bayern.ge სიახლეები გვერდი 482
"ბაიერნის" ფეხბურთელებმა გადაცემა "ვის უნდა მილიონი"-ში მიიღეს მონაწილეობა
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა, იოზუა კიმიხმა, ლეონ გორეცკამ და ნიკლას ზულემ ცნობილ გადაცემა "ვის უნდა მილიონი"-ში მიიღეს მონაწილეობა.

იოზუა და ლეონი ერთად თამაშობდნენ და მათ საკმაოდ კარგი შედეგიც დააფიქსირეს. 15 შეკითხვიდან 12-ს უპასუხეს და 64'000 ევრო მოიგეს. რაც შეეხება ზულეს, ის "ლაიფციგის" მცველ ლუკაშ კლოშტერმანთან ერთად გამოდიოდა და ამ წყვილმა სულაც 125'000 ევროს მოგება მოახერხა.

ორივე წყვილმა მოგებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გერმანელი ფეხბურთელი ხსენებულ გადაცემაში იღებს მონაწილეობას. 2011 წელს მანუელ ნოიერმა 500'000 ევროს მოგება მოახერხა, 5 წლის წინ კი ლუკაშ პოდოლსკიმ 125'000 ევრო მოიპოვა. ორივე მათგანმა მსგავსად ზემოხსენებული მოთამაშეებისა თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას შეწირა.
ლუკასის საოცარი ბლოკი რონალდუს წინააღმდეგ (ვიდეო)
ერთა ლიგის მესამე ტურში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.

"მამლების" მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ ლუკას ერნანდეს. "ბაიერნის" მცველმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ მომენტში აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი.

იხილეთ ვიდეო.
ფლიკი სათასო შეხვედრაში ექსპერიმენტებს აპირებს
სანაკრებო პაუზის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის მატჩით ბრუნდება. გუნდი პირველ ეტაპზე "დურენს" დაუპირისპირდება.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ჰანს ფლიკი გადატვირთული გრაფიკისა და ნაკრებებიდან ჩამოსული ფეხბურთელების დასვენების მიზნით მომდევნო თამაშში ექსპერიმენტალური შემადგენლობის დაყენებას აპირებს.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" ხუთი ახალწვეული - ალექსანდრ ნუბელი, ჩუპო-მოტინგი, მარკ როკა, ბოუნა სარი და გულას კოშტა მომდევნო თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ. გარდა ამისა, უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე აკადემიის წევრსაც მიეცემა შანსი.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
რობერტ ლევანდოვსკის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
პოლონეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დროს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაზიანება მიიღო.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის სპიკერმა გააკეთა.

"რობერტს ძლიერი სისხლჩაქცევები და ჰემატომა აღენიშნებოდა. ის გაივლის გარკვეულ შემოწმებებს და მოემზადება ოთხშაბათის მატჩისთვის."

"მომდევნო შეხვედრამდე მცირე დროა, თუმცა, თამაშის შემდეგვე თავად ლევანდოვსკიმ თავი უკვე კარგად იგრძნო. თვითონ ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ ბოსნიასთან შეძლებს თამაშს." - აცხადებენ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში.
"ინტერი" "ბაიერნს" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობდა
გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბაიერნს" ხმაურიან გაცვლას სთავაზობდა.

კერძოდ, წყაროს ცნობით, "ნერაძურის" დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება უნდოდა და ჟერომ ბოატენგის დამატებას ცდილობდა. სანაცვლოდ კი მზად იყო კრისტიან ერიკსენი დაეთმო.

როგორც ცნობილია, საუბარი იყო პირდაპირ გაცვლაზე, თანხის დამატების გარეშე. თუმცა, "რეკორდმაისტერმა" ბოატენგი გუნდისთვის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნია და უარი განაცხადა მის გაშვებაზე.
გერმანია - შვეიცარია სავარაუდო შემადგენლობები
ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში გერმანიის ეროვნული ნაკრები შვეიცარიას უმასპინძლებს.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს მომავალი დაპირისპირებისთვის:

გერმანია: ნოიერი - გინტერი, ზულე, რუდიგერი - კლოშტერმანი, კიმიხი, კროოსი, ჰოლშტენბერგი - გორეცკა, ვერნერი - გნაბრი.

შვეიცარია: ზომერი - როდრიგესი, შარი, ველვედი - ვიდმერი, სოუ, ჯაკა, ფროილერი, ბენიტო - შაქირი, სეფეროვიჩი.
რუმენიგე: "რამდენ ხანს გაძლებს ფეხბურთი ასე? შეგვიძლია თითებზე დავთვალოთ დრო"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

"ჩვენ დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე ვიზარალეთ. თუ გადავხედავთ ევროპულ კლუბებს, ეს ციფრი 50-დან 200 მილიონამდე მერყეობს. რამდენ ხანს გაძლებს ფეხბურთი ასე? ხელის თითებზე შეგვიძლია დავთვალოთ დრო."

"პირადად ჩემთვის ფინანსური მხარე მეორე ადგილზე დგას. პირველზე საფეხბურთო კულტურა და მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ქომაგები არიან."

"ჩვენ შევადგინეთ სპეციალური გეგმა, თუ როგორ შეიძლება სტადიონზე ფანების დაბრუნება და ეს მიუნხენის მთავრობას წარვუდგინეთ. თუმცა, როგორც მთელი ქვეყანა, ჩვენც ხელისუფლებაზე ვართ ამ მხრივ დამოკიდებულები."

"ბუნდესლიგის ასე გაგრძელება წარმოუდგენლად მეჩვენება. ბევრი გუნდი უბრალოდ ვერ გადარჩება. თუ ასე გაგრძელდება, ბუნდესლიგის ბევრი კლუბი ბანკროტის პირას მივა." - აცხადებს რუმენიგე.
ლიოვი: "წლების წინ ფსკერზე ვიყავით, ახლა კი ვვითარდებით"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა უკრაინასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებით მოხარული ვარ, თუმცა, ვფიქრობ 3-4 გოლით მეტი უნდა გაგვეტანა. პენალტი, რომელიც გავუშვით, საერთოდ ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან."

"გარკვეულ პოზიციებში ბურთი მარტივად დავთმეთ. თუმცა, დაცვაში კარგად ვითამაშეთ მიუხედავად იმისა, რომ 3 მცველით ვიყავით გამოსული და მეტოქეც ამდენივე ფორვარდით თამაშობდა."

"მთავარია სურათი რეალურად შევაფასოთ. არ უნდა დავივიწყოთ საიდან მოვდივართ. 2 წლის წინ ფსკერზე ვიყავით, თუმცა, მას შემდეგ განვვითარდით. ვიცით ახლა რა ადგილზე ვართ და ჩვენი თავის რწმენა გვაქვს." - აცხადებს ლიოვი.
უკრაინა 1:2 გერმანია ფეხბურთელების შეფასებები
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები უკრაინას ესტუმრა და 1:2 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით:


ამ კაცს ნერვები არ აქვს - ნოიერის საოცარი გადაცემა მძიმე ზეწოლის დროს (ვიდეო)
უკრაინისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დროს ბუნდესნაკრების მცველებმა სუსტად ითამაშეს, თუმცა, მათი შეცდომა მანუელ ნოიერმა გამოასწორა.

იხილეთ ვიდეო.
მეკარის ბავშვური შეცდომა და გორეცკა სხვაობას ზრდის (ვიდეო)
უკრაინისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის 49-ე წუთზე ლეონ გორეცკამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 0:2 გახადა.

იხილეთ ვიდეო.
უკრაინა - გერმანია პირდაპირი ტრანსლიაცია
ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მესამე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები უკრაინას სტუმრობს.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სილკ სპორტ 1)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​
უკრაინა - გერმანია სასტარტო შემადგნელობა
ერთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მესამე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები უკრაინას სტუმრობს.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - გინტერი, ზულე, რუდიგერი - კლოსტერმანი, კიმიხი, კროოსი, ჰოლშტენბერგი - გორეცკა - გნაბრი, დრაქსლერი.
ვენგერი: "ბაიერნი საუკეთესო იმიტომ არის, რომ სხვა გრანდები დასუსტდნენ"
ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა, არსენ ვენგერმა მიუნხენის "ბაიერნთან" დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

"არ მსურს ვინმე დავაკნინო, მაგრამ, "ბაიერნის" ამჟამად საუკეთესოების მიზეზი სხვა გუნდების დასუსტებაა. "რეალი" და "ბარსელონა" საკმაოდ შესუსტებულები არიან. ამ მომენტში სხვა ძლიერი გრანდი არ არსებობს."

"ფილიპ ლამი, რობენი, რიბერი, შვაინშტაიგერი, კროოსი. მათ 2013 წელსაც დიდებული შემადგენლობა ჰყავდათ. ახლანდელ გუნდს კვლავ შეუძლია განვითარება, თუმცა, არ ვიცი, მიაღწევენ თუ არა მათ დონეს." - აცხადებს ვენგერი.
ალაბას მომავალთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი ეწურება. გამოცემა Sport1 ავსტრიელი ფეხბურთელის მომავალზე მნიშვნელოვან დეტალებს აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება. "რეკორდმაისტერი" ფეხბურთელს გარანტირებულ 11 მილიონ ევროსა და ბონუსის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობს, მისი მოთხოვნები კი გაცილებით უფრო მაღალია.

გარდა ამისა, ალაბას მოთხოვნების სიას დაემატა აგენტის გადასახადიც. იმ შემთხვევაში, თუ ახალი კონტრაქტი გაფორმდება, პინი ზაჰავი ბონუსის სახით 1 მილიონ ევროს ითხოვს.

თავის მხრივ საინტერესოა ჰანს ფლიკის პოზიციაც. წყაროს ცნობით, გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ 28 წლის ფეხბურთელს "ბაიერნში" სურს დარჩენა და საკმარისი მცდელობის შემთხვევაში შეთანხმება შედგება.

ყველაფერს ართულებს ის, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ფეხბურთელს სხვა კლუბებთან პრე-კონტრაქტის გაფორმების საშუალება ექნება. ეს კი ნიშნავს, რომ თუ მან რომელიმე კლუბთან შეთანხმებას მიაღწია, სეზონის ბოლოს აუცილებლად დატოვებს "ბაიერნს". ალაბას მსურველთა რიგი კი საკმაოდ დიდია და მასში შედიან "ბარსელონა", "რეალი" და "სიტი".
ლიოვი: "მათეუსის კრიტიკა? ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა უკრაინასთან მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ჩვენ უნდა გადავლახოთ ის პრობლემები, რომლებიც ბოლო მატჩებში გვქონდა და გამარჯვებას მივაღწიოთ. ყველა ფეხბურთელი, ვინც ჩვენთან ერთად არის მწყობრშია და სათამაშოდ 100%-ით მზადაა."

"ფრანგებთან 7-1 მარცხმა არ უნდა დაგვაბრმაოს. ბევრმა უკრაინელმა ფეხბურთელმა დაისვენა და ჩვენ განსხვავებული გუნდი შეგვხვდება, რომელიც ტექნიკურად და ტაქტიკურად საკმაოდ მაღლა დგას."

"მათეუსის მხრიდან კრიტიკა? ბოლო დღეების განმავლობაში არაფერი წამიკითხავს, რადგან არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. ყველას თავისი, განსხვავებული აზრი აქვს. ჩემი საქმე კი გუნდის გაწვრთნაა."

"კიმიხი ჩვენი ნახევარდაცვის გულია. ის ძალიან მოტივირებული და გამარჯვებისკენ მოწადინებულია. როდესაც 2016 წელს მასთან ერთად პირველად ვივარჯიშეთ ვთქვი, რომ მას ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წავიყვანდი." - აცხადებს ლიოვი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0