ლეროი სანე ოფიციალურად ემშვიდობება მიუნხენის ბაიერნს.
გერმანელმა ვინგერმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა, სადაც მადლიერება გამოხატა კლუბის, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ:
„ძვირფასო ბაიერნის გულშემატკივრებო,
5 ინტენსიური წლის შემდეგ, გადავწყვიტე ახალი თავის დაწყება.
უსაზღვროდ ვამაყობ, რომ ჩავიცვი გერმანიის საუკეთესო და უდიდესი კლუბის მაისური 200-ზე მეტ მატჩში და ყოველთვის გავიხსენებ იმ ტიტულებს, რაც ერთად მოვიგეთ.
მადლობა კლუბს, მწვრთნელებს, მომუშავე მთელ პერსონალს, ჩემს თანაგუნდელებს და განსაკუთრებით თქვენ – გულშემატკივრებს, იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ და იმ მოგონებებისთვის, რაც ერთად შევქმენით.
სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ბაიერნში გატარებული დროისთვის!"