bayern.ge სიახლეები გვერდი 480
სიმეონე: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით"
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდებით. ამ მატჩში ის შეცდომები არ გვეპატიება, რაც "სელტასთან" დავუშვით. ეს უნდა გამოვასწოროთ."

"მომწონს დიეგოსა და სუარესის დუეტი. მათი ხასიათი მეტოქის საჯარიმოში დიდ უპირატესობას გვაძლევს. თუმცა, დიეგო სავარაუდოდ ვერ დაგვეხმარება. ექიმები საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ." - აცხადებს სიმეონე.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა პირადი მონაცემების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან ალფონსო დეივისი და იოზუა კიმიხი. ნაკრების სრული ღირებულება 1.14 მილიარდს აღწევს.

იხილეთ თერთმეტეული:


"ატლეტიკო" "ბაიერნს" ლიდერის გარეშე დაუპირისპირდება
21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" ჩაერთვება, რომელიც საკუთარ კედლებში მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.

ესპანური გრანდი მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩავა. "როხიბლანკოს" მომავალ დაპირისპირებაში გუნდის ლიდერი, დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება.

გამოცდილმა თავდამსხმელმა დაზიანება ლა ლიგის გასულ ტურში, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ მიიღო და მისი დაბრუნება მომდევნო თამაშამდე გამოირიცხა.

კოშტას გარდა მადრიდელებს ასევე არ ეყოლებათ მცველები, სიმე ვრსალკო და ხოსე მარია ხიმენესი, რომლებიც ასევე ტრავმირებულები არიან. თავის მხრივ "ბაიერნს" ლეროი სანე ვერ დაეხმარება.
მსოფლიოს 10 საუკეთესო თავდამსხმელი - რომელ ადგილზეა ლევანდოვსკი
ცნობილმა გამოცემა FourFourTwo-მ ამჟამად მსოფლიოს 10 საუკეთესო თავდამსხმელის სია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალს ლიდერობს მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდ, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც უკან კრისტიანო რონალდუ და ჰარი კეინი მოიტოვა.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

10. ჯეიმი ვარდი

9. ლუის სუარესი

8. რაულ ხიმენესი

7. ქარიმ ბენზემა

6. ერლინ ჰოლანდი

5. სერხიო აგუერო

4. რომელუ ლუკაკუ

3. კრისტიანო რონალდუ

2. ჰარი კეინი

1. რობერტ ლევანდოვსკი
ფლიკი კიმიხზე: "ბავშვის გაჩენა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ბიელფილდში მოპოვებული 3 ქულსი შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"გარკვეულ სიტუაციებში უკეთესად გვმართებდა თავის დაცვა. თუმცა, მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა და ეს შეცდომები ამით აიხსნება."

"უკან პასი არ იყო საჭირო. ტოლისოს შეეძლო ამ სიტუაციაში უკეთესად მოქმედება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს ძალიან სულელური წითელი ბარათი იყო."

"დუგლას კოშტას საჯარიმო დარტყმის დროს ჩაწოლა ლუკასმა მოსთხოვა. როგორც წესი ამას გუნდში იოზუა კიმიხი აკეთებს ხოლმე."

"ბავშვის დაბადება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი. მას შეეძლო დღეს ჩამოფრენილიყო თამაშისთვის და ხვალ დაბრუნებულიყო, თუმცა, მის მდგომარეობაში შევედი და ოჯახთან დროის გატარების საშუალება მივეცი." - აცხადებს ფლიკი.

ლევანდოვსკი: "სანაკრებო პაუზის შემდეგ ეს მნიშვნელოვანი იყო"
"არმინიასთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მოვდუნდით და შედარებით ნელები ვიყავით."

"მეოთხე გოლის გატანის შემდეგ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა, რაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სანაკრებო პაუზის შემდეგ." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ნოიერი: "მინდა არმინიას მებაღე შევაქო"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "არმინიას" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ხასიათი გამოვავლინეთ. მსურს, რომ "არმინიას" მებაღე შევაქო. მოედნის საფარი ბრწყინვალე მდგომარეობაში გამოიყურებოდა."

"ამ ფაქტორმა დიდი უპირატესობა მოგვცა, განსაკუთრებით კი პირველ ტაიმში. აქ თამაში ნამდვილად სასიამოვნო გახლდათ."

"მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, ახლა კი შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც მალე გვიწევს." - აცხადებს მანუ.
მიუნხენის "ბაიერნმა" მორიგი რეკორდი დაამყარა
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.

ამ მატჩის წყალობით მიუნხენურმა გრანდმა მორიგი, ახალი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, "ბაიერნს" ბუნდესლიგის საწყის ოთხ ტურში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი. მსგავსი შედეგი კი ჩემპიონატის სტარტზე ისტორიაში არცერთ კლუბს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ამ ტურებში 4-4 გოლი გაუტანა "ჰერტასა" და "არმინიას", "შალკეს" კარი სულაც 8-ჯერ დალაშქრა, "ჰოფენჰაიმთან" კი ანგარიშით 4:1 დამარცხდა.
"არმინია" 1:4 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" ესტუმრა და დამაჯერებელი სხვაობით, 1:4 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.
ლევანდოვსკის საოცარი მიღწევა ბუნდესლიგის კლუბებთან
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" სტუმრობს.

შეხვედრის პირველ ტაიმში "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც კიდევ ერთი ბრწყინვალე მიღწევა დაამყარა.

კერძოდ, პოლონელ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში უკვე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილე ყველა, თვრამეტივე გუნდის კარში აქვს გოლი გატანილი.

მოგეხსენებათ, "არმინია" გერმანიის პირველ ლიგაში მიმდინარე სეზონში აღზევდა და როგორც ხედავთ, პოლონელმა პირველივე მატჩში შეძლო მათი კარის დალაშქვრა.
მიულერმა ლევანდოვსკის ლამაზი გადაცემა დააგვირგვინა (ვიდეო)
"არმინიასა" და "ბაიერნის" შეხვედრის მერვე წუთზე თომას მიულერმა რობერტ ლევანდოვსკის ლამაზი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა.

იხილეთ ვიდეო.
"არმინია" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" სტუმრობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​
"არმინია" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" ესტუმრება.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - გორეცკა, ტოლისო - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნის" TOP 5 ჩავარდნილი ტრანსფერი
მიუნხენის "ბაიერნი" თავისი სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩევა. გუნდი იშვიათად ხარჯავს ასტრონომიულ თანხებს, თუმცა, ტრანსფერების უმრავლესობა მაინც ამართლებს ხოლმე და ამაზე უახლესი ისტორიიდან მანუელ ნოიერისა და რობერტ ლევანდოვსკის დამატებაც ამტკიცებს.

თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც "რეკორდმაისტერის" რიგებში ფეხბურთელები დიდი იმედებით მოსულან, მაგრამ, შემდეგ უკვალოდ გამქრალან. ამ სტატიაში გთავაზობთ გუნდის ისტორიაში 5 ყველაზე "ჩაფლავებულ" ტრანსფერს.

მარსელ იანსენი - გერმანელი მარცხენა მცველი 2007 წელს დიდი იმედებით შეუერთდა. კლუბმა მის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდ თანხად მიიჩნეოდა. მას ბისენტ ლიზარაზუსა და ზე რობერტოს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხშირი ტრავმიანობისა და მთავარ მწვრთნელ, იურგენ კლინსმანთან კონფლიქტის შემდეგ 2008 წელს ის "ჰამბურგში" გაყიდეს. იანსენმა კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა და ამჟამად "ჰამბურგის" პრეზიდენტია.

ხოსე ერნესტო სოსა - სამხრეთ ამერიკელი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. იანსენის მსგავსად ისიც 2007 წელს მოვიდა გუნდში. სოსას ბრწყინვალე მოედნის ხედვა, საგოლე პასის ალღო და შეტევითი უნარები ჰქონდა. თავდაპირველად მან მიუნხენში კარგად დაიწყო, მაგრამ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიკიდა და 2010 წელს დატოვა კლუბი. ამის შემდეგ სოსამ არაერთი კლუბი გამოიცვალა და ამჟამად თურქული "ტრაბზონის" ღირსებას იცავს.

ლუკაშ პოდოლსკი - ლუკაში გერმანული ფეხბურთის ლეგენდად ითვლება. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 130 მატჩში 49 გოლი გაიტანა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. მაგრამ, მისი მიუნხენური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ვარაუდობდნენ. "კიოლნში" ბრწყინვალე სეზონების შემდეგ ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" 2006 წელს, 10 მილიონ ევროდ შეუერთდა, მაგრამ ტრავმების გამო ის ლუკა ტონისა და მიროსლავ კლოზეს შემცვლელად იქცა. სამწლიანი ცუდი მიუნხენური კარიერის შემდეგ კი ის კვლავ "კიოლნში" დაბრუნდა.

ჟან პიერ პაპინი - ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი, რომელმაც "რეკორდმაისტერის" რიგებში ვერ გაამართლა. ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ 1991 წელს მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელეს, რის შემდეგაც "მილანს" შეუერთდა, 3 წლის შემდეგ კი "ბაიერნს". კლუბმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ამ დროისთვის სერიოზულ თანხად ითვლებოდა. ბრწყინვალე საგოლე ალღოს მქონე ფეხბურთელისგან ყველა უდიდეს წარმატებებს ელოდა, თუმცა, სამწუხაროდ ტრავმების გამო მისი კარიერა მიუნხენში ვერ აეწყო. მან გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტული, უეფას თასი მოიგო და ორწლიანი წარუმატებელი კარიერის შემდეგ დატოვა კიდეც "ბაიერნი".

ბრენო ბორხესი - 18 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი "რეკორდმაისტერს" 2008 წელს შეუერთდა. იმ დროს ბრენოსთვის ევროპული გრანდები გამალებით იბრძოდნენ და საბოლოოდ მცველისთვის საკმაოდ სოლიდურ ფასად, 12 მილიონ ევროდ შეძლო "ბაიერნმა" მისი გადაბირება. ბორხესი კლუბის დიდი გეგმის ნაწილი იყო და მას თანამემამულე ლუსიო უნდა ჩაენაცვლებინა. მძიმე ტრავმების შემდეგ ბრაზილიელმა "რეკორდმაისტერში" ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ის "ნიურნბერგში" გაანათხოვრეს, დაბრუნებიდან მალევე კი სულაც გაყიდეს. ამჟამად ბრენო სამშობლოში, "ვასკო და გამას" ღირსებას იცავს.
"არმინია" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბიელფილდის "არმინიას" ესტუმრება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ერნანდესი, დეივისი - ხავი მარტინესი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0