bayern.ge სიახლეები გვერდი 444
მიუნხენის "ბაიერნი" საკლუბო მუნდიალის გამარჯვებულია (ვიდეო მიმოხილვა)
2020 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" კონკაკაფის გამარჯვებულ "ტიგრესს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა სრულად მიუნხენელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი "რეკორდმაისტერის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა 59-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად "ბაიერნმა" ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ყველა შესაძლო, 6 ტიტული მოიგო.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა.
კიმიხის საოცარი გოლი, რომელიც არ ჩათვალეს (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ტიგრესის" შეხვედრის საწყის წუთებში იოზუა კიმიხმა გოლი გაიტანა, თუმცა, მთავარმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "ტიგრესი" პირდაპირი ტრანსლიაცია
მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიო საკლუბო მუნდიალის ფინალში მექსიკურ "ტიგრესს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (პირველი არხი)

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ტიგრესი" სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, გნაბრი, კომანი - ლევანდოვსკი.
რუმენიგე: "სალაჰი აფრიკელი მესია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ლივერპულის" ლიდერი, მუჰამედ სალაჰი შეაქო.

"ამჟამად არ ვაპირებთ სალაჰის შეძენას, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იქნებოდა მისნაირი ფეხბურთელის ყოლა გუნდში."

"ჩემი აზრით ის ნამდვილი აფრიკელი მესია. თავისი უნარების წყალობით მას შეუძლია ნებისმიერ ევროპულ გრანდს ულიდეროს."

"სალაჰის მიღწევები თამამად შეგვიძლია შევადაროთ მესისა და რონალდუს მიღწევებს "ბარსელონასა" და "რეალში". - აცხადებს რუმენიგე.
"ბაიერნის" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკიდან უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

გერმანული გამოცემების ცნობით, "რეკორდმაისტერის" ლიდერს, თომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გერმანელი შემტევი უკვე იზოლაციაში არის გადაყვანილი. საბედნიეროდ, სხვა ყველა ფეხბურთელის პასუხი ტესტზე უარყოფითია.

შეგახსენებთ, რომ გუნდს ყატარში ჩაფრენის შემდეგ აკრძალული ჰქონდა სასტუმროსა და სავარჯიშო ბაზის დატოვება და უცნობია, საიდან გადაედო მიულერს ვირუსი.
ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

საიტის მიხედვით, ამჟამად ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ერლინ ჰოლანდია, რომლის ფასიც 110 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოცემამ ასევე გერმანიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირი მოთამაშეების სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნა, რომელშიც "ბაიერნის" 8 ფეხბურთელი მოხვდა.

იხილეთ თერთმეტეული:

პიზარო: "მიზნის მიღწევას და ჩემპიონობას 90 წუთი გვაშორებს"
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე "ტიგრესის" კაპიტანმა, გვიდო პიზარომ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"გუნდმა თავისი ძალა უკვე აჩვენა. ყველამ იცის, თუ რა შეგვიძლია. ჩვენ 2 ეტაპი გადავლახეთ და ფინალამდე მოვედით."

"ახლა მიზნის მიღწევასა და ჩემპიონობას 90 წუთი გვაშორებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ."

"კარგად ვიცით, რას წარმოადგენს "ბაიერნი", მაგრამ არ გვეშინია. ჩვენი თავის გვჯერა და ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება." - აცხადებს პიზარო.
ფლიკი: "ფინალური მატჩისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულები"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ძალიან გახარებულები ვართ ფინალში გასვლით. ეს ჩვენი პირველი მიზანი იყო აქ ჩამოსვლის დროს. ამჟამად მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ."

"რთული დაპირისპირება გველოდება. "ტიგრესის" მატჩს ვუყურე 1/2 ფინალში და მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც კარგი ვინგერებით არის დაკომპლექტებული."

"ლეროიმ კარგი მატჩი ჩაატარა. ის შეცვლაზე შემოვიდა და ასისტის გარდა ასევე სიმწვავე შემოიტანა თამაშში და კარგად ჩაერთო."

"ბერლინიდან მოსულმა ამბავმა ყველა შეგვძრა. ჟერომმა გაშვება მთხოვა და მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ის გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენთან ერთად არ იქნება."

"ფინალისთვის ისევე ვემზადებით, როგორც სხვა მატჩებისთვის. უკვე განვიხილეთ "ტიგრესის" სტილი და ვფიქრობ, მომზადებულები ვხვდებით."

"რამდენად გავაკონტროლებთ ბურთს, ამას თამაშის მიმდინარეობისას გავიგებთ. 1/2 ფინალში ეს კარგად მოვახერხეთ. როგორც უკვე გითხარით, კარგად ვართ მომზადებულები." - აცხადებს ფლიკი.
დიდი ტრაგედია: ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაიცვალა
ევროპულმა გამოცემებმა ტრაგიკული ინფორმაცია დაადასტურეს. მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველის, ჟერომ ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, სამშაბათს გამთენიისას პოლიციამ შარლოტენბურგში კასია ლენჰარდტის გვამი აღმოაჩინა. წყაროს ცნობით, ახალგაზრდა გოგონამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ბოატენგი და 25 წლის მცველი დიდხნიანი ურთიერთობის შემდეგ გასულ კვირაში დაშორდნენ.

"ბაიერნის" ფეხბურთელმა უკვე დატოვა დოჰა და ის გერმანიაში დაბრუნდა.
"ბაიერნი" - "ტიგრესი" სავარაუდო შემადგენლობა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარკ როკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ხავიერ მასკერანო: "თუ "ბაიერნი" მეექვსე ტიტულის მოგებას მოახერხებს, მე მათ მივულოცავ"
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 11 თებერვალს მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"წლების მანძილზე ევროპის საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავდი და ვიცი, თუ რა გრძნობაა თითოეული ფინალის თამაში."

"თუ "ბაიერნი" რეკორდის გამეორებასა და მეექვსე ტიტულის მოგებას მოახერხებს, მე მათ მივულოცავ. ამ შემთხვევაში ისინი ისტორიას დაწერენ."

"დარწმუნებული ვარ "ბარსას" ბევრ ქომაგს არ სურს "ბაიერნის" გამარჯვება, რადგან ასეთ შემთხვევაში ისტორია შეიცვლება." - აცხადებს მასკერანო.
"ბაიერნს" დეივისის შემცვლელად 4 ფეხბურთელი ჰყავს არჩეული
მიუნხენის "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მარცხენა მცველის დამატებას აპირებს.

მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს კლუბს, დიდი ალბათობით ჟერომ ბოატენგი და დავიდ ალაბა დატოვებენ. ასევე არ არის გამორიცხული, კონტრაქტის გამო ნიკლას ზულეს გაყიდვაც გახდეს აუცილებელი. შესაბამისად, ფლიკი მომავალი სეზონიდან ლუკას ერნანდესის დაცვის ცენტრში გადაწევას გეგმავს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" მარცხენა მცველის შეძენა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს და ოთხი სავარაუდო კანდიდატიც უკვე არჩეული ჰყავს.

ესენი არიან: ბორნა სოსა ("შტუტგარტი"), მარკო ფრიდლი ("ვერდერი"), ლუკა ნეცი ("ჰერტა") და ომარ რიჩარდსი ("რედინგი").

ოთხივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნი" სწორედ ერთ-ერთ მათგანზე შეაჩერებს არჩევანს.
1974 წლის VS დღევანდელი "ბაიერნი" - რომელი გუნდი მოიგებდა ლეგენდების აზრით
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდებმა 1974 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და დღევანდელი გუნდები შეადარეს ერთმანეთს.

ბეკენბაუერი: "ტალანტების მხრივ ორივე გუნდი გამორჩეულია. ვფიქრობ, შეხვედრა ფრედ მორჩებოდა, თუმცა 74 წლის გუნდის მცირედი უპირატესობით. გერდ მიულერის ასაყვანად 2-3 ფეხბურთელი იქნებოდა საჭირო. ვფიქრობ, ის დუბლის გაფორმებას შეძლებდა."

ლევანდოვსკი: "ვფიქრობ, სისწრაფეებისა და ტაქტიკის, ასევე ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით დღევანდელი გუნდი მოიგებდა. თუმცა, გადაჭრით რაიმეს თქმა გუნდია 40-50 წლის წინანდელ გუნდთან შედარების დროს. ფეხბურთი ყოველ 10 წელიწადში იცვლება და ვითარდება."

ფრანც როთი: "ჩემი აზრით 3:1 მოვიგებდით. უკეთესი ინდივიდუალისტები გვყავდა. დაცვის ხაზი ფაქტობრივად უნაკლოდ გამოიყურება, შეტევაში კი გერდ მიულერი გვყავდა, რომლისთვისაც სეზონში 30 გოლი არაფერს წარმოადგენს."

ოტმარ ჰიტცფელდი: "ორივე გუნდს ბრწყინვალე ფეხბურთელები და მწვრთნელები ჰყავს. გამარჯვებულის გამოსავლენად 90 ან სულაც 120 წუთი არ იქნებოდა საკმარისი. ვფიქრობ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდებოდა."
"ბაიერნის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები transfermarkt-ის მიხედვით
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ იოზუა კიმიხი დასახელდა, რომლის ღირებულებამაც 90 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე ალფონსო დეივისია 75 მილიონით.

კანადელის ღირებულებას ბევრით არ ჩამოუვარდება ლეონ გორეცკასა და სერჟ გნაბრის ფასები, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება ლეროი სანესა და რობერტ ლევანდოვსკის, მათი ღირებულება 60 მილიონია.
ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს.

2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ევროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი. 

გასული წლის ივლისში გაიმართა პროფესიონალურ ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლებმა მიიღეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ნარდის ონლაინტურნირები: "#BeActive Tbilisi Cup - 2020, ქალთა შორის" და "#BeActive Tbilisi Open Cup 2020" მოყვარულთა შორის. ევროპაბეთის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი ნარდში, რომელიც წლის ბოლოს გრანდფინალით დასრულდა.

კომპანიასა და ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად, მიმდინაროებს მუშაობა პლატფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მოხდეს არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების გამოვლენა. ასევე ჩამოყალიბდა ერთობლივი კომისია, რომელიც დიდ ტურნირებს ემსახურება. 

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
 "სპორტული ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შარშანდელმა წარმატებულმა პროექტებმა ცხადად დაგვანახა, თუ რა სასარგებლო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ნარდის სპორტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი პროდუქტების დახვეწის მიმართულებით. ფედერაციის ექსპერტების დახმარებით შეიქმნა სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ითამაშოს ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი europebet.com-ზე. წელს თანამშრომლობის ფარგლებში 10-მდე ტურნირის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი". 

რევაზ ცხოვრებაშვილი (სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი)
"ჩვენი თანამშრომლობა წინა წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კომპანია ევროპაბეთი ძალიან გვეხმარება ნარდის პოპულარიზაციაში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროპაბეთის პლატფორმაზე გრანდიოზული რეგიონალური ონლაინტურნირ ჩავატარეთ, ამან ძალიან შეუწყო ხელი ნარდის მიმართ ინტერესის ზრდას. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოყვა მოთამაშეებში, რომლებიც ელოდებიან მორიგ ტურნირს. მომერანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია მისი ჩატარება და დასაზუსტებელი მხოლოდ ვადებია. 

კომპანია ევროპაბეთის ოფიციალური პარტნორობით, წელსაც გაიმართება ნარდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული თასის გათამაშება. რაც მთავარია, წლის ბოლოს იგეგმება დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელსაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ეს ტურნირი, თუკი პანდემია ხელს არ შეგვიშლის, "ცოცხლად" გაიმართება".

სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

შესაბამისად, სპორტული ნარდის ფედერაცია ერთადერთი არ არის, რომელთანაც ევროპაბეთს პარტნიორობის ხელშეკრულებები აკავშირებს. კომპანია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის და საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0