მოგეხსენებათ, ევროპული გრანდები ახალი ტურნირის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომელსაც განსხვავებული ფორმატი და განსხვავებული სახელი, ევროპის პრემიერლიგა, ექნება.
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ეს იდეა უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და ტურნირის ჩატარების ფორმატიც განსაზღვრულია.
კერძოდ, გათამაშება, რომელიც 2024/25 წლების სეზონიდან დაიწყება, 18 გუნდიანი იქნება და მასში ადგილი გარანტირებული ექნება, სავარაუდოდ, 12 გრანდს. დანარჩენი 6 ადგილს კი ე.წ. ვაილდ ქარდის მიხედვით გაანაწილებენ. ჩემპიონის ვინაობა NBA-ს პლეი-ოფის პრინციპით გაირკვევა.
გარდა ამისა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რა გუნდები მიიღებენ პირველ გათამაშებაში მონაწილეობას, თუ ტურნირი 2024 წელს დაიწყო. ესენია:
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა მიუნხენის "ბაიერნში" გატარებულ პერიოდზე განცხადება გააკეთა.
"მიუნხენში ყოფნის დროს ჩემპიონთა ლიგის ყოველი გასვლითი მატჩის შემდეგ ასეთი ტრადიცია გვქონდა, ყველა ერთად ვიკრიბებოდით, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მსიამოვნებდა."
"პირადად მე თამაშის დასრულების შემდეგ პირველი მხოლოდ სახლში მისვლა მსურს. "ბაიერნში" კი მსგავსი შეკრება ცოტა მოსაბეზრებელი იყო." - აცხადებს კროოსი.
შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა "რეკორდმაისტერის" რიგები 2014 წელს დატოვა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და დავიდ ალაბას წარმომადგენლებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა, კვლავ უშედეგოდ.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" ავსტრიელ ფეხბურთელს 4-ის ნაცვლად ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა, ანაზღაურება კვლავ უცვლელია, 11 მილიონ ევროს დამატებული 6 მილიონი ბონუსების სახით.
პინი ზაჰავის პოზიცია კი უცვლელია. მას თავისი კლიენტისთვის კვლავ მაღალი, ნოიერთან, ლევანდოვსკისთან და მიულერთან გათანაბრებული ფიქსირებული ხელფასი სურს.
დიდი ალბათობით, თუ მხარეები იანვრამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ალაბა ახალ კლუბს მოძებნის და მასთან პრე-კონტრაქტს გააფორმებს.
მოსკოვის "ლოკომოტივთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების მიუხედავად მატჩს "ბაიერნისთვის" იდეალურად არ ჩაუვლია.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ თომას მიულერისა და ლეონ გორეცკას შეცვლის მიზეზი ტრავმებია.
წყაროს ცნობით, თომასს გასული დღეების განმავლობაში კუნთის პრობლემა აწუხებდა, რომელმაც მატჩის დროსაც იჩინა და ფლიკმა მას დასვენების საშუალება მისცა.
რაც შეეხება გორეცკას, ამ უკანასკნელს ბარძაყის კუნთმა შეაწუხა პირველი ტაიმის მიმდინარეობის დროს და რისკისგან თავის ასარიდებლად სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ზემოხსენებული ფეხბურთელები მომდევნო ტურში, "კიოლნის" წინააღმდეგ თამაშს.
მოსკოვის "ლოკომოტივთან" გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"რთული გამარჯვება იყო. მოსკოველები თავს ძალიან კარგად იცავდნენ და სწრაფად უტევდნენ, რის გამოც მათ ბევრი შანსი ექმნებოდათ."
"საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ 1:2 გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო. მიუხედავად იმისა რომ ეს ის თამაში არ იყო, რისთვისაც ჩამოვედით."
"პირველი გოლი? ეს ჩვენი თამაშის სტილია, რომლითაც მეტოქეს ვაიძულებთ დაიხიოს უკან და ჩაჯდეს დაცვაში. ამ ხერხმა დღეს რამდენჯერმე გაამართლა და ერთ ეპიზოდში გოლიც გავიტანეთ." - აცხადებს ფლიკი.
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის დროს მთავარმა არბიტრმა სტუმართა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა, ვიდეო-რეფერის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა.
მიზეზი გახლდათ ის, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. თუმცა, პენალტის გაუქმების შემდეგ არბიტრმა არც საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა, მიზეზი კი ვიდეო-რეფერის წესებია.
კერძოდ, VAR-ის წესის მიხედვით, მსაჯს მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ წითელი ბარათის, ოფსაიდის ან პენალტის დანიშვნის ეპიზოდში. თუ არცერთი არ ფიქსირდება, შეხვედრა ჩვეულებრივად გრძელდება, გაჩერების გარეშე. პენალტის გაუქმება და მისი ჯარიმად გადაკეთება არ შეიძლება.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საპირისპირო და ზემოხსენებულ ეპიზოდში მთავარი არბიტრის პირველი გადაწყვეტილება იქნებოდა ჯარიმა ხაზს გარეთ და VAR დაადგენდა, რომ დარღვევა ხაზს შიგნით არ იყო, მაშინ ჩვეულებრივად დაინიშნებოდა საჯარიმო დარტყმა.
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscored-მა ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში "რეკორდმაისტერის" მხრიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. მოგეხსენებათ, კლუბმა გასულ ტურში "აინტრახტი" 5:0 დაამარცხა და მოთამაშეებს გარჯა დაუფასდათ.
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა თავისი კლუბი მიუნხენის "ბაიერნს" შეადარა.
"გასული თვეების განმავლობაში "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. გადახედეთ ამ გუნდის შედეგებს და სათამაშო სტილს."
"უნდა შეეგუო, რომ ზოგიერთი კლუბი შედარებით უკეთესია, თუმცა, მსგავსი რამ უკვე გამოვცადეთ. 2016-18 წლებში ჩვენ ვიყავით საუკეთესოები."
"ლოგიკურია, რომ ათი წლის განმავლობაში ვერ შეინარჩუნო ეს სტატუსი, რადგან მსოფლიოში არაერთი დიდი გუნდი არსებობს. თუმცა, მჯერა, რომ შეგვიძლია კვლავ ამ დონეზე დაბრუნება, რისთვისაც დიდი მუშაობა დაგვჭირდება." - აცხადებს კროოსი.