bayern.ge სიახლეები გვერდი 448
მიუნხენის "ბაიერნმა" კორენტინ ტოლისო დასაჯა
მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდის ფრანგი ნახევარმცველი, კორენტინ ტოლისო დასაჯა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კორონავირუსის დაცვის წესები დაარღვია. ამის გამო ტოლისო მიმდინარე კვირაში გასამართ ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული სიტუაციის მიუხედავად ვახერხებთ მატჩების ჩატარებას, ამიტომაც საჭიროა, რომ ყველამ დაიცვას მისი წესები."

"კორენტინმა ხსენებული წესები დაარღვია. მსგავსი ქმედება ძალიან გამაღიზიანებელია და შეუძლებელია ეპატიოს ვინმეს." - აცხადებს რუმენიგე.

გარდა დასჯისა, ფეხბურთელი ასევე ერთი კვირის ხელფასით დაჯარიმდა.
ფლიკმა "ჰოფენჰაიმთან" მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
"ჰოფენჰაიმის" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პრესასთან ისაუბრა.

"ორივე გუნდს გამარჯვება სწყუროდა. მანუმ ორი შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ვერ მოგების შემთხვევაშიც კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი ფეხბურთელების გამოსვლით."

"ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ 4 გამარჯვება მოვიპოვეთ და 12 მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. რთული სეზონის ფონზე ძალიან ბრწყინვალე შედეგია."

"როკამ კარგი შეხვედრა ჩაატარა. მისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი გატარებული წუთი მინდორზე. მარკი ბურთს კარგად ფლობს." - აცხადებს ფლიკი.
კლასი სამუდამოა - რიბერიმ "ტორინოს" ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში "ტორინომ" საკუთარ კედლებში "ფიორენტინა" მიიღო და დაუზავდა - 1:1.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ფრენკ რიბერიმ ულამაზესი კომბინაციის შედეგად გაიტანა.

იხილეთ ვიდეო.


"ბაიერნი" 4:1 "ჰოფენჰაიმი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმი" მიიღო და 4:1 გაანადგურა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა whoscored-ის ვერსიით.

კიმიხის მორიგი საგოლე გადაცემა ბოატენგმა დააგვირგვინა (ვიდეო)
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს.

ჟერომ ბოატენგმა ეფექტური გოლით "რეკორდმაისტერი" დააწინაურა.

იხილეთ ვიდეო.


"ბაიერნი" - "ჰოფენჰაიმი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმს" მიიღებს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ბაიერნის" 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მიუნხენის "ბაიერნის" 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია პრესასთან ჰანს ფლიკმა გააჟღერა.

"ხავი მარტინესსა და ლეონ გორეცკას Covid 19 დაუდგინდათ. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლებენ ჩვენს დახმარებას."

"ორივე ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და კარანტინში არიან გადაყვანილები." - აცხადებს ფლიკი.
"ჰოფენჰაიმთან" მატჩში ნოიერი ლგბტ სამკლაურით გამოვა
შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ჰოფენჰაიმს" დაუპირისპირდება.

კლუბის ოფიციალური განცხადებით, "რეკორდმაისტერი" უერთდება კამპანიას ლგბტ პირების მხარდასაჭერად და სწორედ ამიტომ, შაბათს "ალიანს არენა" ცისარტყელის ფერებში იქნება განათებული.

გერმანიის ბუნდესლიგის მომავალ ტურში ყველა გუნდის კაპიტანი ე.წ. ლგბტ სამკლაურებით გამოვა მინდორზე და გამონაკლისი არც მანუელ ნოიერი იქნება.

როგორც განცხადებაშია აღწერილი, კლუბი ამ ქმედებით მხარს უჭერს თანასწორობისა და განსხვავებულობის იდეას.
ზირკზეს მომავალი კლუბი ცნობილია
იოზუას ზირკზეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ სრულდება.

გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელი კარიერას იტალიის სერია ა-ს ბინადარ "პარმაში" გააგრძელებს. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მიმდინარე კვირაში გაივლის.

წყაროს ცნობით, იტალიელები ზირკზეს ექვსთვიანი იჯარით დაიმატებენ. გარდა ამისა, "პარმას" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ზირკზეს ტრანსფერით "ევერტონიც" იყო დაინტერესებული.
IFFHS-მა დეკადის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა 2011-2020 წლების საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, რობერტ ლევანდოვსკი და ამჟამად "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა:


კროოსი: "სწორედ ამით აღემატება რეალი ბაიერნსა და სხვა კლუბებს"
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა "სამეფო კლუბი" და მიუნხენის "ბაიერნი" შეადარა.

"მნიშვნელობა არ აქვს სად მიდიხარ "რეალთან" ერთად, ჩინეთში, თუ ამერიკაში, შენ ხალხის რეაქციას მუდამ გრძნობ ნებისმიერ წერტილში და ეს მხოლოდ "რეალს" ეხება."

"შედარებისთვის, "ბაიერნთან" ერთადაც გვქონდა ჩინეთში ტურნე, თუმცა, იქ ისეთივე აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, როგორიც "რეალს". შეიძლება ითქვას, რომ "სამეფო კლუბი" უფრო ცნობადია მთელს მსოფლიოში."

"თუმცა, რა თქმა უნდა, "ბაიერნიც" უდიდესი კლუბია, რომელსაც ძალიან ბევრი ქომაგი ყავს." - აცხადებს კროოსი.
BILD: შესაძლოა ფლიკმა "ბაიერნი" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს
გერმანული გამოცემა BILD ჰანს ფლიკის მომავალთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ 55 წლის სპეციალისტმა მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს და ამას თავისი მიზეზები აქვს.

პირველ რიგში, ეს გახლავთ გერმანიის ეროვნული ნაკრები. როგორც ცნობილია, ფედერაცია აქტიურად ურთიერთობს ფლიკთან და არ არის გამორიცხული, ევრო 2021-ის დასრულების შემდეგ იოახიმ ლიოვის ნაცვლად სწორედ მას შესთავაზონ მთავარი მწვრთნელის პოსტი.

გარდა ამისა, ფლიკს დაძაბული ურთიერთობა აქვს ჰასან სალიჰამიჯიჩთან. სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა კლუბის მიერ გაკეთებული ტრანსფერებით და თვლიან, რომ შემადგენლობა ტრებლის მოგების შემდეგ გაცილებით შესუსტებულია.

თუმცა, თავის მხრივ კარლ-ჰაინც რუმენიგე ფლიკის დიდი გულშემატკივარია და მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, რაც მისი დარჩენის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტით ფლიკი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2023 წლამდე უნდა დარჩეს.
ბურთი რომელსაც გაბერვა არ სჭირდება - რევოლუციური დიზაინი იაპონური კომპანიისგან (ვიდეო)
იაპონურმა კომპანია Nendo-მ სრულიად ახალი დიზაინის მქონე ფეხბურთის ბურთი შექმნა, რომელსაც გაბერვა არ სჭირდება და გაფუჭების შემთხვევაში შესაძლებელია მცირე დეტალის გამოცვლა.

ბურთი, რომლის სახელწოდებას My Football Kit გახლავთ, 54 ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთში ჯდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნაწილი გაფუჭდა, მარტივად შეიძლება მისი შეცვლა.

უფრო დეტალურად იხილეთ ვიდეო.
"ბარსელონას" 2018 წლიდან "ბაიერნის" ვალი აქვს
2018 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი გადაბარგდა.

ამ ტრანსფერიდან უკვე 2.5 წელიწადი გავიდა, ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" რიგებიც დატოვა, თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიუნხენელებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ტრანსფერის საფასური სრულად.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, იმ 18 მილიონიდან, რომლის საფასურადაც "ბარსამ" ვიდალი შეიძინა, კლუბს 950'000 ევრო ამ დრომდე გადასახდელი აქვს.

წყაროს ცნობით, ზოგადად ესპანურ გრანდს უკვე არაერთი ფეხბურთელის ტრანსფერის გამო დაუგროვდა მსგავსი ტიპის ვალი და "ბაიერნიც" სწორედ ერთ-ერთი მევალეა.
ლევანდოვსკიმ "შალკესთან" მატჩში 3 საოცარი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" გელზერკიხენის "შალკეს" ესტუმრა და ანგარიშით 0:4 დაამარცხა.

ხსენებულ შეხვედრაში არაერთი რეკორდი დაამყარა "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოლონელი თავდამსხმელი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩში შეძლო გოლის გატანა. სერია "უნიონთან" მატჩში დაიწყო და უკვე თვეზე მეტია გრძელდება.

ასევე, ლევანდოვსკი უკვე ზედიზედ 11 მატჩია, რაც "შალკეს" კარში გოლის გატანას ახერხებს. ასეთი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არცერთ კლუბთან არ ჰქონია.

და ბოლოს, 18 ტურის შემდეგ ლევანდოვსკის უკვე 23 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში. მსგავსი რამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში არავის გაუკეთებია.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0