bayern.ge სიახლეები გვერდი 483
ნოიერმა უკრაინასთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა
უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან მატჩამდე გერმანიისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მატჩებს შორის მცირე პერიოდი სიტუაციას ართულებს, თუმცა, პროფესიონალები ვართ და ამას უნდა შევეგუოთ. დროა ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვებას მივაღწიოთ."

"ბაიერნში ბოლო გამარჯვებებმა თავდაჯერება შეგვმატა და გვსურს ეს ეროვნულ გუნდსაც გადავდოთ."

"არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ ნაკრებში და გუნდში, თუმცა, ვაპირებ, რომ ეს მალე არ დასრულდეს." - აცხადებს მანუ.
"ბაიერნის" რადარზე "რეალის" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარას წასვლის შემდეგ კლუბი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" ერთ-ერთი სამიზნე გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალის" ამომავლაი ვარსკვლავი, ფედერიკო ვალვერდე გახლდათ.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანის ხელში დიდი პროგრესი განიცადა და ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მან "ბაიერნის" ინტერესიც გამოიწვია.

წყაროს ცნობით, თავად "რეალს" ურუგვაელი ნახევარმცველის გაყიდვა არ სურდა ტრანსფერიც სწორედ ამიტომ ჩაიშალა. თუმცა, "ბაიერნი" მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს კვლავ ეცდება ვალვერდეს შეძენას.
2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი ცნობილია
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საპრიზო ფონდი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ჯამური თანხა ისტორიაში სარეკორდოა და დაახლოებით 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ჯგუფში გასული თითოეული კლუბისთვის მინიმალური თანხა 15.25 მილიონ ევროს შეადგენს, სადაც არ არის გათვალისწინებული მოგებული მატჩების რაოდენობა, რისი თანხაც კიდევ ცალკე დაემატებათ გუნდებს.

პლეი-ოფში გასვლის შემდეგ კლუბი 9.5 მილიონ ევროს მიიღებს, 1/4 ფინალში 10.5 მილიონს, ნახევარფინალში 12 მილიონს, ფინალში კი 15 მილიონ ევროს. ჩემპიონობის შემთხვევაში გუნდი დამატებით 4 მილიონ ევროსაც მიიღებს.

ამრიგად, ყველა ეტაპის გავლის შემთხვევაში "ბაიერნს" შეუძლია მიიღოს 66.25 მილიონი ევრო, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მოგებული მატჩებისთვის მიღებული ფული, რომელიც, როგორც წესი, ასევე საკმაოდ მსუყე თანხას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ჩემპიონობისა და მატჩების მოგების წყალობით ჯამში 125 მილიონი ევრო მიიღოო.
ლიოვი: "ეს პრობლემა დიდი ხანია რაც გვაქვს"
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა თურქეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა იმედგაცრუებულები ვართ. ეს პრობლემა დიდი ხანია რაც არსებობს. სამჯერ გავედით წინ მატჩში და ვერ შევძელით უპირატესობის შენარჩუნება. უკრაინასთან მატჩამდე ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ."

"მომდევნო შეხვედრაში სხვა შემადგენლობა იქნება და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მივაღწევთ. "ბაიერნის" ფეხბურთელებს ნაკრებში სხვა ხარისხი შემოაქვთ. მათ შეუძლიათ ნერვების კონტროლი რთულ სიტუაციაში." - აცხადებს ლიოვი.
მათეუსი: "სწორედ ამიტომ, გერმანიის ნაკრების თამაშებს აღარავინ უყურებს"
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარმ მათეუსმა ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოხაიმ ლიოვი მწარედ გააკრიტიკა.

"მან კიდევ ერთხელ დაუშვა ტაქტიკური შეცდომები შეცვლების დროს და ამის გამო გუნდმა თამაში ვერ მოიგო."

"გაოცებული ვარ. გუნდში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებში სათადარიგოთა სკამზეც ვერ ხვდებიან. მაგალითად, ნიკოლა შულცი."

"ამ და სხვა მიზეზების გამო დარწმუნებული ვარ, აღარავის ექნება სურვილი გერმანიის თამაშის ყურების." - აცხადებს მათეუსი.
ტოლისომ უკრაინის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები უკრაინას უპირისპირდება.

მატჩის 65-ე წუთზე მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, კორენტინ ტოლისომ ულამაზესი გოლი გაიტანა.

იხიელთ ვიდეო:
როგორი იქნება გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
მოგეხსენებათ, UEFA ევროპის 2020 წლის ჩემპიონატმა კორონავირუსის გამო ერთი წლით გადაიწია და ის გაისად, 2021 წელს გაიმართება.

ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა გერმანიის ეროვნული ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა მომავალი სანაკრებო ტურნირისთვის.

დიდი ალბათობით, ბუნდესნაკრები მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი სასტარტო თერთმეტეულით მოგვევლინება.


რაც შეეხება მეორე შემადგენლობა, ის ასეთნაირად გამოიყურება:


"მანჩესტერის" რადარზე "ბაიერნის" ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოჩნდა
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა სულ ცოტა ხნის წინ დაიხურა, თუმცა, როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე ზამთრის ტრანსფერებისთვის იწყებს მზადებას.

ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვარსკვლავი, კინგსლი კომანი გამოჩნდა.

კლუბი გასულ პერიოდში ჯეიდონ სანჩოსა და ოსმან დემბელეს შეძენას ცდილობდა, მაგრამ არცერთი გამოუვიდა და როგორც ჩანს, ბრიტანელებმა ალტერნატივა "რეკორდმაისტერში" იპოვეს.

გუნდში ლეროი სანესა და დუგლას კოშტას მოსვლის შემდეგ ფრანგი ვინგერის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. "მანჩესტერი" კი ტრანსფერში სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.
ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის "ბაიერნის" 3 მოთამაშე იბრძოლებს
გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი კანდიდატები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 1 განცდილი მარცხისა 6 მოთამაშეს შორის 3 მიუნხენელი მოხვდა. ესენი არიან სერჟ გნაბრი, ლეროი სანე და იოზუა კიმიხი.

კიდევ სამი კანდიდატი კი ნიკლას ფულკრუგი ("ჰოფენჰაიმი"), ანდრეა კრამარიჩი ("ჰოფენჰაიმი") და სასა კალაჯიჩი ("შტუტგარტი").

ხმის მიცემა ​ამ ლინკის საშუალებით შეგიძლიათ.​​​
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილს მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს. კლუბის ჩემპიონობის შანსები 20%-ით ფასდება, ფინალში გასვლისა კი - 33%. რაც შეეხება ჯგუფიდან გასვლას, ამის შანსი 89%-ით არის შეფასებული.

მეორე ადგილზე მანჩესტერ "სიტია", რომლის ჩემპიონობასაც 16% აქვს ალბათობა. მესამეზე "ლივერპულია" 12%-ით.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ კატალონიის "ბარსელონა" 11%-ით და "პსჟ" 9%-ით. რაც შეეხება ყველაზე ტიტულოვან კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის "რეალის" შანსები 7%-ით შეფასდა.
Bild: "ჩელსიმ" ოდოის სანაცვლოდ სასაცილო მოთხოვნები წამოაყენა
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს კალუმ ჰადსონ-ოდოის დამატებას ცდილობდა, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გარიგების ჩაშლის მიზეზი ლონდონის "ჩელსის" მიზეზები იყო, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან სასაცილოა.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ახალგაზრდა ვინგერს იჯარით დაიმატებდა, მას გარკვეული რაოდენობის მატჩები უნდა ჩაეტარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "რეკორდმაისტერი" ჯარიმას გადაიხდიდა. გარდა ამისა, იყო ასევე გარკვეული მატჩების რიცხვი დასახელებული (ზემოხსენებულზე უფრო მაღალი), რომლის ჩატარების შემდგომაც კლუბს ეკისრებოდა ოდოის გამოსყიდვის ვალდებულება 77 მილიონ ფუნტად.

წყაროს ცნობით, ჰასან სალიჰამიჯიჩი არაერთხელ დაუკავშირდა "ჩელსის" წარმომადგენლებს და კონტრაქტის პირობების შეცვლა მოსთხოვა, თუმცა, ისინი კომპრომისზე არ წავიდნენ. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ ტრანსფერის ჩაშლა გამოიწვია.
როკა: "თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები"
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, მარკ როკამ გუნდში გადმოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ოცნების აღდგენას ჰგავს. ჩემთვის "ბაიერნი" უდიდესი კლუბია ისტორიაში. მოუთმენლად ველოდებოდი როდის შედგებოდა შეთანხმება და მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა."

"მოუთმენლად ველოდები ვარჯიშების დაწყებას და თანაგუნდელებთან შეხვედრას. იმედი მაქვს, რომ ჩემი დახმარებით კლუბი უფრო გაძლიერდება და ტიტულების მოგებაში შევიტან წვლილს." - აცხადებს როკა.
France Football ყველა დროის საუკეთესო გუნდს ასახელებს
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football წელს ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო თერთმეტეულს დაასახელებს.

გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა მეკარისა და დაცვის ხაზის პოზიციებზე ნომინირებული მოთამაშეები, სადაც არაერთი მიუნხენელი მოხვდა.

საუკეთესო მეკარისთვის მანუელ ნოიერი და ზეპ მაიერი იბრძოლებენ. მარჯვენა მცველისთვის ბრძოლაში "ბაიერნის" კიდევ ერთი ლეგენდა, ფილიპ ლამი იბრძოლებს. დაცვის ცენტრში ნომინირებულია ფრანც ბეკენბაუერი, რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, აქ პოლ ბრაიტნერი და ანდრეას ბრემე არიან.

დანარჩენ პოზიციებს France Football უახლოეს მომავალში გააჟღერებს.
დუგლას კოშტას პირველი კომენტარი "ბაიერნში" ტრანსფერის შემდეგ
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" დუგლას კოშტა დაიმატა. ბრაზილიელმა გარემარბმა დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ "ბაიერნის" ღირსებას ვიცავ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია, რადგან აქ დიდებული დრო გავატარე, წარმატებებითა და ტიტულებით სავსე და დარწმუნებული ვარ, თასების მოგებას კვლავ მოვახერხებ." - აცხადებს კოშტა.

ბრაზილიელის ტრანსფერზე კომენტარი ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა.

"დუგლასი ჩვენი გუნდის ფლანგებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ის ჩვენს გუნდს კარგად იცნობს და ადაპტაციასაც მალე გაივლის." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
რას წარმოადგენს ახალწვეული ტიაგო დანტასი (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნი" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო დანტასის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელი უკვე მიუნხენში იმყოფება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. ალბათ საინტერესოა ვიცოდეთ, რას წარმოადგენს ტიაგო.

19 წლის ფეხბურთელი "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და მას ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი. პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი გამოირჩვა კარგი დრიბლინგითა და ბურთის კონტროლის ბრწყინვალე უნარით. ამ უკანასკნელ კომპონენტში მას ჩაბი ალონსოსაც კი ადარებენ.

ტიაგოს საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელად მიიჩნვენ. მისი სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. ის "ბაიერნის" რიგებს იჯარის წესით შეუერთდა და დიდი ალბათობით, სეზონს მეორე გუნდში გაატარებს. კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

გთავაზობთ ფეხბურთელის საუკეთესო მომენტებს კარიერიდან.
ჩუპო მოტინგი: "ბაიერნში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია"
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა პირველი კომენტარი გააკეთა ტრანსფერის დადასტურების შემდეგ.

"სასიამოვნო გრძნობაა ბუნდესლიგაში დაბრუნება და საუკეთესო გერმანულ კლუბში თამაში. ვის არ სურს "ბაიერნის" მაისურით გამოსვლა?"

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. "ბაიერნი" ყოველთვის ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძვის და ვეცდები, რომ მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო." - აცხადებს კამერუნელი.

შეგახსენებთ, რომ ჩუპო-მოტინგი კლუბს ერთი წლის ვადით, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0