ბაიერნი ეზეს ტრანსფერზე ფიქრობს - ვირცის შემდეგ რამდენიმე ვარიანტი განიხილება
ბაიერნი ფიქრობს კრისტალ პალასის ფეხბურთელ ებერეჩი ეზეს გადმოყვანაზე მას შემდეგ, რაც ფლორიან ვირცმა უარი განაცხადა.

ბრაიტონის კაორუ მიტომა და მილანის რაფაელ ლეაო ასევე მოიაზრებიან, თუმცა ეზეს ტრანსფერზე აქტიური განხილვები უკვე მიმდინარეობს.

26 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა სეზონის ბოლოს კვლავ აქტიური გახდება და ის შეადგენს 60 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 71.5 მილიონ ევროს), დამატებით 8 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 9.5 მილიონი ევრო) ბონუსების სახით.

აღსანიშნავია, რომ კრისტალ პალასს კარგი ურთიერთობა აქვს ბაიერნთან მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში მაიკლ ოლისე მიუნხენში გადავიდა.
ვირცმა ბაიერნის წარმომადგენლები გააოცა - ტოპ ტალანტი ლივერპულში გადადის!
ამ კვირის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფლორიან ვირცი, ული ჰიონესი და მაქს ებერლი.

ბაიერნმა კიდევ ერთხელ სცადა ყველაფერი, რაც შეეძლო. გუშინ შუადღით ჰანს-იოახიმ ვირცმა დაურეკა ჰიონესსა და ებერლს და შეატყობინა, რომ მისი შვილი, ლევერკუზენში ხუთწლიანი ყოფნის შემდეგ, საკუთარ მომავალს ბუნდესლიგაში ვეღარ ხედავს. მას სურდა შემდეგი ნაბიჯი, ახალი გამოწვევა. შესაბამისად, ის გადავა პრემიერლიგაში - ლივერპულში.

ეს გადაწყვეტილება ბაიერნისთვის სრული სიურპრიზი იყო. კლუბს ჰქონდა მტკიცე რწმენა, რომ ვირცი მიუნხენში გადმოვიდოდა. მრავალრიცხოვანი საუბრების შემდეგ როგორც თავად ვირცთან, ისე მის მამასთან, ბაიერნში ფიქრობდნენ, რომ ფეხბურთელი ამ ეტაპზე სხვა ჩემპიონატში გადასვლას არ აპირებდა.
kicker: “ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვირცი ინგლისში გადაბარგდება”
გერმანულ მედიაში ამბობენ, რომ ფლორიან ვირცსა და ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს, შორის გამართული საუბარი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ფეხბურთელის გადაწყვეტილებაში.

ასევე, სულ ახლახან გაიმართა მოლაპარაკებები ვინსენტ კომპანისთან.

თუმცა, ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვირცი ინგლისში გადაბარგდება. იმ შემთხვევაში, თუ ლივერპული შეძლებს ლევერკუზენის მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხის გადახდას.
ბაიერნი კინგსლი კომანს 30 მილიონად აფასებს - ტრანსფერის სირთულეები
ბაიერნი კინგსლი კომანისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ თანხის მიღება რეალისტურია. კომანი დიდად არ არის დაინტერესებული პრემიერ ლიგაში გადასვლით.

საუდის არაბეთის კლუბების წარმომადგენლები ახლახან მიუნხენში იმყოფებოდნენ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კომანის ცოლი სკეპტიკურად არის განწყობილი საუდის არაბეთში გადაბარგების იდეის მიმართ.

ბაიერნი მზად არის გაყიდოს ფრანგი ფეხბურთელი, თუმცა ეს პროცესი ისეთი მარტივი და პირდაპირი აღარ იქნება, როგორც თავდაპირველად ეგონათ.
როდის გაანახლებს ჯამალ მუსიალა გუნდურ ვარჯიშებს? - ცნობილია დეტალები
ჯამალ მუსიალა სავარაუდოდ გუნდურ ვარჯიშს დაუბრუნდება მაშინ, როცა მოთამაშეები მოემზადებიან საკლუბო მსოფლიო თასისთვის — 5 ივნისს, ზებენერ შტრასეზე.

მუსიალა აქტიურად შრომობდა და იმედი ჰქონდა, რომ მზად იქნებოდა ერთა ლიგის ფინალური ოთხეულის მატჩებისთვის.

ბაიერნი ვალდებული იქნებოდა, რომ მუსიალა გაეშვა თუკი ეროვნული ნაკრები მას გამოიძახებდა - თუმცა მაქს ებერლმა ესაუბრა იულიან ნაგელსმანს და სთხოვა, მიეცა მუსიალასთვის მეტი დრო სრულად გამოჯანმრთელებისთვის საკლუბო მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად, რასაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი დათანხმდა.
ოფიციალურად: გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალური ეტაპისთვის მზად არის

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გამოაცხადა იმ 26-კაციანი შემადგენლობა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე.


როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში გვხვდება გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ რამდენიმე სიურპრიზიც ფიქსირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართვით…

ჯამალ მუსიალა ერთა ლიგის ფინალურ ოთხ მატჩს გამოტოვებს
გერმანიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ჯამალ მუსიალას გარეშე იასპარეზებს. ეს გადაწყვეტილება გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ბაიერნის სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

მაქს ებერლმა ნაგელსმანს სთხოვა, რომ მუსიალა ამჯერად არ გამოეძახებინა ნაკრებში, რათა ფეხბურთელს საშუალება ჰქონდეს სრულად მოემზადოს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მიუნხენის ბაიერნი ამ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, ამიტომ კლუბი ცდილობს, მუსიალა მაქსიმალურად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდეს მას.

მუსიალას არყოფნა უდიდესი დანაკლისია გერმანიის ნაკრებისთვის, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია როგორც მოთამაშის ჯანმრთელობის, ისე ბაიერნის ინტერესების გათვალისწინებით.
ჰარი კეინი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! - ინგლისელის კომენტარი
ჰარი კეინი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ინგლისელის კომენტარი: „დიდი სიხარულია სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება. ამ მიღწევით ვამაყობ, რადგან ბუნდესლიგაში კონკურენცია მართლაც ძალიან მაღალია.

განსაკუთრებულად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ეს პატივი იმ სეზონში მომენიჭა, როდესაც ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, ჩემს თანაგუნდელებს და პერსონალს – ამ წარმატების მიღწევა მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ახლა ვაპირებ ამ ყველაფრის კარგად აღნიშვნას, რადგან მთელი სეზონი ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ასეთ ჯილდოებს კი უბრალოდ დამატებითი ბონუსი ჰქვია.“
როდის მიიღებს ვირცი საბოლოო გადაწყვეტილებას? - ცნობილია ახალი დეტალები
ფლორიან ვირცი გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში მიიღებს. ბაიერნის წყაროები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამად ესპანეთიდან (რეალ მადრიდიდან) საფრთხე არ არსებობს და ვირცის არჩევანი მხოლოდ მათსა და ლივერპულს შორის იქნება.

ცნობილია, რომ ლივერპულმა ვირცის ოჯახზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მზად არიან ტრანსფერისთვის მაქსიმუმი გააკეთონ — ზუსტად ისევე, როგორც ბაიერნი.

ვენსან კომპანიმ ვირცთან ხანგრძლივად ისაუბრა მის პოტენციურ როლზე ბაიერნში გადმოსვლის შემთხვევაში.
ბაიერნმა ებერლს სრული ნდობა გამოუცხადა - გუნდში ცვლილებები იწყება
მაქს ებერლს გასულ კვირას ზაფხულის გეგმების ყველა პუნქტი სამეთვალყურეო საბჭომ დაუმტკიცა. ებერლს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა საბოლოო შეფასება ტრანსფერების ფანჯრის დახურვის შემდეგ, 1 სექტემბერს მოხდება.

სამეთვალყურეო საბჭომ მწვანე შუქი აუნთო ჯონათან ტას ტრანსფერს. საბჭოს წევრებმა ასევე გაგებით მიიღეს ერიკ დაიერის უარი ბაიერნის კონტრაქტზე, რადგან მონაკომ მას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

დაიო უპამეკანოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება კიმ მინ-ჯეს, კლუბმა გადაწყვიტა დაელოდოს შეთავაზებებს უცხოური კლუბებიდან.
ნიკ ვოლტემადე - გერმანიის ნაკრების ახალწვეული ჰორიზონტზე

ნიკ ვოლტემადეს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, პირველად მიიწვიონ გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეროვნული ლიგის ფინალური ოთხეულისათვის.


კლაინდინსტის არყოფნაში და უნდავისა და ფიულკრუგის ნაკლებად მოსალოდნელი გამოძახების ფონზე, იულიან ნაგელსმანი განიხილავს ვოლტემადეს, როგორც შეტევის ხაზის შევსების ერთ-ერთ ვარიანტს.


ნიკ ვოლტემადე არის გერმანელი თავდამსხმელი, დაბადებული 2002 წლის 14 თებერვალს. ის 1.98 მეტრი სიმაღლისაა და გამოირჩევა ფიზიკით, ტექნიკით და კარგი მოძრაობით საჯარიმოში.

“მან საჯარო სივრცეში ბაიერნს სიმშვიდე მოუტანა” - ჰიონესი კომპანიზე
ული ჰიონესი ვენსან კომპანიზე:

„მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში არასდროს უმუშავია და მხოლოდ ორი სამწვრთნელო პოზიცია ჰქონია, ის გამორჩეულად კარგად მუშაობს.

რაც მას განსაკუთრებით გამოარჩევს, არის სიმშვიდე, ინტელექტი და მედიისადმი დამოკიდებულება.

ფაქტობრივად, მან საჯარო სივრცეში ბაიერნს სიმშვიდე მოუტანა. და ეს ჩვენ ყველასთვის კარგია.“
სანეს სისწრაფე და გამძლეობა კომპანისთვის გადამწყვეტია
ვენსან კომპანის კვლავ სურს, რომ ლეროი სანე კლუბში დარჩეს. მწვრთნელს მოსწონს სანეს ხელმისაწვდომობა და ის ფაქტი, რომ ის შედარებით იშვიათად იღებს ტრავმებს, ვიდრე კომანი და გნაბრი.

გარდა ამისა, სანეს სირბილის მაჩვენებლები – მათ შორის უკან დაბრუნების დროსაც – ძალიან კარგია და კომპანის სწორედ ეს თვისება მოსწონს.

არსებობს კიდევ ერთი საკითხი: თუ სანე წავა, მის შემცვლელად ვინგერის შეძენა – ტრანსფერის საფასურისა და ხელფასის ჩათვლით – კლუბს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე სანეს კონტრაქტის გაგრძელება.
მანჩესტერ სიტი ვირცისთვის აღარ იბრძოლებს - ბაიერნი მთავარი კანდიდატია
მანჩესტერ სიტიმ ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერზე უარი განაცხადა და ამით, ფაქტობრივად, ორგუნდიანი ბრძოლა დატოვა.

ვირცი ბაიერნთან გადაბარგებასთან ყველაზე ახლოს ჩანს. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს ამ კვირაში ბაიერნის ბაზაზე ვიზიტიც კი აქვს დაგეგმილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რეკორდმაისტერი ტრანსფერის დასრულებას ცდილობს.

უახლოეს დღეებში შესაძლოა გაირკვეს – დარჩება ვირცი ლევერკუზენში, გადაბარგდება მიუნხენში თუ გადაწყვეტს საზღვრებს გაცდენას და ლივერპულს შეუერთდება.
„მადლობა ყველაფრისთვის“ - მიულერის ბოლო მიმართვა ბაიერნის ფანებს
ტომას მიულერმა გულშემატკივრებს უკანასკნელად მიმართა:

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ არაჩვეულებრივი წლებისთვის. იმედი მაქვს, რომ გუნდს, კლუბს, გოგონებსა და ბიჭებს კვლავაც მხარს დაუჭერთ.

ორივე გუნდში ახალგაზრდული, დინამიური სისხლია, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ბაიერნი. შეგვიწყეთ ხელი მთელი გულით. მადლობა, ნახვამდის.“
მაიკლ ოლისე vs ლამინ იამალი – ვის აქვს უკეთესი სეზონი?
სეზონის ერთ-ერთი საინტერესო თემაა მაიკლ ოლისესა და ლამინ იამალის შედარება. ორივე ფეხბურთელი გამორჩეულად თამაშობს და უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გუნდების წარმატებაში.

სეზონის სტატისტიკა:

  • მაიკლ ოლისე (ბაიერნი): 16 გოლი, 20 ასისტი
  • ლამინ იამალი (ბარსელონა): 17 გოლი, 20 ასისტი


ორივე მოთამაშეს 20-20 საგოლე გადაცემა აქვს. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და გუნდის თამაშზე დიდი გავლენა აქვს.

ოლისე თამაშში სისწრაფეს, ტექნიკასა და საგოლე ხედვას აერთიანებს. ის ხშირად მონაწილეობს შეტევების ორგანიზებაში და საგოლე შანსების შექმნაში.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 15 5 10 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0