bayern.ge სიახლეები გვერდი 481
ფლიკი: "ნაკრების გაწვრთნა? ამის შესახებ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დურენთან" მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დურენმა თავიდანვე საკმაოდ კარგად დაიწყო და გვაჩვენეს, რომ აქ ყოფნას ისმახურებდნენ. საბოლოო ჯამში კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ და მოხარულები ვართ შემდეგ ეტაპზე გასვლით."

"მაქსიმი გუნდში ადვილად ინტეგრირდა და კმაყოფილი ვარ მისი თამაშით. ახლა ზირკზესთან ერთად უკვე 3 თავდამსხმელი გვყავს, რაც საკმარისია."

"ახალ ფეხბურთელებს ჯერ-ჯერობით საკუთარი ძალების 100% არ უჩვენებიათ. მათ კარგი პირველი შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ რთული სეზონი გველოდება."

"მარკ როკა პოზიციურად კარგად თამაშობდა როგორც ბურთთან, ასევე მის გარეშე. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად ღრმად ჩადიოდა მეტოქის საჯარიმოსთან. ამაზე ვიმუშავებთ და გამოვასწორებთ."

"რაც შეეხება ნაკრების გაწვრთნას. ლიოვს თავისი ფილოსოფია აქვს, რომელსაც უნდა ვენდოთ. ის ჩემგან სრულ მხარდაჭერას იღებს, რადგან დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. მე კლუბის მწვრთნელი ვარ, რომლის მიზანიც არის ფეხბურთელების ნაკრებისთვის მომზადება და უახლოეს პერიოდში ამ მხრივ ცვლილებას არ ვგეგმავ." - აცხადებს ფლიკი.
დურენის პრეზიდენტი მატჩამდე: "გვსურს ბარსელონას და შალკეს ვაჯობოთ"
გერმანიის თასის პირველ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" დაბალლიგელ "დურენს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩის შემდგომ ბევრმა 2018 წელს დაარსებული კლუბის პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა, რომელიც მან Bild-თან საუბრის დროს ახსენა.

"ჩვენ გვსურს, რომ "ბარსელონასა" და "შალკეს" ვაჯობოთ. მინდორზე გამოვალთ და ვეცდებით, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ მეტოქეს." - განაცხადა დირკ რურიგმა მატჩამდე.
ჩუპო-მოტინგის პირველი გოლი "ბაიერნის" მაისურით (ვიდეო)
სათასო შეხვედრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ერიკ ჩუპო-მოტინგმა პირველი გოლი გაიტანა ახალი გუნდის მაისურით.

იხილეთ ვიდეო.


"დურენი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის თასის პირველ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" მეხუთელიგელ "დურენს" უპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნუბელი - სარი, ზულე, ბოატენგი, დეივისი - ხავი მარტინესი, როკა - დუგლას კოშტა, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
ყველა დროის საუკეთესო გუნდის პრეტენდენტი ნახევარმცველები ცნობილია
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football წელს ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაასახელებს.

გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა მეკარისა და დაცვის ხაზის პოზიციებზე ნომინირებული მოთამაშეები, სადაც არაერთი მიუნხენელი მოხვდა. ამჯერად კი ცნობილი გახდა ნახევარმცველების სია.

საყრდენი ნახევარმცველების სიაში მიუნხენის "ბაიერნიდან" ორი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი და ჩაბი ალონსო მოხვდნენ. რაც შეეხება შემტევ ნახევარმცველს, აქ სამწუხაროდ ვერცერთი ბავარიელი ვერ მოხვდა.

სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:


"ოქროს ბიჭი 2020-ის" ტიტულის პრეტენდენტები ცნობილია
2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულისთვის მებრძოლი 20 მოთამაშის ვინაობა ცნობილია.

"ოქროს ბიჭის" პრიზისთვის სხვა მონაწილეებთან ერთად მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი, ალფონსო დეივისიც იბრძოლებს.

აღნიშნული ტიტული იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2003 წელს დააწესა და გადაეცემა 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს. კარიერის მანძილზე პრიზი მიუღიათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე და სხვები.

ხმის მიცემა ​ამ ლინკის საშუალებით შეგიძლიათ.​​​

2020 წელს მებრძოლი კანდიდატების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:


"ბაიერნის" ვარსკვლავს ძალადობის ბრალდებით პატიმრობა ემუქრება
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილ ფეხბურთელს, ჟერომ ბოატენგს პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 32 წლის ფეხბურთელს ბრალად ედება ძალადობა თავის მეუღლეზე, შერინ სენლერზე.

წყაროს ცნობით, შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როდესაც წყვილი ერთად იმყოფებოდა დასასვენებლად. არსებობს მომხდარი ფაქტის ვიდეომტკიცებულებაც და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბოატენგს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავად ფეხბურთელი მომხდარს უარყოფს და უსაფუძლო ბრალდებას უწოდებს. სასამართო 10 დეკემბერს გაიმართება.
ფლიკი ლიოვის ირგვლივ ატეხილ კრიტიკას გამოეხმაურა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა იოახიმ ლიოვის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, რაც ახლა ნაკრების ირგვლივ ხდება ყველაფერი ზედმეტად გაზვიადებულია. ლიოვი საქმეს თავს ძალიან კარგად ართმევს. მას ისეთი ხალხი აკრიტიკებს, რომლებსაც ბურთისთვის ფეხი 25 წელია არ შეუხია." - აცხადებს ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრების მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგების გამო არაერთმა გერმანელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა.
ლევანდოვსკის ულამაზესი ასისტი ბოსნიის წინააღმდეგ (ვიდეო)
პოლონეთისა და ბოსნიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაში რობერტ ლევანდოვსკიმ გოლისა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

გთავაზობთ "ბაიერნის" ფორვარდის შესანიშნავ გადაცემას.

იხილეთ ვიდეო.
სალიჰამიჯიჩი: "ამ ფეხბურთელების შეძენა გვინდოდა"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გასული სატრანსფერო ფანჯრის შესახებ ისაუბრა.

"ბუნა სარი დიდი ხნის მანძილზე იყო ჩვენი თვალთახედვის არეში. მას კარგი შეტევითი და დაცვითი უნარები აქვს, რაც გუნდს მრავალფეროვნებას შესძენს. ეს მწვრთნელს არჩევანში დაეხმარება."

"ვიცოდით, რომ დუგლას კოშტა ტრანსფერზე იყო დაყენებული და ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ. მას ყველა კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი შესაძლებლობები. რაც შეეხება ჩუპო-მოტინგს, ლისაბონში ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოსვლა ვნახეთ. მისი ხასიათი გუნდს გამოადგება."

"კინგსლი კომანის წასვლას? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილმა გოლმა ყველაფერი დაამტკიცა."

"დესტის შეძენა გვინდოდა, არ ვუარყოფ, თუმცა, ზოგჯერ ტრანსფერების დასრულება რთულია, რადგან ყველას განსხვავებული სურვილები აქვს. მთავარია, სწორი ალტერნატივა იპოვო. ასევე ჰადსონ-ოდოის შეძენასაც ვცდილობდით, თუმცა კლუბთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
მათეუსი: "ევროპის ჩემპიონატზე ეს ფეხბურთელები უნდა წავიდნენ"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ის 23 მოთამაშე დაასახელა, რომლებმაც მისი აზრით ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზონ.

მათეუსის აზრით, ეროვნულ გუნდში უნდა დაბრუნდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან თომას მიულერი და მატს ჰუმელსი.

სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:


ფლიკი: "მნიშვნელობა არ აქვს ბარსელონას ვეთამაშებით თუ დურენს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დურენთან" სათასო მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მნიშვნელობა არ აქვს ეთამაშები ბარსელონას, დორტმუნდს თუ დურენს, ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მიუდგე. ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და ეს ყველაფერი მომდევნო ეტაპზე გასვლაში უნდა გარდაისახოს."

"ხვალ სამწუხაროდ ის ფეხბურთელები ვერ დაგვეხმარებიან, რომლებიც ნაკრებებთან ერთად არიან. თუმცა, მაინც კარგი შემადგნელობა გვყავს და მზად ვართ."

"კრის რიჩარდსს ტრავმა აქვს და ხვალ ვერ დაგვეხმარება. აღდგენითი ვარჯიშები უკვე დაიწყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიბრუნდება. ხვალ ნუბელი დაიწყებს სასტარტოდან."

"ახალწვეულებზე პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ დადებითია. მათ კარგად ივარჯიშეს და მუშაობით კმაყოფილი ვარ."

"მარკ როკასგან 100%-ით დახარჯვას ველოდები. ის კარგი ფეხბურთელია, რომელსაც თამაშის კონტროლი შეუძლია. ახლა მას მხოლოდ ჩვენს სისტემაზე მოუწევს მორგება." - აცხადებს ფლიკი. 
"დურენი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის თასის პირველ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" ობერლიგის წარმომადგენელ "დურენს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომდევნო შეხვედრისთვის.

ნუბელი - სარი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, დეივისი - როკა, სტილერი - დუგლას კოშტა, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
ლიოვი: "ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მინიმალური მიზანი ეს იქნება"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა შვეიცარიასთან ფრედ, 3-3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"კარგია, როდესაც დაცვის ხაზში გამოცდის საშუალება გვეძლევა. უნდა შეგვეძლოს როგორც 3 მცველით, ასევე 4 მცველით თამაში. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 1/2 ფინალში გასვლაა."

"ორივე გუნდი დიდ რისკზე წავიდა და ბევრი შეცდომებიც დაუშვა. თავდაპირველად სუსტად დავიწყეთ, რაც შეცდომებშიც გადაიზარდა, თუმცა, შემდგომ თამაშში დავბრუნდით და ეს კარგია."

"ამ გუნდს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი, თუ შეცდომებს გამოვასწორებთ და მომავლისკენ დავიწყებთ ხედვას." - აცხადებს ლიოვი.
მათეუსი: "ეს ყველაფერი ახლავე უნდა დასრულდეს"
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა იოახიმ ლიოვი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"მატჩამდეც ვთქვი, რომ გუნდი თავს კომფორტულად გრძნობდა როდესაც დაცვით ზონაში 3 ფეხბურთელი იყო. ლიოვმა კვლავ ახალი ცდა ჩაატარა. ექსპერიმენტები ახლავე უნდა დასრულდეს."

"გოსენსი, რომელიც 3 მცველიან ტაქტიკას არის მიჩვეული, თავს გადატვირთულად გრძნობდა ოთხმცველიან ტაქტიკაში. გინტერსა და რუდიგერს შორის ძალიან დიდი სივრცეები ჩნდებოდა."

"როგორც მწვრთნელს ეს ტაქტიკა თავსატეხს უნდა მიჩენდეს. როგორც მაყურებელი, მადლობას ვუხდი ლიოვს, რომ კარგი შეტევითა და ცუდი დაცვით საფეხბურთო სანახაობა გვაჩუქა." - აცხადებს მათეუსი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0