მოიგო.

აღნიშნულ ფაქტს პეპ გვარდიოლა სახალისო ინიციატივით გამოეხმაურა.

"ვულოცავ "ბაიერნსა" და ფლიკს მე-6 ტიტულის მოგებას, მაგრამ პირველი "ბარსელონა" იყო, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა."

"შეიძლება ერთ დღესაც მესის დავურეკო და მეშვიდე ტიტულისთვის მატჩი ჩავატაროთ. გვითხარით ადგილი და დრო და ჩვენ მოვალთ." - აცხადებს პეპი.
ფლიკი: "გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაგვიყენებია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ტიგრესის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ ჩემს გუნდს. მათ ისტორიული შედეგი დაამყარეს და 6 ტიტული მოიგეს. ისეთი წარმატებული გუნდისთვისაც კი, როგორიც "ბაიერნია", ეს ყველაზე წარმატებული სეზონია ისტორიაში."

"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაგვიყენებია. მინდორზე ვდომინირებდით და სრულად დავიმსახურეთ მოგება."

"თავის მხრივ "ტიგრესმა" სრულიად დაიმსახურა ფინალში თამაში. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელმაც ბევრს მიაღწია."

"თამაშამდე მიულერს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ცოტა დაღლილია. თუმცა, ეს ლოგიკურია. როდესაც მსგავს დიაგნოზს გისვამენ, თავში ათასი რამ გიტრიალებს. სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობს და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.
ლევანდოვსკი: "შესვენების დროს გუნდელებთან მივედი და ეს ვუთხარი"
საკლუბო მუნდიალის ფინალში "ტიგრესის" დამარცხების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. სიქსტაპლი შევასრულეთ და ეს ნამდვილად გასაოცარი მიღწევაა."

"შესვენების დროს გუნდელებთან მივედი და ვუთხარი: "ბიჭებო, უფრო ხშირად უნდა ჩავაწოდოთ, ეცადეთ ამაზე გააკეთოთ აქცენტი." და ამან გაამართლა კიდეც."

"თომასი თავს კარგად გრძნობს, მას სიმპტომები არ აქვს. გვსურდა, რომ ისიც და სხვა ყველა ფეხბურთელი დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, აღნიშვნის დრო კიდევ გვექნება." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ნოიერმა მორიგი ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე მანუელ ნოიერმა, რომელმაც მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მანუ გახდა საკლუბო მუნდიალების ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მანუს სერია 2013 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ "გუანჟოუსთან", შემდგომ კი ფინალში "რახა კასაბლანკასთან" შეინახა კარი მშრალად. ახლა კი ნოიერმა "ალ აჰლისთან" და "ტიგრესთან" მატჩებში არ გაუშვა გოლები და ამით მორიგი რეკორდი დაამყარა.
"როგორი ამაყი ვარ" - გვარდიოლამ "ბაიერნს" ჩემპიონობა მიულოცა
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა მექსიკური "ტიგრესი" და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

"რეკორდმაისტერის" ამ წარმატებას გუნდის ყოფილი და "სიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა.

"როგორი ამაყი ვარ ამ დიდებული წარმატების გამო. მსოფლიოს ჩემპიონები. "ბაიერნის" მთლიან ოჯახს, გილოცავთ! Mia San Mia." - წერს პეპი სოციალურ ქსელში.
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ FIFA-მ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც დასახელდა.

აღნიშნული წოდება მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო და ინდივიდუალური ჯილდოების კედელს მორიგი პრიზი დაუმატა.

პოლონელმა ფორვარდმა 1/2 ფინალში "ალ აჰლის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა. ფინალში კი აქტიურად გამოიყურებოდა და საბოლოოდ ტურნირის საუკეთესოს ტიტულიც დაიმსახურა.

ჩამონათვალში მესამე ადგილი კიდევ ერთმა მიუნხენელმა, იოზუა კიმიხმა დაიკავა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0