bayern.ge სიახლეები გვერდი 427
ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ნეოლეთის“ ფილიალი გაიხსნა. სადაც მომხმარებლები სხვადასხვა სახის ფინანსური მომსახურების მიღებას შეძლებენ. პარალელურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმის მეორე ფილიალი 26 მაისის ქუჩაზე.

„ნეოლეთი“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნეოლეთის ელექტრონულ სისტემაში უსაფრთხოდ და მარტივად აწარმოოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები, ისეთი როგორიც არის:
  • ონლაინ სათამაშო ოპერატორების ბალანსზე თანხის შეტანა სალაროების და საბანკო ბარათების მეშვეობით;
  • კომუნალური გადასახადების გადახდა;
  • მობილური ბალანსის შევსება;
  • ნეოლეთის სხვა მომხმარებელთან ფულის გადარიცხვა;
  • N Card-ით თანხის განაღდება საქართველოში არსებული ბანკომატების და POS ტერმინალების საშუალებით;
N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მომხმარებლები წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო. N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში, თანხის გატანა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებიდან, N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტერმინალებზეც და ევროპაბეთის ბალანსიდან თანხის გატანა შესაძელებელია ნებისმიერ დროს მომენტალურად.
ოფიციალურად: "პსჟს" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი
რამდენიმე დღის წინ "პსჟს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მარკო ვერატის კორონავირუსი დაუფიქსირდა, რის გამოც "ბაიერნთან" თამაშებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. დღეს პარიზელთა ბანაკში ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, წყაროს ცნობით, ამჯერად კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი განაპირა მცველს, ალესანდრო ფლორენცის მიუვიდა.

30 წლის ფეხბურთელს მარკო ვერატისთან კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც გასულ დღეებში ის იზოლაციაში იმყოფებოდა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისიც კოვიდინფიცირებულია.

ორივე ხსენებული ფეხბურთელი "ბაიერნთან" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"ბაიერნი" - "პსჟ" მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგულ "პსჟს" უმასპინძლებს.

UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა მატჩის მთავარი არბიტრის ვინაობა დაასახელა. შეხვედრას ესპანელი მსაჯი, მატეო ლაოსი გაუძღვება.

44 წლის სპეციალისტი "ბაიერნისთვის" უცხო არ გახლავთ. მან წარსულში კლუბის 4 მატჩი განსაჯა, მათ შორის ერთი "პსჟსთან" შეხვედრა გახლდათ.

2020 წელს "ბაიერნმა" "ლიონი" 3:0 დაამარცხა, 2018 წელს "ბენფიკა" 0:2, 2013 წელს "პლზენი" 0:1. 2017 წელს გამართული დაპირისპირება კი "პსჟს" გამარჯვებით დასრულდა, 3:0. ყველა ამ მატჩს სწორედ მატეუ ლაოსი უძღვებოდა.
ფლიკმა ჰიონესს უპასუხა: "მე მასწავლეს, რომ შენს ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაუჭირო მხარი"
რამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მისი აზრით ჟერომ ბოატენგი იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა წაიყვანოს.

აღნიშნულ განცხადებას "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა უპასუხა.

"ეს მისი აზრია. მე კი "ბაიერნში" ვისწავლე, რომ შენს ფეხბურთელებს ყოველთვის უნდა დაუჭირო მხარი ნებისმიერ დროს და ამ გზას მივყვები."

"ჟერომი ჩვენს გუნდში უკვე ათეული წელია ირიცხება და ორჯერ მოიგო ტრიპლეტი. მან ურთულესი პერიოდი გადალახა და ახლა კვლავ უმაღლეს ფორმაშია." - აცხადებს ფლიკი.
მბაპე: "ლევანდოვსკის არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა"
ფრანგული "პსჟს" ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაზე ისაუბრეს.

"ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა ჩვენთვის კარგი სიახლეა, თუმცა, მე ვწუხვარ ნებისმიერი ადამიანის ტრავმის გამო." - მბაპე.

"მე მებრძოლი ვარ და მიყვარს საუკეთესოებთან დაპირისპირება. კარგი იქნებოდა, რომ ლევანდოვსკის ამ მატჩებში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის, "ბაიერნი" მაინც უძლიერესი გუნდია." - კიმპებე.

"ბაიერნი მხოლოდ ლევანდოვსკი არ არის. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მიუნხენელებს ჰყავთ ერთიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერი მოთამაშის გარეშეც შეუჩერებელია." - პოჩეტინო.
ნაგელსმანი: "დღეს ლაიფციგი ბაიერნზე უკეთესი იყო"
"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიენ ნაგელსმანმა "ბაიერნთან" განცდილი 0:1 მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ვიცით რატომაც წავაგეთ. ისეთი გოლი მივიღეთ, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. თუმცა, კარგი თამაში ჩავატარეთ და ნათელია, რომ მეტოქეზე უკეთესი გუნდი ვიყავით."

"რა თქმა უნდა, ახლა მოტივაციის შენარჩუნება რთულია. ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ გვაქვს."

"თუმცა, კვლავ შეგვიძლია თასის მოგება და ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გასვლა, რაც ცუდი შედეგი არ იქნება." - აცხადებს ნაგელსმანი.
ნოიერმა ლაიფციგთან მატჩის წინ კარის ბადე "შეაკეთა" (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ლაიფციგის" შეხვედრის დაწყებამდე მთავარმა არბიტრმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი კარის ბადე წესრიგში არ იყო.

ბადის შეკეთება საკუთარ თავზე "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა აიღო და წარმატებითაც გამოუვიდა.

იხილეთ ვიდეო:


ბიერლორცერი: "სწორედ ამით გვანან რონალდუ და კიმიხი ერთმანეთს"
"ლაიფციგის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, აკიმ ბიერლორცერმა კრისტიანო რონალდუ და იოზუა კიმიხი შეადარა ერთმანეთს.

"დიდებული ფეხბურთელი არის ის, რომელიც მუდამ აკრიტიკებს თავის თავს."

"რონალდუ და კიმიხი ნამდვილად სამაგალითოები არიან, რადგან საკუთარი თავით არასოდეს არიან კმაყოფილები და მუდამ მუშაობენ განვითარებაზე."

"როდესაც ვფიქრობ იოზუაზე, ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები, რადგან მახსენდება რომ ყველანაირი წარმტების მიუხედავად ის ისეთივე დარჩა, როგორიც კარიერის სტარტზე." - აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
ნოიერი: "ტიტულის დათმობას არ ვაპირებთ"
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "ლაიფციგს" ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 0:1.

თამაშის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში მეტოქეს შანსები არ მივეცით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, "ლაიფციგი" უფრო გააქტიურდა და სწრაფი შეტევები ჰქონდათ."

"დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა უკვე ჩემპიონობის დათმობას აღარ ვაპირებთ." - აცხადებს მანუ.
ფლიკი: "ლევანდოვსკის დაბრუნებაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ლაიფციგმა დღეს გვაჩვენა, თუ რატომ არის მეორე ადგილზე. სტარტი ნელი გამოვიდა, მაგრამ მე-20 წუთის შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლად გარდავსახეთ. მეორე ტაიმში მეტოქის მხრიდან ზეწოლა მაღალი იყო, მაგრამ თავის დაცვა მოვახერხეთ."

"დღეს მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ საჩემპიონო რბოლაში, თუმცა, წინ კიდევ 7 ტურია და არაფერია გადაწყვეტილი. მოდუნების დრო არ არის."

"ლევანდოვსკი 1 კვირის განმავლობაში არაფერს გააკეთებს, ამის შემდეგ კი დაიწყება აღდგენითი ვარჯიშები. დაბრუნების ზუსტ დროს ვერ გეტყვით, ეს ექსპერტებმა იციან." - აცხადებს ფლიკი.
"ლაიფციგი" 0:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ლეონ გორეცკამ თომას მიულერის გადაცემის შედეგად გაიტანა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

ლამაზი კომბინაცია გორეცკამ ბრწყინვალე დარტყმით დააგვირგვინა (ვიდეო)
"ლაიფციგისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 37-ე წუთზე ლეონ გორეცკამ ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.
"ლაიფციგი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "ლაიფციგი" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ლაიფციგი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ლაიფციგს" დაუპირისპირდება.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელეს.

"ლაიფციგი": გულაჩი - კლოშტერმანი, უპამეკანო, ორბანი - მუკიელე, საბიცერი, ადამსი, ჰაიდარა - ნკუნკუ, ოლმო - ფორსბერგი.

"ბაიერნი": ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
საოცრება - კვარაცხელიამ "სოჭის" ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
"რუნინისა" და "სოჭის" შეხვედრის მეორე ტაიმში მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია შემოვიდა.

ქართველმა ვინგერმა მალევე, 72-ე წუთზე ულაზესი შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

იხილეთ ვიდეო.
მატჩი, რომლის შემდეგაც "ბაიერნი" კვარაცხელიათი დაინტერესდა (ვიდეო)
პარასკევს არაერთმა გერმანულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, გერმანელი სკაუტები საქართველო ესპანეთის მატჩს ესწრებოდნენ და სწორედ მაშინ მოიხიბლნენ ყველაზე მეტად ქართველი ტალანტით.

გავიხსენოთ ხვიჩას საუკეთესო მომენტები "ფურია როხას" წინააღმდეგ.

იხილეთ ვიდეო:


  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0