bayern.ge სიახლეები გვერდი 473
ზირკზეს კორონავირუსის ახალი ტესტის პასუხი უარყოფითია
გუშინ მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალგაზრდა შემტევს, იოზუა ზირკზეს კორონავირუსი დაუდგინდა.

19 წლის ფეხბურთელმა დღეს განმეორებითი ტესტი ჩაიტარა, რომელზეც ამჯერად უკვე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.

ამის მიუხედავად, ზირკზე თვითიზოლაციაში რჩება და ის ხვალ, "დორტმუნდის" წინააღმდეგ განაცხადში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში ნიკლას ზულესა და სერჟ გნაბრისაც დაუდგინდათ ვირუსი და მათ ზირკზეს მსგავსად რამდენიმე დღის შემდეგ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.
ლიოვმა სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა
მომდევნო კვირაში სანაკრებო პაუზა აიღებს სტარტს, რა დროსაც გერმანიის ეროვნული გუნდი 3 შეხვედრას გამართავს.

11 ნოემბერს ბუნდესნაკრები ამხანაგურად ჩეხეთს გაეჯიბრება, 14 და 17 ნოემბერს კი გუნდი ერთა ლიგის მატჩებს გამართავს უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

იოახიმ ლიოვმა მატჩებამდე 1 კვირით ადრე განაცხადი დაასახელა, რომელშიც "რეკორდმაისტერის" მხრიდან 5 ფეხბურთელი მოხვდა.

იხილეთ სრული სია:


"დორტმუნდი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს მომავალი დაპირისპირებისთვის.

"დორტმუნდი": ბურკი - მუნიე, აკანჟი, დელაინი, გერეირო - ვიტსელი, დაჰუდი - სანჩო, როისი, რეინა - ჰოლანდი.

"ბაიერნი": ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
კორონავირუსი "ბაიერნის" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კორონავირუსის შემთხვევები მოხშირდა. ამჯერად ტესტზე დადებითი პასუხი იოზუა ზირკზეს მიუვიდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტესტი დღეს ჩაიტარა, დადებითი პასუხის შემდეგ კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში სერჟ გნაბრისა და ნიკლას ზულესაც დაუდგინდათ ვირუსი, თუმცა, ორივე მათგანს განმეორებითი ტესტის შემდეგ უარყოფითი პასუხი მიუვიდათ.
ნოიერი: "ჰოლანდსა და ლევანდოვსკის შორის ერთი მთავარი განსხვავებაა"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "დორტმუნდთან" მატჩამდე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"დორტმუნდი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი მეტოქეა. მე გელზერკიხენიდან ვარ და ამ გუნდთან განსაკუთრებული დაპირისპირება მაკავშირებს."

"ლევის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის საჯარიმოში უბრალოდ მკვლელი მონსტრია და ნებისმიერ წამს შეუძლია გოლის გატანა. ჰოლანდი უფრო მეტად უკანა ხაზიდან თამაშობს და თავისი სისწრაფის წყალობით ახერხებს მეტოქეთა დამწუხრებას."

"მათ შორის ერთი მთავარი განსხვავებაა, ლევანდოვსკის ორივე ფეხით შეუძლია ბრწყინვალედ თამაში. იმედი მაქვს, ჰოლანდი სიურპრიზებს არ დაგვახვედრებს შემდეგ მატჩში." - აცხადებს მანუ.
ზულეს კორონას ტესტის ახალი პასუხები ცნობილია
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ნიკლას ზულეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ჩანს, ტესტმა არასწორი პასუხი აჩვენა. სულ ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა განმეორებითი ტესტი ჩაიტარა და ამჯერად შედეგი უარყოფითი იყო.

შესაბამისად, ზულე შაბათს, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართ შეხვედრაში გუნდის დახმარებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ სერჟ გნაბრისაც დაუდგინდა, თუმცა, 2 დღის შემდეგ მისი პასუხი ზულეს მსგავსად უარყოფითი იყო. როგორც ჩანს, გერმანიაში ტესტირების კუთხით გარკვეული ხარვეზები აქვთ.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored-მა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ერთბაშად სამი ფეხბურთელი, ლუკას ერნანდესი, ჟერომ ბოატენგი და იოზუა კიმიხი მოხვდნენ.

სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
"ბაიერნიდან" ერთ ნაბიჯში - სად გააგრძელებს კარიერას კვარაცხელია
ბოლო დროს არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ყაზანის "რუბინის" ქართველი ვინგერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მათ შორის დორტუნდის "ბორუსიას" ვარიანტიც სახელდება.

სხვადასხვა რუსული გამოცემა, მათ შორის Championat ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც "ყვითლები" მართლაც არიან 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით დაინტერესებული.

"მას დიდი ხანია რაც აკვირდებიან, თუმცა, ახლა უკვე რეალურად ყიდვაზე მიდის საუბრები."

"დიდი ალბათობით, ტრანსფერი ზამთარში ვერ შედგება, რადგან კლუბმა ვინმე უნდა გაყიდოს ხვიჩას შესაძენად." - განუცხადეს გამოცემას "დორტმუნდში".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის ისტორიის მანძილზე არაერთი ტრანსფერი განხორციელებულა და არ არის გამორიცხული, კვარაცხელიასთვის ეს ყველაფერი დიდი ტრამპლინი აღმოჩნდეს.
"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ავსტრიულ "ზალცბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 2:6 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და "რეკორდმაისტერმა" მხოლოდ ბოლო წუთებშიღა შეძლო მეტოქე გუნდის გატეხვა.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენურმა გრანდმა ამ შეხვედრაში უნიკალური რეკორდი დაამყარა. კერძოდ, "ბაიერნმა" გახდა ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ბოლო 15 წუთში 4 გოლის გატანა მოახერხა.

მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა 79-ე, 83-ე, 88-ე და 93-ე წუთებზე აიღეს მეტოქეთა კარი. ეს შედეგი კი როგორც ხედავთ, ისტორიაში საუკეთესოა.
ჰოლანდი მიუნხენის "ბაიერნში" - რატომ არ შეიძინა კლუბმა სუპერტალანტი
ერლინ ჰოლანდი დღეს-დღეისობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი და ფორვარდია. მის შესაძენად ევროპული გრანდები ნადირობენ. თუმცა, შესაძლოა, ისტორია სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატებასთან ორჯერ იყო ძალიან ახლოს - 2017 და 2019 წლებში.

მაშინ ერლინის მამამ, ალფ ინ ჰოლანდმა "რეკორდმაისტერს" თავისი შვილის ტრანსფერი შესთავაზა, თუმცა, ძირითად შემადგენლობაში გარკვეული გარანტირებული სათამაშო დრო მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. შესაბამისად, საბოლოოდ მან ჯერ "ზალცბურგი", შემდეგ კი "დორტმუნდი" არჩია.

გარდა ამისა, ჰოლანდის ბორუსიული კონტრაქტი 4 წელიწადში ჯამში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მოიცავს (20 მილიონი სატრანსფერო თანხა, 3 მილიონი ბონუსი, 8 მილიონი ანაზღაურება). ეს კი "ბაიერნისთვის" ფინანსურად არ აწყობდა.

ახლა უკვე სიტუაცია შეიცვალა. 2022 წელს ჰოლანდის გამოსასყიდი ფასი ამოქმედდება, რომელიც 75 მილიონ ევროს შეადგენს. ლევანდოვსკი ამ დროს 34 წლის იქნება და დიდი ალბათობით, "ბაიერნი" ნორვეგიელი აწ უკვე შემდგარი ვარსკვლავის ტრანსფერს ეცდება.
სალიჰამიჯიჩი: "ახლა გეტყვით ყველაფერს, რაც ხდება ალაბასთან დაკავშირებით"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა დავიდ ალაბას მდგომარეობაზე სრულად ისაუბრა.

"ახლა გეტყვით სრულად, თუ რა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე გავუკეთეთ შეთავაზება, თუმცა, დავიდი უარზე იყო. 10 დღის წინ ახლიდან დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და უკეთესი პირობები შევთავაზეთ, ოღონდ დედლაინით."

"ჩვენ გავაფრთხილეთ ალაბა და მისი აგენტი, რომ გარკვეული დრო ჰქონდათ მოსაფიქრებლად. შაბათს ვესაუბრე პინი ზაჰავის, კვირას კი უკვე თავად დავიდთან ვცადე საუბარი რადგან მსურდა გამეგო, თუ რა ხდებოდა. თუმცა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა."

"არ ვიცი, რა მოხდება ამის შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება და უარი მივიღეთ, სავარაუდოდ, ამით ყველაფერი დასრულდა და დავიდი წავა."

"გარკვეულ ეტაპზე გვსურდა, რომ მალე მიგვეღო პასუხი, რათა სამომავლო გეგმები განგვესაზღვრა. ასე გავაკეთეთ სხვა ფეხბურთელების, ჟერომ ბოატენგის, ბენჟამინ პავარის, ლუკას ერნანდესის და სხვების შემთხვევაში."

"სატრანსფერო ფანჯარა კორონას პერიოდს დაემთხვა. რატომ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ალაბას ტრეიდში გამოყენება გვსურდა? ვიცოდით, რომ წასვლა უნდოდა და თუ მსგავსი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს სრულიად უფასოდ დაგტოვებს, ეს ნამდვილი საშინელებაა." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
ყველაზე ძვირადღირებული 20-წლამდე ფეხბურთელები - რომელ ადგილზეა დეივისი
სტატისტიკურმა კომპანია CIES-მა 2000 წლის შემდეგ დაბადებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ ჩამონათვალს მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი, ალფონსო დეივისი ლიდერობს, რომლის ღირებულებამაც 180 მილიონ ევროს გადააჭარბა.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

სანე: "ვფიქრობ, 2-3 გოლით მეტი უნდა გაგვეტანა"
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა, ლეროი სანემ "ზალცბურგთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ანგარიშმა არ შეიძლება მოგვატყუოს. მეტოქემ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. "ზალცბურგი" ძალიან კარგად თამაშობდა კონტრ-შეტევებზე და თავისი შანსებიც გამოიყენეს."

"ვფიქრობ, 2-3 გოლით მეტი უნდა გაგვეტანა ადრევე და ასე უფრო მშვიდი შეხვედრა იქნებოდა."

"ალაბას სიტუაცია? მე ეს თემა არ მეხება. როგორც დავიდი, ასევე მეც მხოლოდ თამაშზე ვართ ორიენტირებულებები. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ალაბა ბრწყინვალე ადამიანი და პროფესიონალია." - აცხადებს სანე.
"ეს კაცი არანორმალურია" - ნოიერის გასაოცარი სეივი "ზალცბურგის" წინააღმდეგ (ვიდეო)
"ზალცბურგისა" და "ბაიერნის" შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე მანუელ ნოიერმა ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო სილკის კომენტატორების გახმოვანებით.


ვის გულშემატკივრობენ ქართველი პოლიტიკოსები
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ამაზე მეტყველბს ის ფაქტიც, რომ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენების დროს თვით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსებიც დიდი აქტიურობით გამოირჩევიან.

როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნი" ქართველ პოლიტიკოსებში დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა. გამოკითხული კანდიდატებიდან ხმა "რეკორდმაისტერს" მხოლოდ გოგი თოფაძემ მისცა.

იხილეთ სრული სია:

მიხეილ სააკაშვილი ("ნაციონალური მოძრაობა") - კატალონიის "ბარსელონა"

აჰმედ იმამკულიევი ("ევროპული საქართველო") - მადრიდის "რეალი"

ზურაბ ჯაფარიძე ("გირჩი") - ლონდონის "არსენალი"

გოგი თოფაძე ("მრეწველები") - მიუნხენის "ბაიერნი"

ლევან ბერძენიშვილი ("რესპუბლიკელები") - ბრაზილიის ნაკრები, გამოკვეთილად არცერთ კლუბს არ გულშემატკივრობს.

გივი თარგამაძე ("ევროპული საქართველო") - ტურინის "იუვენტუსი"

ირაკლი კობახიძე ("ქართული ოცნება") - "ბარსელონა"

კახა კალაძე ("ქართული ოცნება") - "მილანი"

ბაჩუკი ქარდავა ("ეროვნული დემოკრატები") - მადრიდის "რეალი"

ირაკლი ალასანია (უპარტიო) - მადრიდის "რეალი"

იაგო ხვიჩია ("გირჩი") - კატალონიის "ბარსელონა"

გიგა ბოკერია ("ევრპული საქართველო") - არგენტინის ნაკრები, გამოკვეთილად არცერთ კლუბს არ გულშემატკივრობს.
ნოიერმა და კიმიხმა რონალდუს ისტორიული მიღწევა გაიმეორეს
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ავსტრიულ "ზალცბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 2:6 გაანადგურა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარეს მინდორზე გუნდის ლიდერებმა, იოზუა კიმიხიმა და მანუელ ნოიერმა. აღსანიშნავია, რომ მოთამაშეებმა ამ შეხვედრაში ისტორიული მიღწევა გაიმეორეს.

კერძოდ, კიმიხსა და ნოიერს ზედიზედ მე-14 მოგება დაუგროვდათ ჩემპიონთა ლიგაზე. ისტორიაში კი მსგავსი შედეგი მხოლოდ კრისტიანო რონალდუს აქვს დაფიქსირებული.

იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ შეხვედრას, რომელშიც ხსენებული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას, "ბაიერნი" მოიგებს, მაშინ ისინი ახალ რეკორდს დაამყარებენ.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0