bayern.ge სიახლეები გვერდი 500
პერიშიჩი ჩვენ ყველა ტიტულს ვუმიზნებთ
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ივან პერიშიჩმა გერმანულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთაძალიან მიხარია რომ გერმანიაში დავბრუნდიმიუნხენის ბაიერნი ევროპაში ერთერთი უდიდესი კლუბია ჩვენ გვინდა რომ ყველა ფრონტზე შევუტიოთ არამხოლოდ ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც განაცხადა პერიშიჩმა30 წლის ხორვატი რომელიც მსოფლიოს ვიცეჩემპიონია რეკორდმაისტერს მილანის ინტერიდან 1 წლიანი იჯარით შეუერთდაპერიშიჩი სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანს გაუწევს კონკურენციას ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად
ალაბა პერიშიჩი მაღალი კლასის მოთამაშეა
მიუნხენის ბაიერნის უნივერსალური მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ივან პერიშიჩის პოტენციურ ტრანსფერს გამოეხმაურა30 წლის ხორვატ გარემარბს რეკორდმაისტერი 1 წლიანი იჯარით დაიმატებს და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებაპერიშიჩი განსაკუთრებული მოთამაშეა ის კარგად მიდის შეტევაში ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში და ორივე ფეხით კარგად თამაშობსის მიჩვეულია მაღალ დონეზე თამაშს ორი აზრი არ არსებობს რომ მისი სახით მაღალი კლასის მოთამაშეს ვიმატებთ განაცხადა 27 წლის ავსტრიელმაივან პერიშიჩმა სამედიცინო შემოწმება გუშინ უკვე გაიარა და ბაიერნი მის ტრანსფერს დღედღეზე დაადასტურებს
კოვაჩი ჩემმა გუნდმა კარგი სამუშაო შეასრულა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გერმანიის თასის პირველი წრის შეხვედრა შეაფასარეკორდმაისტერმა სტუმრად ენერგი კოტბუსი დამაჯერებელი ანგარიშით 31 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდაჩემმა გუნდმა კარგი სამუშაო შეასრულა შესაძლოა მეორე ტაიმში ბურთის ფლობის კომპონენტში უკეთესი მაჩვენებელი გვქონოდა მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარკოტბუსმა ყველაფერი გააკეთა დიდებული სპექტაკლი გამოვიდა ვდომინირებდით ბურთი გვეჭირა მაგრამ კონტრშეტევებზე მეტოქეს ვუფრთხოდითვფიქრობ ბოლო პასი გვაქვს დასახვეწი და ამ მიმართულებით უკეთ მუშაობაა საჭირო განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმამომდევნო მატჩს მიუნხენური გრანდი 16 აგვისტოს ჩაატარებს ბუნდესლიგის გახსნით შეხვედრაში ბაიერნი შინ ბერლინის ჰერტას უმასპინძლებს
ზიეხმა დაადასტურა რომ ბაიერნი მისით ინტერესდებოდა
ამსტერდამის აიაქსის შემტევმა ნახევარმცველმა და ერთერთმა ლიდერმა ჰაკიმ ზიეხმა მიუნხენური კლუბის ინტერესზე საჯაროდ ისაუბრადიახ ბაიერნში გადასვლა შესაძლებელი იყო შემეძლო მომეთმინა მაგრამ ჩემთვის და აიაქსისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ყველაფერი მალე გარკვეულიყონებისმიერ შემთხვევაში ეს ტრანსფერი ჩემი წმინდა პრიორიტეტი არ ყოფილა განმარტა 26 წლის მაროკოელმაჰაკიმ ზიეხს გასულ წელს აიაქსთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა 49 თამაშში 21 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთაბაიერნი ზიეხს ამ ზაფხულს აკვირდებოდა მაგრამ ჰაკიმმა გასულ კვირას ჰოლანდიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მიუნხენურ გრანდს საბოლოოდ უთხრა უარი
ჰუმელსი ბაიერნი კონკურენციის გამო დავტოვე
მიუნხენური კლუბის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა ბაიერნში გატარებული სამი წელი შეაჯამაჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო ამ ტურნირის მოგების გარანტია არავის აქვსპირადად ჩემთვის გასული სამი წელი წარმატებული იყო ჩვენი გამოსვლა კი ჩემპიონთა ლიგაზე თუ გასულ სეზონს არ ჩავთვლით ასევე არ იყო წარუმატებელიბაიერნი იმიტომ დავტოვე რომ ზიულესთან და ერნანდესთან კონკურენციის შემეშინდა რა თქმა უნდა არა ამაზე მეტს არაფერს გიპასუხებთ განაცხადა 30 წლის გერმანელმამატს ჰუმელსი მიუნხენური გრანდის აღზრდილია და ბაიერნმა მატსი 2016 წლის ზაფხულში დორტმუნდის ბორუსიაში გატარებული 8 წლის შემდეგ დაიბრუნაჰუმელსი გუნდის დაცვის ლიდერი გახდა და სამი სეზონის განმავლობაში სულ 116 მატჩი ჩაატარაამ ზაფხულს კი გამოცდილი გერმანელი დორტმუნდის ბორუსიას დაუბრუნდა და ბაიერნმა მისი ტრანსფერით 37 მილიონ ევრომდე გამოიმუშავა
ეფენბერგმა პერიშიჩის ტრანსფერი შეაფასა
მიუნხენური გრანდის ყოფილმა ცენტრმა და კაპიტანმა ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა ივან პერიშიჩის პოტენციური ტრანსფერიც შეაფასალეროი სანეს ტრავმის შემდეგ რეკორდმაისტერი ახალ ვარიანტებზე გადაერთო და ბოლო ინფორმაციით მილანის ინტერის 30 წლის გარემარბი ივან პერიშიჩი ერთწლიანი იჯარით უკვე გაიფორმაპერიშიჩი არანორმალური ფეხბურთელია ბაიერნში სწორედ 30 წლის ასაკში გადავედი და წარმატებას მივაღწიებაიერნი ტრანსფერებზე მუშაობს და თუ პერიშიჩი მართლაც ერთერთი ვარიანტია მაშინ ის აუცილებლად უნდა დაიმატონ განაცხადა ვეფხვმაივან პერიშიჩს რეკორდმაისტერი ახალი სეზონისთვის იჯარით დაიმატებს და 25 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება
ოლიჩი პერიშიჩი კარგი შენაძენია
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა თავისი თანამემამულე ივან პერიშიჩის რეკორდმასიტერში შესაძლო ტრანსფერი შეაფასაივან პერიშიჩი ძალიან საინტერესო ადამიანი და კარგი შენაძენია მას ჯერ თანაგუნდელის ხოლო ახლა ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლიდან ვიცნობივანი ნამდვილი პროფესიონალია მას მშვენიერი შესაძლებლობები აქვს და უდიდესი გამოცდილება გააჩნიაბაიერნს ჯერ კიდევ სჭირდება კარგი მოთამაშეების დამატება მათი ამბიციების გათვალისწინებით შემადგენლობა არც ისე ძლიერიაროდესაც სამ მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობ და მოთამაშეები ტრავმებს იღებენ საჭიროა მათი ღირსეულად შეცვლა იუვენტუსს მანჩესტერ სიტისა და ბარსელონას თადარიგში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ განაცხადა 39 წლის ხორვატმაბოლო ინფორმაციით მიუნხენური კლუბი 30 წლის ხორვატ გარემარბს მილანის ინტერიდან ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატებს201315 წლებში ივან პერიშიჩი და ივიცა ოლიჩი ვოლფსბურგის რიგებში ერთად ასპარეზობდნენ 201115 წლებში კი ხორვატიის ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ
დელე ალი ბაიერნი დიდებული გუნდია
ლონდონის ტოტენჰემისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დელე ალიმ მიუნხენური გრანდი შეაქომიუნხენის ბაიერნი ცხადია ერთერთი უდიდესი კლუბია რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე მიუნხენელები მუდმივად უმაღლეს დონეზე იმყოფებიანდიდებული გუნდი მოთამაშეები მწვრთნელები და ფანები ბაიერნი ზუსტად იქაა სადაც ყოფნა ტოტენჰემს ძალიან სურს განაცხადა 23 წლის ინგლისელმადელე ალი ტოტენჰემის აღზრდილია და ლონდონური კლუბის პირველ გუნდში 2015 წლიდან ირიცხებაალის ტოტენჰემმა გასული თვის ბოლოს მიუნხენურ გრანდს აუდის თასის ფინალი მოუგო 22 და 65 პენალტების სერიაში
მანჯუკიჩი შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიუნხენურმა კლუბმა შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორიც დაიმატოსრეკორდმაისტერის ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი ტურინის იუვენტუსს ტოვებს და ახალი კლუბის ძიებაშიამანჯუკიჩით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდება მაგრამ ხორვატიული პრესის ინფორმაციით თუ მარიო ინგლისში არ გადავა შესაძლოა მიუნხენურ კლუბს დაუბრუნდეს33 წლის ხორვატი ფორვარდი ბაიერნში ლევანდოვსკის კონკურენტი და შემცვლელი იქნება რითიც მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებსმარიო მანჯუკიჩი ბაიერნის ღირსებას 201214 წლებში იცავდა და 201213 წლების ტრიუმფალურ სეზონში გუნდის ძირითადი ცხრიანი იყომარიოს რეკორდმაისტერის მაისურით სულ ჩატარებულ 88 თამაშში 48 გოლი აქვს გატანილი
კიმიხმა სანჩოს ინციდენტზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის მარჯვენა მცველი იოზუა კიმიხი გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს გამოეხმაურაეს მართლაც არასასიამოვნო სიტუაცია იყო მინდოდა რომ ბურთი დამეჭირა რა დროსაც მან თავისი ფეხი გამოწიაგაბრაზებული ვიყავი მიღებული ყვითლის გამო რადგან მისთვის ტკივილის მიყენება ნამდვილად არ მინდოდა აღნიშნა 24 წლის გერმანელმაიოზუა კიმიხმა მეორე ტაიმში ჯეიდონ სანჩოს ძალიან ცუდად მიარტყა ფეხი და ამის გამო გაფრთხილებით დაისაჯა
კოვაჩმა კომანის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ტოტენჰემთან აუდის თასის ფინალის შემდეგ კინგსლი კომანის დაზიანებაზე კომენტარი გააკეთა23 წლის ფრანგმა მეორე ტაიმში ლონდონელების ცენტრალურ მცველ ხუან ფოიტთან შეჯახების შემდეგ მუხლი აიტკივა და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვაიმედი გვაქვს რომ ეს დაზიანება არც ისე სერიოზულია და ის უახლოეს დღეებში დაგვიბრუნდება მან ფეხში მიიღო დარტმა რაც ყოველთვის მტკივნეულია და მარტივი არ არის განმარტა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმამიუნხენის ბაიერნი 2 დღეში 3 აგვისტოს გერმანიის სუპერთასის მატჩს გამართავს დორტმუნდის ბორუსიასთან
ნაგესლმანი ბაიერნთან ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია
ლაიფციგის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა იულიან ნაგელსმანი ბუნდესლიგის მომდევნო სეზონში მაღალ კონკურენციას ელოდებავფიქრობ ჩვენ ბაიერნისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია მაგრამ საქმე მხოლოდ მიუნხენურ კლუბში არააწელს ბევრი საინტერესო გუნდია ახალი მთავარი მწვრთნელებითა და ცვლილებებით განაცხადა 32 წლის გერმანელმამიუნხენური გრანდი ბუნდესლიგის ჩემპიონი უკვე ზედიზედ 7 წელია ხდება და ბოლო გუნდი რომელმაც ნავსი გატეხა დორტმუნდის ბორუსია იყო 2012 წელს
გნაბრიმ შესაძლოა სუპერთასი გამოტოვოს
აუდის თასის 12 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგაპირველი ტაიმის დასაწყისში სერჟ გნაბრიმ მოედანი დატოვა და ადგილი თომას მიულერს დაუთმოროგორც მატჩის შემდეგ გაირკვა 24 წლის გერმანელმა ბარძაყის მსუბუქი დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხაგერმანული პრესის ინფორმაციით გნაბრი აუდის თასის ხვალინდელ ფინალს ლონდონის ტოტენჰემთან გამოტოვებს და შესაძლოა გერმანიის სუპერთასის მატჩამდეც ვერ მომჯობინდესმიუნხენური გრანდი გერმანიის სუპერთასის ტიტულისთვის დორტმუნდის ბორუსიას სიგნალ იდუნა პარკზე 3 აგვისტოს შეხვდება
რუმენიგე სიტისთან კარგი ურთიერთობები გვაქვს
მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ ფენერბაჰჩესთან დღევანდელი მატჩის შესვენების დროს გერმანულ ტელეარხ ZDFთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერარეკორდმაისტერის ერთერთმა ხელმძღვანელმა კლუბის სატრანსფერო გეგმებსა და მთავარ საკითხზე ისაუბრალეროი სანე მანჩესტერ სიტისთან კარგი ურთიერთობები გვაქვს იქ ჩვენი ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა და მინდა რომ ეს ყველას შევახსენოახლა ტრანსფერებზე ვმუშაობთ მაგრამ უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ რა მოხდება საბოლოოდ განმარტა კალემმიუნხენური გრანდი მანჩესტერ სიტის გერმანელი გარემარბის ლეროი სანეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ინგლისურ კლუბს 90 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა
ტიაგო რა განსხვავებაა კოვაჩსა და გვარდიოლას შორის
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ გუნდის თავკაც ნიკო კოვაჩზე ისაუბრა და პეპ გვარდიოლასთანაც გაავლო პარალელინიკო ახალგაზრდა მწვრთნელია რომელსაც ბაიერნთან ერთად ყველა ტიტულის მოგება კლუბთან ერთად განვითარება სურს ის დიდ სამუშაოს ასრულებს და ყველას გვიყვარსსხვაობა კოვაჩსა და გვარდიოლას შორის პეპი ვიდეოებითა და განმარტებებით ბევრს საუბრობს მაგალითად დეტალურად გიხსნის რატომ და როგორ უნდა ითამაშო გარკვეულ ზონაშინიკო უფრო სხვა ტიპია ის მეტ თავისუფლებას გაძლევს მას სურს რომ მატჩის დროს თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები იყოს მეტი იმპროვიზაცია განმარტა ტიაგომ28 წლის ესპანელი ბაიერნში 2013 წელს სწორედ პეპ გვარდიოლას რადიკალური მოთხოვნით გადაბარგდა და კლუბის წამყვანი ფიგურა გახდა47 წლის ხორვატი სპეციალისტი კი ბაიერნს გასულ წელს ჩაუდგა სათავეში და სადებიუტო სეზონში დუბლი გაიფორმა ბუნდესლიგა და გერმანიის თასი
ტიაგო ამ ფეხბურთელმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ დაასახელა მოთამაშე რომელმაც რეკორდმაისტერში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაფილიპ ლამი არის მოთამაშე რომელმაც აქ მოსვლის შემდეგ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა მისთვის ყველაფერი მარტივი იყო ის სრულყოფილება გახლდათლამი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და ეს გასაოცარი იყო მისი თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნება იყოასეთი ლიდერისა და მოთამაშის გვერდით ყოფნა მართლაც დიდი პატივი იყო განაცხადა ტიაგო ალკანტარამ28 წლის ესპანელი ბაიერნს 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა ფილიპ ლამი ბაიერნის ლეგენდა და ყოფილი კაპიტანია რომელმაც წითელი მაისურით 12 წელი 200517 იასპარეზა და კარიერა ღირსეულად დაასრულა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0