bayern.ge სიახლეები გვერდი 413
პორტუგალია - გერმანია სასტარტო შემადგენლობები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას მასპინძლობს.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.

პორტუგალია: რუი პატრისიუ - სემედუ, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო - დანილო, კარვალიო - ბერნანდუ სილვა, ბრუნო, ჟოტა - რონალდუ.

გერმანია: ნოიერი - რუდიგერი, ჰუმელსი, გინტერი - კიმიხი, გოსენსი - კროოსი, გუნდოგანი - ჰავერცი, მიულერი - გნაბრი.
ბრუნო: "გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ერთი მიზანი გვექნება"
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალურ მატჩში გერმანიის ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მატჩამდე პორტუგალიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენი მიზანი ყველა თამაშში გამარჯვებაა და გამონაკლისი არც გერმანიის წინააღმდეგ იქნება."

"ვიცით, რომ ბუნდესნაკრებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავს, თუმცა, ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის." - აცხადებს ბრუნო.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" "ლაიფციგის" კიდევ 2 წევრი დაიმატა
მიუნხენის "ბაიერნი" კონკურენტი "ლაიფციგის" რიგებიდან შევსებას განაგრძობს.

დაიოტ უპამეკანოსა და იულიან ნაგელსმანის შემდეგ "რეკორდმაისტერის" რიგებს ხარების კიდევ 2 წევრი შეუერთდა.

კერძოდ, საუბარია ასისტენტ მწვრთნელებზე, ხავიერ ზემბროდისა და დინო ტოპმიოლერზე.

ორივე მათგანი ნაგელსმანთან ერთად მუშაობდა "ლაიფციგის" რიგებში და შესაბამისად, "ბაიერნში" მათი მოყვანა პირადად მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო.
პორტუგალია - გერმანია სავარაუდო შემადგენლობები
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი შეხვედრისთვის.

პორტუგალია: რუი პატრისიუ - სემედუ, პეპე, რუბენ დიაში, გერეირო - დანილო, კარვალიო - ბერნანდუ სილვა, ბრუნო, ჟოტა - რონალდუ.

გერმანია: ნოიერი - რუდიგერი, ჰუმელსი, გინტერი - კიმიხი, გოსენსი - კროოსი, გუნდოგანი - ჰავერცი, მიულერი - გნაბრი.
ბენჟამინ პავარი: "ნამდვილი შოკური ჯოჯოხეთი გამოვიარე"
გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირების დროს ბენჟამინ პავარმა თავის დაზიანება მიიღო.

ფრანგმა მცველმა თამაშის შემდეგ პრესასთან ამ ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილი შოკური ჯოჯოხეთი გამოვიარე. 10-15 წამის განმავლობაში ნოკაუტში ვიყავი. ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა." - აცხადებს პავარი.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრები ხსენებულ მატჩში 1-0 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ლიოვის გუნდი შაბათს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
VIDEO: უბედური შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე - პარაშუტისტმა გულშემატკივრები დააზიანა
გუშინ გაიმართა ევრო 2020-ის პირველი ტურის ცენტრალური მატი გერმანიასა და საფრანგეთს შორის, თამაშს მიუნხენის "ბაიერნის" საშინაო სტადიონი - "ალიანს არენა" მასპინძლობდა.

თბილისის დროით ზუსტად 23:00-ზე, როდესაც მატჩი უნდა დაწყებულიყო სტადიონის თავზე ყვითელი პარაშუტი გამოჩნდა, რომელიც ფეხბურთელებს უახლოვდებოდა. ის სტადიონზე დაფრინდა, დაფრენის მიზანი კი ე.წ. შავი წერილი გახლდათ, სადაც ეწერა - "მოიშორეთ თავიდან ნავთობი". თავდაპირველად ისეთი ტრაექტორია ჰქონდა, რომ დიდი ალბათობით ტრიბუნებზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ სატელევიზიო კაბელს გამოედო და სტადიონის კიდეზე აღმოჩნდა.

დაშვების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.

სინადვილეში პარაშუტი დაშვება გზავნილი იყო. "გრინფისმა" სპეციალური ტვიტი გამოაქვეყნა და ევროს საავტომობილო სპონსორ "ფოლკსვაგენს" მიმართ. ამაზე ისიც მიანიშნებდა რომ პარაშუტზე "W" ასო იყო დატანილი.
ლიოვმა დაადასტურა - ითამაშებს თუ არა გორეცკა პორტუგალიასთან
ლეონ გორეცკამ ევროპის ჩემპიონატის გახსნით ტურში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის განცხადებით, ნახევარმცველმა შესაძლოა, შაბათს პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშოს.

"ის, რა თქმა უნდა, იქნება შემადგენლობის წევრი, თუმცა არ ვიცი შეძლებს თუ არა სასტარტოდან დაწყებას."

"სავარაუდოდ, ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება თამაშში." - აცხადებს ლიოვი.
UEFA გოსენსის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და 1:0 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობის დროს მძიმე შეჯახება მოხდა. რობინ გოსენსის მუხლი ბენჟამინ პავარს მოხვდა თავში.

როგორც ცნობილია, ამ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება და არ არის გამორიცხული, გერმანელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია შეეფარდოს.

გარდა ამისა, UEFA-ში ასევე აინტერესებთ, თუ რატომ არ შეცვალეს პავარი ამ მომენტის შემდეგ და რატომ დართეს ექიმებმა მას სრული მატჩის ჩატარების უფლება.
VIDEO: საოცარი შეცდომა - ჰუმელსმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში საფანგეთს მასპინძლობს.

მატჩის მე-20 წუთზე მატს ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

იხილეთ ვიდეო.
საფრანგეთი - გერმანია სასტარტო შემადგენლონები ცნობილია
ევრო 2020-ის პირველი ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს გერმანია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. მატჩი 23:00-ზე ალიანს არენაზე დაიწყება.

უკვე ცნობილია ძირითადი შემადგნელობებიც. ისინი ასე გამოიყურება:


გერმანია: (3-4-3) : ნოიერი, - რუდიგერი, ჰუმელსი, გინტერი, - გოსენსი, კროოსი, გინდოგანი, კიმიხი, - ჰავერცი, მიულერი, გნაბრი.

საფრანგეთი: (4-1-2-4) : ლორისი, -  პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი, - კანტე, - რაბიო, პოგბა, გროზმანი, - ბენზემა, მბაპე.

შეგახდენებთ, ამ ჯგუფში პორტუგალიამ უნგრეთს 0-3 მოუგო და გალიდერდა.
ნოიერი: "ფრანგებს პატივს ვცემთ, მაგრამ აუტსაიდერები არ ვართ"
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ბუნდესნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

"შეხვედრისთვის ყველა ჩვენგანი მზად არის. ტოპ კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებთ და ვიცით, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს."

"გუნდში დიდებული განწყიბაა. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ."

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე გულშემატკივრები იქნებიან. ეს ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის. სახლში თამაში ფანების წინაშე რაღაც განსხვავებულია."

"პსჟმ წელს გამოგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. გასულ წელს ჩვენ დავამარცხეთ ისინი. ვიცით, რას წარმოადგენს მბაპე და მას ვაფასებთ. თუმცა, ფრანგებს ყველა პოზიციაზე დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ."

"არავისი არ გვეშინია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუტსაიდერები არ ვართ." - აცხადებს ნოიერი.
საფრანგეთი - გერმანია სავარაუდო შემადგენლობები
ევროპის ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი შეხვედრისთვის.

საფრანგეთი: ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - პოგბა, კანტე, რაბიო - გრიზმანი, ბენზემა, მბაპე.

გერმანია: ნოიერი - გინტერი, რუდიგერი, ჰუმელსი - კიმიხი, გოსენსი - კროოსი, გუნდოგანი - მიულერი, გნაბრი, ჰავერცი.
"ბაიერნის" რადარზე "აიაქსის" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე ამსტერდამის "აიაქსის" ვარსკვლავი, ნუსაირ მაზრაუი გამოჩნდა.

როგორც ცნობილია, იულიან ნაგელსმანს 23 წლის ფეხბურთელი ე.წ. ხუთმცველიანი ტაქტიკისთვის სჭირდება.

მაზრაუი Transfermarkt-ის მიხედვით 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დაიწყება.
"ბაიერნმა" კომანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინგსლი კომანი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაქტია. ფრანგი ვინგერი გაზრდილ ხელფასს ითხოვს. მას სურს ისეთივე ანაზღაურება, როგორიც რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერს და გუნდის სხვა ტოპ ფეხბურთელებს აქვთ.

თავის მხრივ "ბაიერნი" კომანს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობთ. მიმდინარე კონტრაქტის ვადა კი 2022 წელს იწურება.

ამის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ფრანგის გაყიდვას ზაფხულში 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სახის წინადადებას კლუბი არ მიიღებს, მაშინ კომანი მიუნხენში დარჩება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გააგრძელებენ დიალოგს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგის დამატებით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.
ქართველი ტალანტი "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა
ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე ბაიერნის (U19) გუნდს შეუერთდება.

საქმე იმაშია, რომ გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 15 მოთამაშის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან და 'ბაიერნის მსოფლიო U19' გუნდში ითამაშებენ. სიაში, ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, რომელმაც 1 200-ზე მეტ აპლიკანტს აჯობა.

ნიკა ნოზაძე ბაიერნის შეკრებაზე 28 ივნისს მექსიკაში გამეგზავრება. აგვისტოში გავიგებთ დააკმაყოფილებს თუ არა ნიკა გერმანული კლუბის მოთხოვნებს.

აქამდე, ახალგაზრდა ტალანტი გაგრას ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.
ჰიტცფელდმა ფლიკი გააკრიტიკა: "არ მესმის რატომ მოიქცა ასე"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა.

"ნამდვილად არ მესმის რატომ მოიქცა ფლიკი ასე და ვერც ვერასდროს გავიგებ."

"მან "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თავად კლუბში კი ამის შესახებ არც კი იცოდნენ."

"ჩემთვის დაუჯერებელი გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა წახვიდე "ბაიერნიდან" გერმანიის ნაკრებში ასეთ დროს. დარჩენის შემთხვევაში მას შეეძლო გუნდის ისტორიული პიროვნება, სახე გამხდარიყო." - აცხადებს ჰიტცფელდი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0