bayern.ge სიახლეები გვერდი 420
რა თანხის გადახდა მოუწევთ სუპერლიგის დამტოვებელ კლუბებს
მას შემდგომ, რაც სუპერლიგის არაერთმა კლუბმა ტურნირის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, გაჩნდა ცნობები, რომ მათ გარკვეული სახის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ეს ცნობა ფლორენტინო პერესმაც დაადასტურა ინტერვიუს დროს, თუმცა, ზუსტი თანხა არ დაუსახელებია.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია და ის არანაკლებ 300 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ცნობილია, სუპერლიგაში შესულ ყველა კლუბს კონტარქტზე ჰქონდა მოწერილი ხელი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სწორედ ზემოხსენებული თანხის გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის დატოვება 12-დან 9 კლუბმა დაადასტურა. ამ დრომდე ტურნირზე რჩებიან მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი".
"პსჟს" ფეხბურთელს "ბაიერნში" ტრანსფერი სურს
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "პსჟს" ნახევარმცველს, იულიან დრაქსლერს მიუნხენის "ბაიერნში" სურს კარიერის გაგრძელება.

გერმანელ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

წყაროს ცნობით, დრაქსლერის აგენტი უკვე დაუკავშირდა "ბაიერნის" წარმომადგენლებს და მისი კლიენტი შესთავაზა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თავად "რეკორდმაისტერის" პოზიცია. დიდი ალბათობით, ზაფხულში მიუნხენელები უპამეკანოს ტრანსფერის შემდეგ დიდი თანხების გადახდას მოერიდებიან და არ არის გამორიცხული, დრაქსლერი უფასოდ დაიმატონ.
რუმენიგე: "UEFA-ს პრეზიდენტმა, ჩეფერინმა ამ თხოვნით მოგვმართა"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფლორენტინო პერესზე ისაუბრა.

"მე ფლორენტინო პერესთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის პრეზიდენტია."

"UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ შეფერინმა გვთხოვა, რომ ყველა კლუბთან კვლავ კარგი ურთიერთობა დავიჭიროთ და წინსვლა განვაგრძოთ."

"ამ პოზიციას სრულაიდ ვეთანხმები, ამ ქაოსში ბრძნულად უნდა ვიმოქმედოთ. იმედი მაქვს, ფლორენტინო ამას მიხვდება."

"გასულ კვირაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ვეჭვობ, რომ სუპერლიგის იდეამ კვლავ იარსებოს." - აცხადებს რუმენიგე.
სალიჰამიჯიჩის მეუღლე: "ბოლო დღეებში არაერთი შეურაცხმყოფელი მესიჯი მივიღე"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის მეუღლემ მიმართვა გაავრცელა.

"გასული დღეების განმავლობაში არაერთი უხამსი და შეურაცხმყოფელი მესიჯი მივიღე, რაც ჩემს საქმიანობას არ ეხება და მხოლოდ ჩემი ქმრის და მისი საქმიანობის გამო მოხდა."

"მას შეურაცხყოფას აყენებენ პირადულად და ეხებიან მთლიან ოჯახს. გთხოვთ მსგავსი ქცევა შეწყვიტოთ. ნამდვილი გულშემატკივრები ასე არ იქცევიან." - აცხადებს ესთერი.
UEFA-ს ვიცე პრეზიდენტი: "სუპერლიგაში მონაწილე კლუბები დაისჯებიან, ამას განვიხილავთ"
როგორც ცნობილია, სუპერლიგაში მონაწილე კლუბების დასჯას რამდენიმე ევროპული გრანდი ითხოვს.

UEFA-ს ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ რა დამატებითი შედეგები მოჰყვება ამას. მათ სასჯელი ემუქრებათ."

"ამ კლუბების პირველი სასჯელი უკვე გამოტანილია და ეს სირცხვილის ქვეშ ცხოვრება იქნება." - აცხადებს ვიცე-პრეზიდენტი.
ჰაინერი: "მედალს ორი მხარე აქვს. მწვრთნელებს გუნდში 30 სუპერვარსკვლავი სურთ"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ჰერბერტ ჰაინერმა ფლიკისა და სალიჰამიჯიჩის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ყველა, მათ შორის მეც, აღტაცებულები ვიყავით ბოლო 18 თვის განმავლობაში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით."

"მედალს ორი მხარე აქვს. გვესმის, რომ მწვრთნელს სურს 30 სუპერვარსკვლავის ყოლა გუნდში, მაგრამ მეორე მხარეს არის კორონავირუსის პანდემია, რომლის გამოც 150 მილიონი ევროს დანაკარგი განვიცადეთ."

"სპორტული დირექტორის საქმე არა მხოლოდ სპორტული, არამედ ეკონომიკური კუთხით ყურებაცაა. მთავარი მწვრთნელი უფრო მეტად მოკლევადიან წარმატებაზე ფიქრობს, მაშინ, როდესაც სპორტული დირექტორი გრძელვადიან გეგმებს ანგარიშობს."

"ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ერთად, შეთანხმებულად და მხოლოდ ამის შედეგად მივაღწევთ წარმატებას." - აცხადებს ჰაინერი.
კიმიხმა ალაბას მომავალ გუნდზე მინიშნება გააკეთა
სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დავიდ ალაბა დატოვებს.

როგორც ჩანს, ავსტრიელი მცველი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ირიბად იოზუა კიმიხმაც დაადასტურა.

"დავიდმა მიუნხენში არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი ტრებლი. რაც შეეხება "რეალს", ეს ნამდვილად ღირებული კლუბია."

"ბაიერნის შემდეგ ბევრი ნაბიჯი არ არსებობს, რომლის გადადგმაც შეუძლია ფეხბურთელს, თუმცა "რეალი" ცუდი ვარიანტი არ არის." - აცხადებს იოზუა.
"ბაიერნს" მომდევნო ტურში ორი ლიდერი უბრუნდება
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "მაინცს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩში "რეკორდმაისტერს" ორი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი დაუბრუნდება.

პოლონელმა თავდამსხმელმა ტრავმა სრულიად მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რაც შეეხება გნაბრის, ის კორონავირუსისგან განიკურნა და ახლა ფორმაში დასაბრუნებლად ვარჯიშებს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ "მაინცთან" გამარჯვების შემთხვევაში "ბაიერნი" 3 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდებს ჩემპიონის ტიტულს.
რომელმა კლუბებმა დატოვეს ოფიციალურად სუპერლიგა
სამშაბათს, 20 აპრილს სუპერლიგის კლუბებმა ჩემპიონატის დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

თავდაპირველად, ეს გადაწყვეტილება "სიტიმ" და ლონდონის "ჩელსიმ" მიიღეს, რასაც მალევე შეუერთდნენ პრემიერლიგის დანარჩენი კლუბებიც.

ამ მომენტისთვის სუპერლიგა უკვე 9 კლუბმა დატოვა. გარდა პრემიერლიგის 6 კლუბისა, იგივე გადაწყვეტილება "მილანმა", "ინტერმა" და მადრიდის "ატლეტიკომაც" მიიღეს.

სუპერლიგაში ამ დროისთვის მხოლოდ 3 კლუბი არის დარჩენილი, ესენი არიან "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი".

გუშინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჯერ-ჯერობით პროექტი სრულად გაუქმებული არ არის. რა ნაბიჯს გადადგამენ დარჩენილი კლუბები, ამ მომენტისთვის უცნობია.
"ბაიერნი" 2:0 "ლევერკუზენი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერი" მომდევნო ტურში "მაინცის" დამარცხებას მოახერხებს, კლუბი ვადაზე ადრე გაიფორმებს ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულს.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს "ლევერკუზენთან" მატჩიდან:


კიმიხმა უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრის მე-14 წუთზე იოზუა კიმიხმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო.
Breaking: სუპერლიგის დატოვება 3 კლუბს სურს
როგორც ჩანს, ახალი სუპერლიგის შექმნის იდეა ძალიან მალე წარსულს ჩაბარდება.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ფანების პროტესტისა და UEFA/FIFA-ს გაფრთხილებების შემდეგ ერთბაშად სამ კლუბს სურს სუპერლიგის დატოვება.

თავდაპირველად ინფორმაცია ლონდონის "ჩელსიზე" გაჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა "სიტის" შესახებ ცნობები. სულ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი ტურნირიდან გასვლის მსურველთა რიცხვს მადრიდის "ატლეტიკოც" შეუერთდა.

წყაროს ცნობით, დღეს თორმეტივე კლუბის წარმომადგენელი შეიკრიბება და ახლიდან განიხილავენ სუპერლიგის შესაძლო მომავალს.
რუმენიგე: "ანიელისთან დაკავშირებას ვცდილობ, ის კი ჩემს ზარებს არ პასუხობს"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ევროპის სუპერლიგის ერთ-ერთ დამაარსებელ ანდრეა ანიელიზე კომენტარი გააკეთა.

"მე მსურს რომ ანიელის გავესაუბრო. მასთან რამდენჯერმე ვცადე დაკონტაქტება, თუმცა, ჩემს ზარებს არ პასუხობს."

"ჯერ-ჯერობით არ ვიცი მისი მოტივები, შესაბამისად, ამის გარეშე ნამდვილად არ მსურს ვინმეს გაკრიტიკება."

"ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ფეხბურთისა და ფანების წინაშე, რომლებსაც არ სურთ სუპერლიგის შექმნა." - აცხადებს რუმენიგე.
"ბაიერნი" - "ლევერკუზენი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში ლევერკუზენის "ბაიერს" მიიღებს.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა:

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - კომანი, მიულერი, მუსიალა - ჩუპო მოტინგი.
"ბაიერნის" ფანებმა ფლიკის დასარჩენად პეტიცია შექმნეს
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს ტოვებს.

როგორც ცნობილია, 53 წლის სპეციალისტის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰასან სალიჰამიჯიჩთან კონფლიქტი გახლავთ.

"რეკორდმაისტერის" გულშემატკივრების უმრავლესობა ამ დაპირისპირებაში ჰანს ფლიკს უჭერს მხარს და ამაზე გამოკითხვის შედეგებიც მოწმობს.

შესაბამისად, "ბაიერნის" გულშემატკივრებმა სპეციალური პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი ფლიკის დარჩენასა და ჰასან სალიჰამიჯიჩის კლუბიდან გაშვებას მოითხოვენ.

პეტიციაზე უკვე 41'000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მასზე ხელის მოწერა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია ამ ლინკის საშუალებით.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" სუპერლიგის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" მაღალჩინოსნებმა სუპერლიგის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს.

"ჩვენი წევრები და ფანები უარს აცხადებენ სუპერლიგაზე. ჩვენი მიზანია, რომ ევროპულმა კლუბებმა ერთად გააგრძელონ ცხოვრება და განვითარება ჩემპიონთა ლიგაზე, UEFA-ს დახმარებით. "ბაიერნი" უარს ამბობს სუპერლიგაზე." - ჰაინერი.

"კლუბის ხელმძღვანელობის სახელით მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ამ ტურნირში მონაწილეობას არ მივიღებთ. "ბაიერნი" მუდამ გვერდში უდგას ბუნდესლიგას. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული სახელის წარმოჩენა." - რუმენიგე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0