bayern.ge სიახლეები გვერდი 485
ირანში სუპერთასის შეხვედრა ქალი მსაჯის გამო არ აჩვენეს
30 სექტემბერს გერმანიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ყურება ვერ მოახერხეს ირანელმა გულშემატკივრებმა. მიზეზი კი მატჩის მთავარი არბიტრია.

მოგეხსენებათ, გუშინდელ შეხვედრას ბიბიანა სტეინჰაუზი უძღვებოდა, რომლისთვისაც ეს მატჩი ბოლო იყო კარიერაში. ვინაიდან შეხვედრის მთავარი არბიტრი ქალი იყო, ირანში ამ თამაშის გაშუქება აიკრძალა.
"ბაიერნის" ყველა სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია
დღეს, პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის კენჭისყრა გაიმართება.

უკვე ცნობილია იმ 32 გუნდის ვინაობა, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებენ და რა თქმა უნდა, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნიც" მოხვდა.

"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მოგების წყალობით პირველ კალათაში მოხვდა და ევროპის საუკეთესო კლუბებთან ჯგუფში მოხვედრა თავიდან აიცილა.

სრული სია კალათების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება. აქვე გეტყვით, რომ ერთი ქვეყნის გუნდები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან, სხვა კი "ბაიერნს" თითო კალათიდან ნებისმიერი მეტოქე შეიძლება შეხვდეს.


ვინ მოიგებს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს - ნოიერის პასუხი
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა და ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "დორტმუნდთან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ვინ მიიღებს საუკეთესოს ჯილდოს? მე თუ ლევანდოვსკი? ვფიქრობ, არ უნდა დავივიწყოთ კევინ დე ბრუინიც, რომელსაც ასევე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა."

"ყველა შემთხვევაში ჯილდოს დამსახურებული მფლობელი ეყოლება. თუმცა, ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამ პრიზს მეკარე მიიღებს." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "კიმიხი არასდროს ნებდება"
დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"იოზუა კიმიხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მესამე გოლის ეპიზოდში მან უდიდესი ენერგია ჩადო. ის არასდროს ნებდება."

"რაც შეეხება ერნანდესს, ის ნამდვილი მებრძოლია. მსგავსი ტიპის თამაშებში ის მთელს სულს დებს. მას რთული დრო უდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ გადალახავს და ყველას გვაჩვენებს თავის დონეს." - აცხადებს ფლიკი.
ფლიკის ფენომენალური მიღწევა "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში
გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსია" 3:2 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების წყალობით ჰანს ფლიკი "რეკორდმაისტერის" ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. კერძოდ, ის გახდა პირველი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც ერთი წლის მანძილზე 5 ტიტული მოიგო.

გარდა ამისა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფლიკის მიერ დამოძღვრილ გუნდს ამ ერთი წლის მანძილზე იმაზე უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე წაგებული და ფრედ დასრულებული მატჩი ერთად (ჯამში 4).
"დორტმუნდი" 2:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის სუპერთასზე მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა, 3:2 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის სუპერთასის გამარჯვებულია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის სუპერთასის შეხვედრა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა.

"რეკორდმაისტერმა" მატჩი აქტიურად დაიწყო და 32-ე წუთზე ტოლისოსა და მიულერის გოლებით უკვე 0:2 იგებდა, თუმცა, ბრანდტმა ერთი გოლი ტაიმის დასრულებამდე გაქვითა.

მეორე ტაიმში 55-ე წუთზე ერლინ ჰოლანდმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც "ბაიერნი" შედარებით გააქტიურდა. ამ ყველაფერს კი 82-ე წუთზე კარგი კომბინაცია და იოზუა კიმიხის საჩემპიონო გოლი მოჰყვა.

ამრიგად, "რეკორდმაისტერმა" მიმდინარე წელს რიგით მეხუთე ტიტული მოიპოვა. წინ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია დარჩენილი.
ნოიერის ფენომენალური სეივი ჰოლანდის წინააღმდეგ (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა სუპერთასის მატჩში ერლინ ჰოლანდს ფენომენალური სეივი შეუსრულა.

იხილეთ ვიდეო.
მიულერმა თავური დარტყმით "დორტმუნდის" კარი გახვრიტა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვედრის 28-ე წუთზე თომას მიულერმა "რეკორდმაისტერის" ლიდერობა განამტკიცა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელეს.

ნოიერი - პავარი, სულე, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, მარტინესი, ტოლისო - კომანი, ლევანდოვსკი, მიულერი.

ჰილცი - ჩანი, ჰუმელსი, აკანჟი - მუნიე, დელანი, დაჰუდი, პასლაკი - ბრანდტი, ჰოლანდი, როისი.
რა თანხას კარგავს "ბაიერნი" კორონავირუსის გამო
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ჰერბერტ ჰაინერმა საინტერესო ფინანსური დეტალები გაამხილა.

"ყველასთვის მძიმე, გამოწვევებით სავსე პერიოდია და მათ შორის "ბაიერნისთვისაც". ჩვენი ბიუჯეტი სწორად უნდა გადავანაწილოთ. ტრანსფერების განსახორციელებლად კიდევ 5 დღეა, მაგრამ, ეკონომიკურად სწორად უნდა ვიმოქმედოთ."

"ფინანსურად თუ შევხედავთ, ყოველ საშინაო მატჩში ჩვენ დაახლოებით 4 მილიონ ევროს ვკარგავთ. გარდა ამისა, ნაკლებად იყიდება მაისურები, რადგან ფანები არ დადიან სტადიონზე. საერთო ჯამში ჩვენ ბოლოპერიოდში დაახლოებით 100 მილიონი ევრო ვიზარალეთ ამ ყველაფრით." - აცხადებს ჰაინერი.
ყველაზე დაცული ნარდი ევროპაბეთზე
ყველაზე დაცული ნარდი „ევროპაბეთზე“.

„ევროპაბეთი“ მომხმარებელს სამაგიდო თამაშების გაუმჯობესებულ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობს. ონლაინ ნარდი კომპიუტერული პროგრამების გარეშე - მუდმივი მონიტორინგის დახმარებით პორტალზე მომხმარებელი დაზღვეულია კომპიუტერთან თამაშისგან.

ტრადიციული სპორტის მოყვარულები ნარდს ყველაზე დაცულ სივრცეში სრულიად უფასოდ თამაშობენ. 17 სექტემბრიდან „ევროპაბეთზე“სამაგიდო თამაშებით
ნარდი, ბურა და დომინო გართობა მსურველებს 0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.

„უალტერნატივო, უფასოდ თამაშის შეთავაზების გარდა, გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი ნარდის სპორტული ფედერაციის დახმარებით ჩვენი პროდუქტი უკონკურენტოა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

პანდემიის პერიოდში სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და „ევროპაბეთის“ პორტალი რეგიონალური მნიშვნელობის გახდა. გაზრდილმა მოთხოვნამ და პროფესიონალმა მომხმარებელმა დაგვანახა სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორიცაა ონლაინ თამაშის სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან კომპიუტერთან დაპირისპირებისგან დაზღვეული ხართ. უსფრთხოების გარანტია ნარდის ფედერაციის სერტიფიცირებული მსაჯები არიან, რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უყურებენ თამაშებს ყოველდღიურად და აკონტროლებენ, რომ ორივე მხარე სპეციალური პროგრამის დახმარების გარეშე თამაშობდეს.“- აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

რევაზ ცხოვრებაშვილი, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენი თანამშრომლობა ევროპაბეთთან 6 თვის წინ, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვეთ, მათ შორის ერთობლივად გავმართეთ რეგიონალური ჩემპიონატი ნარდში. მასში მონაწილეობა მოყვარულებთან ერთად ცნობილმა მოთამაშეებმაც მიიღეს, მათგან მიღებული უკუკავშირით გადავწყვიტეთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე გვეფიქრა და ჩვენი ხედვა შევთავაზეთ კომპანიას. საბოლოოდ, გვიხარია, რომ მაღალი სტანდარტის პორტალი მივიღეთ. რომელზეც სპორტული ჩემპიონატების ჩატარებაც შეუფერხებლად არის შესაძლებელი.“

ბოლო 6 თვის მონაცემებით „ევროპაბეთი“ მაგიდის თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში, სადაც სამაგიდო თამაშებს ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.

უპრეცედენტო ინიციატივის შედეგად „ევროპაბეთი“ უარს ამბობს იმ მოგებაზე, რომელსაც როგორც წესი თამაშისას მომხმარებელი კომპანიას უხდის და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას ნარდი, ბურა და დომინო ერთმანეთს სრულიად უფასოდმხოლოდ სიამოვნებისთვის ეთამაშონ.

კომპანიაში აცხადებენ რომ პროგრამული განახლება სამაგიდო თამაშების გაუმჯობესების მიზნით კვლავ გრძლედება. დაგეგმილი სიახლეები კი კიდევ უფრო გამჭვირვალეს და სამართლიანს გახდის თამაშის პროცესს.
რუმენიგე: "ვფიქრობ, ის მომავალში "ბაიერნს" გაწვრთნის"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ გუნდის მომავალი მწვრთნელის კანდიდატი დაასახელა.

"ჰანსთან ერთად გუნდმა თავდაჯერება დაიბრუნა. ის პირველი მწვრთნელია ბოლო პერიოდში, რომელზეც ვფიქრობ, რომ დიდხანს დარჩება გუნდში. ეს იქნება დაახლოებით 3-5 წელიწადი, რაც "ბაიერნისთვის" დიდი პერიოდია."

"რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, კლუბს ოდესმე ჩაბი ალონსოც გაწვრთნის. ის დიდებული, ინტელიგენტი ადამიანია, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს თანამედროვე ფეხბურთელებში. მას სამწვრთნელო უნარები გაააჩნია." - აცხადებს რუმენიგე.
"ბაიერნის" რადარზე "ატლეტიკოს" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ტიაგო ალკანტარას შემცვლელის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, ტომას ლემარი გამოჩნდა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებმა პირველი შეთავაზება უკვე გააკეთეს 24 წლის ნახევარმცველის თაობაზე. კლუბს მისი დამატება ერთწლიანი იჯარით სურს, გამოსყიდვის უფლებით.

თუმცა, თავად "როხიბლანკო" ლემარის მხოლოდ გაყიდვას განიხილავს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, "ბაიერნს" ახალი ოფერის გამზადება მოუწევს.
Breaking: კუისენსის მომავალი კლუბი ცნობილია
მიკაელ კუისენსის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ დასრულდა.

გავლენიანი ევროპული გამოცმების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლიდსი იუნაიტედს" შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც "ბაიერნს" სურვილის შემთხვევაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ უკან გამოსყიდვის შესაძლებლოა ექნება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0