bayern.ge სიახლეები გვერდი 445
"ბაიერნს" სატრანსფერო ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული დაიოტ უპამეკანოს დამატებით და კლუბი ამას ღიად აფიქსირებს. თუმცა, ტრანსფერში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მცველის დამატებით კიდევ არაერთი გრანდი დაინტერესდა, მათ შორის "ლივერპული" და "ჩელსი".

წყაროს ცნობით, ორივე ინგლისური გუნდი მზადაა ფეხბურთელის გამოსასყიდი ზაფხულშივე გადაიხადოს, მაშინ, როცა "ბაიერნს" ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერის" რიგებს დავიდ ალაბა ტოვებს და კლუბს მის შემცვლელად სწორედ უპამეკანო სურს.
ფლიკი: "მომავალი მეტოქის თამაშს ვუყურე. ტიგრესი ძლიერი გუნდია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ალ აჰლის" დამაცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან სასიამოვნო იყო ფანების წინაშე თამაში. დღეს უფრო ხმამაღლა მიწევდა ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა, ვიდრე ბუნდესლიგის მატჩებში."

"კარგი შეხვედრა გამოდგა. მეტოქე მარტივი არ იყო, თუმცა ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც მნიშვნელოვანია."

"გუშინ მეორე 1/2 ფინალს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ "ტიგრესი" ძლიერი გუნდია, რომელსაც ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. ამის საპირისპიროდ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება." - აცხადებს ფლიკი.
ვის და როდის დაუპირისპირდება "ბაიერნი" მუნდიალის ფინალში
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" ეგვიპტურ "ალ აჰლის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

ამრიგად, "რეკორდმაისტერმა" ფინალში მოახერხა გასვლა და შესაბამისად, მორიგი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

მიუნხენური გრანდი გადამწყვეტ მატჩში ჩრდილო ამერიკის გათამაშების ჩემპიონს, მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა ხუთშაბათს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე არის ჩანიშნული.
"ბაიერნი" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო მიმოხილვა)
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ეგვიპტურ "ალ აჰლის" დაუპირისპირდა.

შეხვედრა სრულად გერმანელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ორივე გოლი "რეკორდმაისტერის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

პოლონელმა ფორვარდმა ჯერ მე-17 წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა, 86-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად "ბაიერნი" ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ჩრდ. ამერიკის ჩემპიონს, მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

იხილეთ ვიდეო:

"ალ აჰლი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" "ალ აჰლის" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (საზ. მაუწყებლის პირველი არხი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ალ აჰლი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" ეგვიპტურ "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარკ როკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
კომანი: "არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, 2 წლის შემდეგ კარიერა სხვა კლუბში გავაგრძელო"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, კინგსლი კომანმა თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"გასულ ზაფხულს ჩემს თავს კითხვა დავუსვი, რა მსურს მომავალში. ამჟამად გუნდში სიტუაცია იდეალურია. გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. წასვლის მიზეზი არ არსებობს."

"ერთ დღესაც შესაძლოა, ახალი გამოწვევები მივიღო და ამის გამო კლუბის შეცვლაც დამჭირდეს. თუმცა, ამჟამად "ბაიერნთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და ამ დრომდე წასვლას არ ვაპირებ." - აცხადებს კომანი.
"ალ აჰლი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" ეგვიპტურ "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - მუსიალა, კიმიხი - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია
დღეს, 7 თებერვალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამხრეთ ამერიკული "პალმეირასი" ჩრდ. ამერიკულ "ტიგრესს" დაუპირისპირდა.

მატჩი მექსიკური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. ამრიგად, "ტიგრესი" მუნდიალის პირველი ფინალისტია.

8 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე მეორე ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" ეგვიპტურ "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

ფინალური მატჩი 11 თებერვალს გაიმართება.
კომანი: "ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი ეს სამი კლუბია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

"ვიცით, რომ ფავორიტებად განვიხილებით, თუმცა ეს სტატუსი უნდა გავამართლოთ."

"ჩვენ ძალიან გვსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. გვყავს ძალიან კარგი გუნდი, კარგი მწვრთნელი, კარგი ახალგაზრდები, კარგი ლიდერები. ყველაფერი გვაქვს გასამარჯვებლად."

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ამჟამად "ბაიერნი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" არიან. "პსჟ"? ისინი არ არიან დაბლა, მაგრამ ვერც მთავარ ფავორიტთა შორის." - აცხადებს კომანი.
გასული დეკადის საუკეთესო ათეული ცნობილია
სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა გასული დეკადის საუკეთესო ათი ფეხბურთელი დაასახელა.

სიას სათავეში კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდა, ლეო მესი უდგას. ათეულში "ბაიერნის" მხრიდან 2 მოთამაშე, მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ. მათ შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილები გაინაწილეს.

იხილეთ სრული ათეული:

"ბაიერნს" დოჰაში ჩაფრენამდე სერიოზული პრობლემები შეექმნა
მიუნხენის "ბაიერნი" შაბათს, 6 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაფრინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სათამაშოდ, თუმცა, კლუბს აზიაში გამგზავრებამდე სერიოზული პრობლემები შეექმნა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "ჰერტასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდი აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც შუა ღამისას კლუბი დოჰაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, შეფერხების გამო 9 საათი მოუწიათ დალოდება.

როგორც ბერლინის ბრანდებურგის აეროპორტის უფროსმა განაცხადა, ფრენები 00:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია და სწორედ ეს გახდა მიზეზი შეფერხებისა.

"რეგულაციები ეხება ყველას, განურჩევლად სტატუსისა და მას ყველა უნდა დაემორჩილოს."

"ბაიერნის მოთხოვნა გაფრენაზე 00:03 საათზე შემოვიდა, შესაბამისად, ამ დროს უკვე აკრძალულია თვითმფრინავის აშვება ჩვენი საჰაერო ტრასიდან." - აცხადებენ აეროპორტში.

საბოლოოდ, 3 წუთიანი დაგვიანების გამო გუნდს აეროპორტში მოუწია მოცდა. დაახლოებით 6 საათიანი ფრენის შემდეგ კი მიუნხენური გრანდი ყატარში ჩაფრინდა.
ყველაზე ძვირადღირებული კლუბები ფეხბურთელების ფასების მიხედვით
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

ახალი ფასების მიხედვით, "ბაიერნის" მოთამაშეების ჯამური ღირებულება 40 მილიონი ევროთი შემცირდა და ამჟამად 880 მილიონს შეადგენს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთარში "რეკორდმაისტერი" რამდენიმე ძვირადღირებულმა მოთამაშემ დატოვა იჯარით, სანაცვლოდ კი ტრანსფერი ფაქტობრივად, არ განხორციელებულა.

ხსენებული სტატისტიკის მიხედვით მიუნხენური გრანდი ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. პირველზე კი "ლივერპულია", რომლის მოთამაშეთა საერთო ფასი 1.12 მილიარდ ევროს შეადგენს.

საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

რონალდუ და ნეიმარი "ბაიერნში" - არშემდგარი ტრანსფერების უცნობი ისტორია
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთი ხმაურიანი არშემდგარი ტრანსფერი არსებობს, თუმცა, ალბათ "ბაიერნის" ფანებისთვის ბოლო წლებში 2 ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია. ესენია ნეიმარისა და კრისტიანო რონალდუს ტრანსფერები.

ევროპულმა გამოცემამ სულ ცოტა ხნის წინ ხსენებული არშემდგარი ტრანსფერები გაიხსენა.

ნეიმარის დამატების შანსი "რეკორდმაისტერს" 2013 წელს ჰქონდა. მაშინ "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის დამატებას სწორედ გერმანული გრანდიც ცდილობდა. საბოლოოდ კლუბმა მარიო გიოტცეზე შეაჩერა არჩევანი და ნეიმარი "ბლაუგრანაში" აღმოჩნდა.

რაც შეეხება რონალდუს, 2018 წელს, როდესაც პორტუგალიელი მადრიდის "რეალს" ტოვებდა, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ის ბუნდესლიგაში გადმობარგდებოდა. თუმცა, მაშინ "ბაიერნმა" ასაკისა და მაღალი ხელფასის გამო უარი თქვა რონალდუს შეძენაზე.
ნოიერმა მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

მინდორზე სრული, 90 წუთი გაატარა "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, რომელმაც ამ მატჩის წყალობით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მანუს "ჰერტას" წინააღმდეგ უკვე 16 მშრალად შენახული შეხვედრა დაუგროვდა. მსგავსი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ მეკარეს არცერთი კლუბის წინააღმდეგ არ ჰქონია.

კაპიტანს ამ შედეგის მისაღწევად დედაქალაქელებთან 23 მატჩის ჩატარება მოუწია.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0