bayern.ge სიახლეები გვერდი 449
საუკეთესო ასისტენტებს შორის 3 მიუნხენელია
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში პირველი წრე, ფაქტობრივად, მიილია და უკვე შეგვიძლია გარკვეული სტატისტიკები გავარჩიოთ.

ტოპ 5 ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა სიას რომ რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს, ეს ამბავი არახალია. საინტერესოა, რომ მიუნხენელები საუკეთესო ასისტენტებს შორისაც მოწინავე პოზიციებზე არიან.

კერძოდ, 12 ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის ავტორს შორის 3 "ბაიერნის" ფეხბურთელი მოხვდა. მათგან საუკეთესო შედეგი თომას მიულერსა და იოზუა კიმიხს აქვთ - 9. ამის წყალობით ისინი სიაში მესამე ადგილზე არიან და მხოლოდ ჰარი კეინსა (11) და კევინ დე ბრუინს (10) ჩამორჩებიან.

რაც შეეხება კინგსლი კომანს, მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა და ჯეკ გრილიშთან და ჰენრიკ მხითარიანთან ერთად მე-4 პოზიციას ინაწილებს.
"ბაიერნმა" ალაბას შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო
მიუნხენის "ბაიერნი" დავიდ ალაბას შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე "ვილიარეალის" დაცვის ლიდერი, პაუ ტორესი გამოჩნდა.

24 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მადრიდის "რეალისაც".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დავიდ ალაბა ტოვებს და კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. ერთ-ერთ კანდიდატად კი დაიოტ უპამეკანოსთან ერთად სწორედ პაუ ტორესი მიიჩნევა.
"ბარსელონას" რადარზე "ბაიერნის" სუპერტალანტი გამოჩნდა
ჯამალ მუსიალას მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.

გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, 17 წლის ნახევარმცველის შეძენით ახლა უკვე კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მხარეები კი ახლის გაფორმებას ჯერ არ ჩქარობენ. შესაბამისად, მუსიალას სიტუაციას არაერთი გრანდი აკვირდება.

"ბარსელონას" გარდა ინგლისელი ფეხბურთელის დამატება ასევე "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.
ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგაში უკვე 17 ტური მიილია და ამ პერიოდის მანძილზე არაერთმა ფეხბურთელმა დაგვამახსოვრა თავი.

გამოცემა Kicker-მა პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, თომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:


"ბაიერნის" რადარზე უსმან დემბელე გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, უსმან დემბელე გამოჩნდა.

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა ვინგერის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და არ არის გამორიცხული, სულ მალე მასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ფრანგ ფეხბურთელს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და არცერთი მხარე ჯერ-ჯერობით მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, კლუბს მისი გაყიდვა ზაფხულშივე მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დემბელეს გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. "ბარსელონაში" გადასვლამდე ის დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა.
IFFHS-მა საუკეთესო ჩემპიონატების სია დაასახელა
ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების სია გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ჩამონათვალში პირველ ადგილს თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია ა იკავებს. რაც შეეხება გერმანიის ბუნდესლიგას, ჩემპიონატი მხოლოდ და მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა.

იხილეთ საუკეთესო ათეული:

10. ეკვადორის ლეგა პრო
9. არგენტინის პრიმერა
8. პარაგვაის პროფესიონალ დივიზიონი
7. საფრანგეთის ლიგა 1
6. პორტუგალიის პრიმერა ლიგა
5. გერმანიის ბუნდესლიგა
4. ესპანეთის ლა ლიგა
3. ბრაზილიის სერია ა
2. ინგლისის პრემიერლიგა
1. იტალიის სერია ა
სანე: "ვიცი, რომ ბევრ კრიტიკას ვიღებ"
მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა, ლეროი სანემ თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ვიცი, რომ ხალხი ხშირად მაკრიტიკებს, თუმცა, ასევე ვიცი, რომ გუნდი გვერდში მიდგას. სხვა შემთხვევაში მე აქ არ ვიქნებოდი."

"ლევერკუზენთან შეხვედრის შემდეგ მიულერი კამერასთან გამოვიდა და საჯაროდ დამიჭირა მხარი. ეს კარგად გვაჩვენებს, თუ როგორი ერთიანობაა გუნდში."

"ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ ტრავმამდელ ფორმას დავუბრუნდე და ვიცი, რომ ამას სულ მალე მოვახერხებ." - აცხადებს სანე.
ნაგელსმანმა უპამეკანოს მომავალზე კომენტარი გააკეთა
"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა დაიოტ უპამეკანოს ირგვლივ ატეხილ სატრანსფერო აჟიოტაჟზე ისაუბრა.

"მსგავსი კითხვების დასმა ჭკვიანურია. თუმცა, თუ თქვენ ვინმეს წყობიდან გამოყვანა გსურთ, ეს არ გამოგივათ."

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით უპამეკანოს შესაძლებლობები. ის ყოველდღიურად უმატებს და ვითარდება. დაიოტი მუდმივად პროგრესს აჩვენებს."

"თუმცა, ასევე ვიცით როგორ მუშაობს სატრანსფერო მექანიზმებიც ფეხბურთში. ასე რომ, ყველა უნდა დაველოდოთ რა მოხდება მომავალში." - აცხადებს ნაგელსმანი. 
"შალკე" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად გელზერკიხენის "შალკეს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
კიმიხი: "ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი ეს გუნდია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა ბუნდესლიგაში არსებული სიტუაცია შეაფასა.

"კარგი პირველი წრე გვქონდა და ბედნიერი ვარ პირველ ადგილზე ყოფნით. მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა "შალკეს" წინააღმდეგ გვქონდა."

"რაც შეეხება ჩვენს ყველაზე დიდ კონკურენტს, ვფიქრობ ეს "ლაიფციგია". ისინი უშვებენ ცოტა გოლს და მეტს იტანენ და შესაბამისად, მეორეზეც არიან."

"მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გაუტან, ისინი ახერხებენ შენზე მეტის გატანას. "ლაიფციგი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს." - აცხადებს კიმიხი.
"ბაიერნის" სატრანსფერო ბიუჯეტი ცნობილია
გერმანულმა გამოცემა Sport1-მა მიუნხენის "ბაიერნის" 2021 წლის სატრანსფერო ბიუჯეტი დაასახელა.

წყაროს ცნობით, ფინანსური კრიზისის ფონზე "რეკორდმაისტერი" თანხების მხრივ სერიოზულად იქნება შეზღუდული. კლუბს მომავალ ზაფხულს 100 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.

დიდი ალბათობით, კლუბი ზაფხულში არცერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს არ გაყიდის, შესაბამისად, ფინანსების გაზრდას ამ მხრივ არ უნდა ველოდოთ.

"ბაიერნის" მთავარი სამიზნე კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიოტ უპამეკანო იქნება, რომლის გამოსასყიდი ღირებულებაც 42 მილიონი ევროა.
რუმენიგე ადასტურებს: "ამ ტრანსფერს სერიოზულად განვიხილავთ"
ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაიოტ უპამეკანოს დაიმატებს.

აღნიშნულ თემაზე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

"ვადასტურებ, უპამეკანოს შეძენას კლუბში მართლაც სერიოზულად განვიხილავთ. თუმცა, ზამთარში ეს შეუძლებელი იქნება." - აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ უპამეკანო "ლაიფციგის" ღირსებას იცავს და მისი გამოსასყიდი ფასი 42 მილიონი ევროა.
"ბაიერნი" ტოლისოს ყიდის - შემცვლელი უკვე ნაპოვნია
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარდაცვის ხაზში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ცვლილებები იგეგმება.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" კორენტინ ტოლისოს გასაყიდად მზად არის და მისი შემცვლელიც უკვე ნაპოვნია.

მოგეხსენებათ, ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, "რეკორდმაისტერი" მის გახანგრძლივებას არ აპირებს და სურს, რომ მომავალ ზაფხულსვე მოახერხოს მისი გაყიდვა. მსურველთა შორის ერთ-ერთი "მანჩესტერია".

რაც შეეხება პოტენციურ შემცვლელს, ნიკოლა ბარელაა. მილანის "ინტერის" ნახევარმცველი კარგ სეზონს ატარებს და ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის "ბაიერნისაც".
2021 წლის საუკეთესო თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდებს რამდენიმე ვარსკვლავის უფასოდ გაფორმების საშუალება ექნებათ.

Tribuna წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს, რომლებიც თავისუფალი აგენტები 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გახდებიან.

2021 წლის საუკეთესო თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდებს რამდენიმე ვარსკვლავის უფასოდ გაფორმების საშუალება ექნებათ.

Tribuna წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს, რომლებიც თავისუფალი აგენტები 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გახდებიან.

FIFA-მ ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
გასულ პერიოდში აქტიურად მიდიოდა განხილვა ახალი საკლუბო ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნაზე. ამ დიალოგებში კარლ-ჰაინც რუმენიგე, ფლორენტინო პერესი და სხვა დიდი კლუბების მაღალი თანამდებობის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ჩანს, საქმე საკმაოდ სერიოზულად არის და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ტურნირის შექმნაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, FIFA ემიჯნება ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას და აფრთხილებს ყველა კლუბს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი მსგავს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, მათ FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა იქნება ზემოთნახსენები მაღალჩინოსნების პასუხი ამ გაფრთხილებაზე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0