bayern.ge სიახლეები გვერდი 465
ხავი მარტინესი: "ბაიერნში 9 წლის გატარება ძალიან ბევრს ნიშნავს"
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, ხავი მარტინესმა პრესკონფერენიაზე ისაუბრა,

"გასულ ზაფხულს ვფიქრობდი კლუბიდან წასვლაზე და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, მართლაც წავიდოდი. თუმცა, საბოლოოდ დარჩენა გადავწყვიტე. მწვრთნელი და გუნდი მენდობა, ეს კი სრულიად საკმარისია ჩემთვის."

"კონტრაქტის მიხედვით ბოლო წელიწადი მაქვს, თუმცა, ივნისამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. "ბაიერნში" მეცხრე წელს ვატარებ, რაც ძალიან დიდი დროა. მე გუნდის ნაწილი ვარ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი."

"მიუნხენში დიდებული წლები გავატარე. კარიერის დასრულებამდე სიახლის გამოცდა მსურს. მაგრამ, გადაწყვეტილი არაფერია."

"ატლეტიკოს წინააღმდეგ ახალ სტადიონზე აქამდე არ მითამაშია და ეს განსაკუთრებული იქნება. სამწუხაროა, რომ თამაშს ფანები ვერ დაესწრებიან." - აცხადებს მარტინესი.
ოფიციალურად: "ატლეტიკოსთან" მატჩში "ბაიერნის" ლიდერები არ ეყოლება
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას რამდენიმე ლიდერი არ მიიღებს.

"ლევანდოვსკი, ნოიერი, გორეცკა და ტოლისო მიუნხენში დარჩებიან. მათ დასვენების საშუალება მიეცემათ. კორენტინს მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა, სერიოზული არაფერია და "ლაიფციგთან" დაბრუნდება. სხვა ყველა მოთამაშე განაცხადში იქნება."

"ნუბელმა ვარჯიშებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ხვალ მას მიეცემა შანსი და სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყებს თამაშს." - აცხადებს ფლიკი.
"ატლეტიკო" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი დაპირისპირებისთვის.

"ატლეტიკო": ობლაკი - ტრიპიერი, სავიჩი, ხიმენესი, ჰერმოსო - კოკე, საული, ლორენტე, კარასკო - ჟოაო ფელიში, ლემარი.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - ხავი მარტინესი, გორეცკა - სანე, მიულერი, დუგლას კოშტა - ზირკზე.
UEFA-მ რეიტინგები განაახლა - რომელ ადგილზეა "ბაიერნი"
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 5 წლის მონაცემებით ჯამდება.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" მადრიდის "რეალი" ჩამოიტოვა და რეიტინგში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა.

"რეკორდმაისტერს" 119 ქულა აქვს და 5-ით უსწრებს მეორეადგილოსან "ბარსელონას". მესამეზე კი "რეალია" 110 ქულით.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "ატლეტიკო" იმყოფებიან.
ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობა ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შტუტგარტს" ესტუმრა და ანგარიშით 1:3 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობის დროს "რეკორდმაისტერის" ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება. ესენია ჟერომ ბოატენგი, ლუკას ერნანდესი, კორენტინ ტოლისო და ხავი მარტინესი.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, დღეს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და საბედნიეროდ, არცერთი მათგანის მდგომარეობა საგანგაშო არ აღმოჩნდა.

წყაროს ცნობით, არსებობს შანსი იმისა, რომ ყველა მათგანმა სრულად გამოჯანმრთელება "ატლეტიკოსთან" მატჩამდე მოასწროს. შესაბამისად, სავარაუდოდ, ისინი გუნდს მადრიდში გაჰყვებიან.
გამოკითხვა: ვინ არის "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო მეკარე
მიუნხენის "ბაიერნს" ისტორიაში არაერთი დიდებული მეკარე ჰყოლია, თუმცა, მათ შორის გამორჩეული სამი მათგანია - ზეპ მაიერი, ოლივერ კანი და მანუელ ნოიერი.

მიეცით ხმა თქვენს რჩეულს და გამოვავლინოთ გუნდის ისტორიაში საუკეთესო მეკარე.
მიულერის მორიგი ხუმრობა, რომელიც სოციალურ ქსელებს მოედო (ვიდეო)
თომას მიულერმა "შტუტგარტთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ ინტერვიუში იხუმრა. მისი განცხადება კი მალევე მოედო სოციალურ ქსელებს.

"როგორ ამბობენ ბრიტანელები? შენ უნდა დაამტკიცო ძალები სტოკში, ქარიანი ამინდის დროს?"

"დღეს არც ქარი იყო და არც შტუტგარტია ქალაქი სტოკი, თუმცა, ეს კლუბი ძალიან კარგად თამაშობდა გასული კვირების განმავლობაში." - აცხადებს მიულერი.

იხილეთ ვიდეო.

ლევანდოვსკის მორიგი აღიარება ამჯერად ესპანელებისგან
მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი კიდევ ერთხელ აღიარეს.

ამჯერად 32 წლის ფორვარდი ესპანურმა გამოცემა AS-მა დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ ჯილდოსთვის. იმედი მაქვს, ესპანეთში ყველა კარგადაა. ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა, სიყვარულია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას." - განაცხადა ლევანდოვსკიმ საუკეთესოდ დასახელების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატადაც განიხილებოდა, თუმცა, France Football-მა ეს პრიზი გააუქმა.
დეივისი: "ის ჩემი ბავშვობის კუმირია"
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"სრულიად მესმის ლეო მესის, რომელმაც მაისურის გაცვლა არ ისურვა. ის დამწუხრებული იყო. არავის სურს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა."

"ლეო ჩემი ბავშვობის კუმირია. კანადაში ყოფნის დროს მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ლეოს წინააღმდეგ გამოსვლა ოცნების ახდენას ჰგავს."

"გერმანიაში და "ბაიერნში" რაც შეიძლება დიდხანს მსურს დარჩენა. ჯერ ჩემი კარიერა ახლა იწყება და წინ დიდი მიზნები მაქვს." - აცხადებს დეივის.
ფლიკმა დაადასტურა - "ბაიერნს" 3 ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "შტუტგარტთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ვიცით, რომ დღეს ლამაზი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, თუმცა, ასეთი გადატვირთული გრაფიკის დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება ხდება."

"კორენტინ ტოლისოს კუნთის დაზიანება აქვს, ყველაფერს ხვალ გავიგებთ. ხავი მარტინესიც მის მსგავსად კუნთს იტკიებს. ბოატენგს პრობლემები ჰქონდა და მოცდა მოგვიწევს."

"ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან მოთამაშეები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ რა შემადგენლობა წავა მადრიდში."

"გორეცკა გუნდის ნახევარდაცვის ლიდერია კიმიხის არ ყოფნის დროს. ის კარგად უძღვება, მენტორობს გუნდს. ეს ძალიან მომწონს მასში." - აცხადებს ფლიკი.
"შტუტგარტი" 1:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შტუტგარტს" ესტუმრა და ანგარიშით 1:3 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


ლევანდოვსკიმ საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "შტუტგარტთან" შეხვედრაში გუნდი დააწინაურა - 1:2.

იხილეთ ვიდეო.


"შტუტგარტი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "შტუტგარტს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2

ლინკი 3
"შტუტგარტი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "შვაინშტაიგერს" სტუმრობს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სასტარტო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - გორეცკა, ტოლისო - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნი" ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს
მიუნხენის "ბაიერნი" სამომავლო გეგმებისთვის ახალი თავდამსხმელის ძიებაშია.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, კლუბს პირველი სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს და ეს დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერი, ერლინ ჰოლანდია.

გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით ბორუსიელებმა "ბაიერნში" ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვეს, თუმცა, ეს სხვა შემთხვევაა.

კონტრაქტის მიხედვით, 2022 წლიდან გამოსასყიდი ფასი ამოქმედდება, რომლის გადახდის შემთხვევაშიც ნორვეგიელ ფორვარდის შეძენა ნებისმიერ კლუბს შეუძლია.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება. ამ დროს პოლონელი უკვე 34 წლის იქნება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0