კეინი ვინსენტ კომპანიზე:
„ის ჩვენთვის ძალიან კარგია. ის ადამიანია, რომელიც ზედმეტად არ მოიხიბლება, როცა საქმეები კარგად მიდის, და არც მაშინ კარგავს მოტივაციას, როცა რაღაცები ვერ გამოსდის.
თუ ჩვენს გამოსვლებს ამ სეზონში დააკვირდებით, ვიტყოდი, რომ 90% ძალიან კარგი იყო. ბევრ თამაშს ვაკონტროლებთ და მაღალი ინტენსივობით ვთამაშობთ — ეს უბრალოდ სიამოვნებაა.
მგონია, რომ ამ სეზონში ისეთი გუნდი ავაწყვეთ, რომელმაც ზუსტად იცის, რა სურს მწვრთნელს და როგორ უნდა შეასრულოს ეს. ყველა ვიხარჯებით 110%-ით, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე. ეს ძალიან ბევრს ამბობს მწვრთნელზე.“